საბავშვო ანაბრის გახსნა შესაძლებელია ბავშვის სრულწლოვანებამდე, მაქსიმუმ 18 წლით.
საბავშვო ანაბრის კალკულატორი
გადმოწერე მობილბანკი
ხშირად დასმული კითხვები
მაქსიმუმ რა ვადით შემიძლია საბავშვო ანაბრის გახსნა?
რომელ ვალუტაში შემიძლია საბავშვო ანაბრის გახსნა?
ანაბრის გახსნა შესაძლებელია ლარში, დოლარში, ევროსა და ფუნტში
აუცილებელია არის თუ არა თანხის შეტანა ყოველთვიურად?
თანხის დამატება შეგიძლია შენი სურვილის მიხედვით, ყოველთვიურად დამატება არ არის სავალდებულო.
აქვს თუ არა ანაბარს საკომისიო?
საბავშვო ანაბარს მომსახურების საკომისიო არ აქვს.
როგორ შემიძლია ანაბრის დარღვევა?
ანაბრის დარღვევა შესაძლებელია ფილიალიდან ორივე მშობლის თანხმობის საფუძველზე. თუ მხოლოდ ერთი მშობელია ადგილზე, საჭირო იქნება მეორე მშობლის ნოტარიალურად დამოწმებული თანხმობა
რა ხდება ანაბრის ვადის გასვლის შემთხვევაში?
ანაბრის ვადის გასვლის შემდეგ ანაბარის თანხა გადადის ანაბრის მომსახურე ანგარიშზე და შესაძლებელია მისი გამოყენება.
შესაძლებელია, რომ ანაბრის თანხიდან დაიფაროს სესხის დავალიანება?
დავალიანების დაფარვა შესაძლებელია ანაბრის ვადის გასვლის შემდეგ.
შვილის მომავლის დაგეგმვა | საბავშვო ანაბარი
გამოიყენე საბავშვო ანაბრის კალკულატორი და წინასწარ გამოთვალე, რა თანხას მიიღებს შენი შვილი სრულწლოვანებისას
საბავშვო ანაბარი საუკეთესო გზაა, რომ დღესვე დაიწყო ზრუნვა შენი შვილის მომავალზე. ბავშვის პირველი ანაბარი აძლევს მშობელს შესაძლებლობას, შეინახოს და დააგროვოს თანხა მის სრულწლოვანებამდე. როცა შვილი 18 წლის გახდება, ანაბარზე დაგროვილი თანხა მთლიანად მის ხელში აღმოჩნდება
საბავშვო ანაბარი შესაძლებლობას გაძლევს, რომ შენახული ფული არა მხოლოდ დაცული იყოს, არამედ მომგებიანიც. მინიმალური თანხა სულ რაღაც 10 ლარია, რაც ნიშნავს, რომ დანაზოგის შექმნა ყველასთვის ხელმისაწვდომია. შეგიძლია თანხა დაამატო შეუზღუდავად, რეგულარულად ან მაშინ, როცა შენთვის მოსახერხებელია
საბავშვო ანაბრის უპირატესობები
- ანაბარი გაიხსნება სულ მცირე 10 ლარიდან
- თანხის დამატება შესაძლებელია შეუზღუდავად
- სარგებელი ირიცხება ანაბრის ვადის ბოლოს
- შვილი იღებს მთელ თანხას, როცა 18 წლის გახდება
- საბავშვო ანაბრის გახსნა შესაძლებელია მობილბანკით ან საქართველოს ბანკის ფილიალებიდან
საბავშვო ანაბრის კალკულატორი
თუ გსურს წინასწარ იცოდე, რა თანხას მიიღებს შენი შვილი სრულწლოვანებისას, შეგიძლია გამოიყენო საბავშვო ანაბრის კალკულატორი. კალკულატორში შეიყვანე საწყისი თანხა, აირჩიე ვადა, ყოველთვიური დანამატი და მიიღებ ზუსტ შედეგს
საუკეთესო ანაბარი ბავშვისთვის
ბავშვის ფინანსური უსაფრთხოება მნიშვნელოვანია ყველა მშობლისთვის. სწორედ ამიტომ საბავშვო ანაბარი ხშირად მოიხსენიებენ, როგორც საუკეთესო ანაბარი, რადგან ის აერთიანებს:
- უსაფრთხოებას
- მაღალპროცენტიან სარგებელს
- მოქნილ პირობებს
- ბავშვის მომავლის უზრუნველყოფას
დამატებითი სერვისები
საქართველოს ბანკი გთავაზობს დამატებით პროდუქტებს, რომლებიც ხელს უწყობს ანაბრის უფრო სწრაფ დაგროვებას:
- ავტომატური გადარიცხვა – ჩართე სერვისი და თანხა ყოველთვე ავტომატურად დაემატება ანაბარს
- ყულაბა – ყოველი ბარათით გადახდისას მცირე თანხა ავტომატურად გადაირიცხება ანაბარზე
და მაინც, რატომ საბავშვო ანაბარი?
საბავშვო ანაბარი ბავშვის ფინანსური საფუძველია. შენ შეგიძლია დაიწყო მცირე თანხით, მაგრამ საბოლოოდ ანაბარი იქცევა მნიშვნელოვან რესურსად, რომელიც დაეხმარება შვილს სწავლის, მოგზაურობის ან ახალი გზის დაწყებაში