ხშირად დასმული კითხვები
როგორ გავიაქტიურო ავტომატური მომსახურება?
რა ღირს ავტომატური მომსახურება?
რა პერიოდულობით შემიძლია მივცე ბანკს გადარიცხვის დავალება?
ავტომატური გადახდის გააქტიურებისას, აუცილებელია, რომ წინასწარ განსაზღვრული, კონკრეტული თანხა დავაფიქსირო?
როგორ გიმარტივებს ცხოვრებას ავტომატური მომსახურება?
გადასახადები და გადარიცხვები ავტომატურად შესრულდება. შენ ირჩევ თანხას და პერიოდულობას, დანარჩენი ბანკმა იცის.
თანამედროვე ცხოვრების ტემპი ხშირად ძალიან დატვირთულია – შესაძლოა, სამსახურის საქმეების, პირადი შეხვედრების ან, თუნდაც, ოჯახური პასუხისმგებლობების ფონზე არ გქონდეს დრო, რომ ყურადღება მიაქციო შენს რუტინულ, ყოველთვიურ გადასახადებსა და გადარიცხვებს
სწორედ ამიტომ საქართველოს ბანკში შევქმენით ინოვაციური ფუნქციონალი – ავტომატური მომსახურება, რაც ყოველდღიურობას გიმარტივებს და შენ ნაცვლად ასრულებს სხვადასხვა ტრანზაქციას
რა არის ავტომატური მომსახურება და როგორ მუშაობს?
პირველ რიგში, განვიხილოთ ავტომატური გადახდების სპეციფიკა – თუ გინდა, ბანკმა შენ მიერ მითითებულ დროს და პერიოდულობით დაგიფაროს კომუნალური, ინტერნეტის, ტელევიზიისა თუ სხვა გადასახადები, გაიაქტიურე ავტომატური გადახდების სერვისი. პროცესი ძალიან მარტივია, შენ აძლევ დავალებას ბანკს და 2 არჩევანი გაქვს:
- უთითებ, რომ სრულად დაიფაროს დავალიანება, როგორც კი დაფიქსირდება შენს აბონენტის ნომერზე ან
- უთითებ თანხის ოდენობას, რამდენიც გინდა, რომ დაიფაროს
რაც შეეხება ავტომატურ გადარიცხვებს, ამ შემთხვევაშიც უნდა მისცე ბანკს დავალება და ტრანზაქცია თავისით შესრულდება. მაგალითად, თუ იხდი ქირას, შენ უთითებ მიმღებს, კონკრეტულ რიცხვს, თანხას, პერიოდულობას და ბანკი ამ მონაცემების მიხედვით ავტომატურად ასრულებს დავალებას. ავტომატური გადარიცხვების პერიოდულობაც სხვადასხვაა, შეგიძლია აირჩიო – ერთჯერადი, ყოველდღიური, კვირაში ერთხელ, თვეში ერთხელ, სამ თვეში ერთხელ, ექვს თვეში ერთხელ, წელიწადში ერთხელ
მიუხედავად იმისა, რომ ტრანზაქციები ავტომატურად სრულდება, მათზე კონტროლს მაინც არასდროს კარგავ და 24/7 შეგიძლია ადევნო თვალი უკვე შესრულებულ ან მომავალ დავალებებს მობილბანკში. ანუ ნახავ ყველა აქტიური დავალების სიას, სურვილის შემთხვევაში შეაჩერებ ნებისმიერ დავალებას, შეცვლი დავალების პირობებს – თანხას, თარიღს ან პერიოდულობას, სრულად წაშლი დავალებას, თუ ის აქტუალური აღარ არის და ა.შ.
ამ ყველაფრის გათვალისწინებით, შეგვიძლია ავტომატური მომსახურების უპირატესობები 4 ძირითად ნაწილად დავყოთ
- იმარტივებ ყოველდღიურობას, ხარ მშვიდად, რადგან იცი, რომ რუტინული გადასახადები / გადარიცხვები არ გამოგეპარება
- გადარიცხვის მომენტში თუ ანგარიშზე თანხა არ გექნება, ბანკი განმეორებით ისევ ცდის ამ დავალების შესრულებას
- იყენებ ავტომატურ მომსახურებას უფასოდ, თუ ანგარიშთა პაკეტი გაქვს ან იხდი თვეში მხოლოდ 1 ლარს
- მეტი კომფორტის შესაქმნელად შეგიძლია აირჩიო როგორც კონკრეტული თანხა, ასევე ანგარიშზე არსებული ნაშთის გარკვეული პროცენტი, რამდენიც გინდა, რომ მიმღებთან გადაირიცხოს ხოლმე
საბოლოოდ, ავტომატური მომსახურება მნიშვნელოვანი ფუნქციონალია, რომელიც გითავისუფლებს დროს, გიზოგავს ძალისხმევას, გეხმარება ფინანსური დისციპლინის ჩამოყალიბებაში და გიცავს არასასიამოვნო შეცდომებისგან