მისამართები
ვალუტის კურსი

გაგზავნე გზავნილი ნაკლები საკომისიოთი

თუ ფულად გზავნილს საქართველოდან საზღვარგარეთ აგზავნი, 15 ივლისიდან 15 ოქტომბრამდე, აირჩიე რიას გზავნილების სისტემა და მიიღე ფასდაკლება გაგზავნის საკომისიოზე

როგორ შეგიძლია მიიღო ფასდაკლება?

აირჩიე რიას გზავნილების სისტემა
ფულადი გზავნილი გაგზავნე საქართველოდან საზღვარგარეთ
მიიღე გაგზავნის საკომისიოზე ფასდაკლება

უპირატესობები

ჩვენი მობილბანკიდან და ინტერნეტბანკიდან ფულადი გზავნილის გაგზავნა დამატებით შესაძლებლობებს გაძლევს შენ და შენს ახლობლებს
გზავნილის გაგზავნას ნებისმიერ დროს, სახლიდან გაუსვლელად, შეძლებ მობილბანკიდან ან ინტერნეტბანკიდან
შენ მიერ გაგზავნილი გზავნილის განაღდება გზავნილის მიმღებს სტანდარტულთან შედარებით უკეთესი კურსით შეეძლება

ხშირად დასმული კითხვები

ვის შეუძლია მიიღოს ფასდაკლება ფულადი გზავნილის გაგზავნისას?

ფასდაკლებით სარგებლობა შეუძლია ნებისმიერ ფიზიკურ პირს, რომელიც საქართველოდან საზღარგარეთ გააგზავნის ფულად გზავნილს და აქვს საქართველოს ბანკის ანგარიში
 

რაში მდგომარეობს ფასდაკლება გზავნილის გაგზავნის საკომისიოზე?

თუ საქართველოდან საზღვარგარეთ გზავნილს რიას სისტემით აგზავნი, 2.2%-ის ნაცვლად საკომისიო 2.0% იქნება. გამონაკლისია გზავნილები აშშ-ში, ამ შემთხვევაში 2.5%-ის ნაცვლად ისარგებლებ 2.0%-იანი საკომისიოთი.

რომელი გზავნილის სისტემაზეა ფასდაკლება?

ფასდაკლება მოქმედებს – გზავნილების სისტემა “რია”

როდემდე მოქმედებს ფასდაკლება გზავნილის გაგზავნის საკომისიოზე?

ფასდაკლება გზავნილის გაგზავნის საკომისიოზე მოქმედებს 15 ივლისიდან 15 ოქტომბრამდე

მინიმუმ და მაქსიმუმ რა თანხის გზავნილის გაგზავნაა საჭირო ფასდაკლებით სარგებლობისთვის

მინიმუმ: 0.01 ევრო/დოლარი; მაქსიმუმ: 5000 ევრო/დოლარი

როგორ გავიგებ, რომ ფასდაკლებით ვისარგებლე?

გზავნილის გაგზავნისას თუ აირჩევ რიას სისტემას, ავტომატურად მიიღებ ფასდაკლებას საკომისიოზე

რომელ ქვეყნებში გაგზავნაზე მოქმედებს ფასდაკლება?

ფასდაკლება მოქმედებს გზავნილების გაგზავნაზე შემდეგ ქვეყნებში: 
აშშ, ავსტრია, ბელგია, ბულგარეთი, ჩეხეთი, კვიპროსი, ხორვატია, დანია, ფინეთი, საფრანგეთი, გერმანია, უნგრეთი, ირლანდია, იტალია, ლუქსემბურგი, მალტა, ნიდერლანდები, ნორვეგია, პორტუგალია, რუმინეთი, სლოვაკეთი, სლოვენია, ესპანეთი, შვედეთი, შვეიცარია, გაერთიანებული სამეფო.
 

რამდენჯერ შემიძლია ფასდაკლებით სარგებლობა?

ფასდაკლებით სარგებლობა შეგიძლია იმდენჯერ, რამდენჯერაც გაგზავნი ფულად გზავნილს რიას სისტემით 15 ივლისდან 15 ოქტომბრამდე

ჩაერთეთ კვლევაში
თქვენი მონაწილეობა დაგვეხმარება Bankofgeorgia.ge-ის გაუმჯობესებაში.
ჩაერთეთ კვლევაში