მისამართები
ვალუტის კურსი

ეგრევე ჩაირიცხება 24/7

გადმოიტანე თანხა მობილბანკით შენს ანგარიშზე ნებისმიერ დროს ნებისმიერი ბანკიდან, გადარიცხე მობილურის ნომრით სხვა ბანკში ან მოითხოვე თანხა ბმულით და ეგრევე ჩაირიცხება
თუ სხვა ბანკიდან გადმოგაქვს შენს ანგარიშზე თანხა, 24/7 ეგრევე აგესახება
თუ სხვა ბანკში რიცხავ თანხას მობილურის ნომრით, ამ შემთხვევაშიც მიმღები ფულს ბარათზე ეგრევე დაისვამს
თუ სხვა ბანკიდან გირიცხავენ თანხას შენს ანგარიშზე , 24/7 ეგრევე აგესახება
მობილბანკიდან უკვე შეგიძლია მარტივად და სწრაფად 24/7

თანხის შეტანა საკუთარ ანგარიშზე სხვა ბანკის ბარათიდან

იმისთვის რომ ნებისმიერ დროს ნებისმიერი ბანკიდან გადმოიტანო თანხა საქართველოს ბანკის ანგარიშზე და ეგრევე აგესახოს
შედი მობილბანკში და აირჩიე თანხის შეტანა
დაეთანხმე ან შეცვალე ანგარიში, რომლის შევსებაც გინდა და შეიყვანე თანხა
გადახვალ ახალ გვერდზე, სადაც უნდა აკრიფო იმ ბანკის ბარათის მონაცემები, საიდანაც რიცხავ თანხას
თანხა უკვე შენს ანგარიშზეა

მობილურის ნომრით სხვა ბანკში გადარიცხვა

იმისთვის რომ სხვას გადაურიცხო თანხა ნებისმიერ ბანკში და 24/7 ეგრევე ჩაერიცხოს
შედი მობილბანკში და აირჩიე სხვა ბანკში გადარიცხვა მობილურის ნომრით
ჩაწერე მობილურის ნომერი ან აირჩიე კონტაქტებიდან
დაეთანხმე ან შეცვალე ბარათი, საიდანაც რიცხავ და შეიყვანე თანხა
გადარიცხვის ბმული გაგზავნილია – მიმღები ხსნის ამ ბმულს SMS-ით, შეჰყავს ბარათის მონაცემები და ეგრევე ისვამს თანხას ბარათზე

ბმულით თანხის მოთხოვნა

იმისთვის რომ ნებისმიერ დროს ნებისმიერი ბანკიდან გადმოგირიცხონ თანხა საქართველოს ბანკის ანგარიშზე და ეგრევე აგესახოს
შედი მობილბანკში და აირჩიე თანხის მოთხოვნა
აირჩიე ბმულით თანხის მოთხოვნა
დაეთანხმე ან შეცვალე ანგარიში, რომლის შევსებაც გინდა და შეურჩიე შენს ბმულს სახელი
გაუზიარე ბმული ადრესატს – მიმღები ხსნის ამ ბმულს, შეჰყავს ბარათის მონაცემები და ეგრევე გირიცხავს თანხას ბარათზე
გადმოტვირთე მობაილ ბანკი, ჩაიწერე მობაილ ბანკი, სრული საბანკო მომსახურება, gadmowera mobile bankis

გადმოწერე მობილბანკი შენს მობილურში

მიიღე სრული საბანკო მომსახურება შენს მობილურში. თუ არ გაქვს ჩვენი ანგარიში, გახდი ბანკის მომხმარებელი ონლაინ
გადმოწერა

ხშირად დასმული კითხვები

რა არის საჭირო თანხის სხვა ბანკში გადასარიცხად ისე, რომ ეგრევე აისახოს?

გადარიცხვა შესაძლებელია მარტივად – მხოლოდ მობილურის ნომრით

რა დროს შეგიძლია თანხის გადმოტანა საკუთარ ანგარიშზე ან გადარიცხვა სხვა ბანკში?

ნებისმიერ დროს, 24/7 გადმოიტან თანხას შენს ანგარიშზე ან გადარიცხავ სხვა ბანკის ბარათზე მობილურის ნომრით და ორივე შემთხვევაში ეგრევე ჩაირიცხება

მობილურის ნომრით გადარიცხვისას თანხა სხვა ბანკში მომენტალურად აისახება?

კი, თანხა ეგრევე დაჯდება. ამისთვის მიმღებმა უნდა გახსნას SMS-ით მიღებული ბმული და შეიყვანოს იმ ბარათის მონაცემები, სადაც უნდა, რომ დაისვას თანხა,
თან, იმ შემთხვევაში, თუ ბარათი ფავორიტებში აქვს დამატებული, თანხა ბმულზე გადასვლის გარეშე, ანუ პირდაპირ, ჩაერიცხება ბარათზე
 

რამდენია საკომისიო?

თანხის სხვა ბანკში მობილურის ნომრით გადარიცხვის და შენს ანგარიშზე გადმოტანის საკომისიო არის ფიქსირებული 1 ₾

რამდენი ხნით არის აქტიური მიმღებისთვის გაზიარებული ბმული?

1 საათის განმავლობაში

თანხის ბარათზე ჩარიცხვისას რა უნდა გაითვალისწინოს მიმღებმა?

უნდა დარწმუნდეს, რომ SMS შეტყობინება მიიღო 4444-დან და ბმულის მისამართია egreve.bog.ge

შესაძლებელია თუ არა უცხოურ ნომერზე თანხის ჩარიცხვა?

არა, თანხის გადარიცხვა მხოლოდ ქართულ ნომრებზე შეგიძლია 

შესაძლებელია თუ არა, რომ თანხა არ მოხვდეს ადრესატთან?

არა. მთავარია გადაამოწმო, რომ ნომერი აქტიურია და სწორად გაქვს მითითებული

სხვა ბანკის ბარათიდან თანხის გადმოტანისას რა მონაცემების მითითებაა საჭირო?

მიუთითე ბარათის 16-ნიშნა ნომერი, მოქმედების ვადა და CVV კოდი

რამდენად უსაფრთხოა ბარათის მონაცემების მითითება?

ბარათის მონაცემების მითითება სრულიად უსაფრთხოა

რა ლიმიტები ვრცელდება თანხის სხვა ბანკში გადარიცხვისას და სხვა ბანკიდან გადმოტანისას?

სხვა ბანკში მობილურის ნომრით გადარიცხვისას - დღეში 10 ტრანზაქცია – მაქსიმუმ
8 000 ლარი. თვეში 40 ტრანზაქცია – 35 000 ლარი
 
მობილბანკით თანხის სხვა ბანკიდან გადმოტანის შემთხვევაში საქართველოს ბანკს არ აქვს დაწესებული ლიმიტი და დამოკიდებულია ბარათის გამომშვებ ბანკზე

თანხის გადარიცხვა | ნებისმიერი ბანკიდან ეგრევე

თანხის მომენტალური გადარიცხვა მობილბანკით 24/7

ციფრულ ეპოქაში ფულის გადარიცხვა რუტინული ტრანზაქციაა, რომელიც მაქსიმალურ სისწრაფესა და სიმარტივეს მოითხოვს. სწორედ ამიტომ საქართველოს ბანკის მობილბანკი გთავაზობს გადარიცხვის თანამედროვე და მოქნილ სერვისებს, რომლებიც სრულად არის მორგებული შენს საჭიროებებს. შეასრულე ნებისმიერი ფინანსური ტრანზაქცია, იქნება ეს სწრაფი გადარიცხვა, ანგარიშის შევსება თუ თანხის მოთხოვნა ნებისმიერ დროს, 24/7

გადარიცხვის სერვისები ერთ სივრცეში

ჩვენი მიზანია, თანხის გადარიცხვა იყოს მარტივი და ყველასთვის ხელმისაწვდომი პროცესი. მობილბანკი აერთიანებს რამდენიმე უმნიშვნელოვანეს ფუნქციას, რომლებიც ტრანზაქციებს მნიშვნელოვნად ამარტივებს და ზოგავს შენს დროს. აღმოაჩინე ეგრევე  გადარიცხვის შესაძლებლობები, რომლებიც მუშაობს არასამუშაო საათებშიც კი

თანხის შეტანა საკუთარ ანგარიშზე

თუ გსურს, შენს ანგარიშზე თანხის შეტანა სხვა ბანკის ბარათიდან, ამისთვის ბანკომატის ძებნა საჭირო აღარ არის. მობილბანკის საშუალებით შენ შეგიძლია მომენტალურად შეავსო საკუთარი ანგარიში ნებისმიერი ქართული ბანკის ბარათიდან. ეს არის კომფორტული გზა, მიიღო თანხა საკუთარ ანგარიშზე ეგრევე, დამატებითი ძალისხმევის გარეშე

გადარიცხვა სხვა ბანკში მობილურის ნომრით

დაივიწყე გრძელი და რთული ანგარიშის ნომრები. მობილბანკით შესაძლებელია თანხის გადარიცხვა სხვა ბანკში მხოლოდ მობილურის ნომრის გამოყენებით. ეს ფუნქცია უზრუნველყოფს, რომ შენ მიერ გაგზავნილი თანხა მიმღების ანგარიშზე მომენტალურად აისახოს. პროცესი არის სრულიად უსაფრთხო და გამჭვირვალე, რაც მას იდეალურს ხდის ყოველდღიური ტრანზაქციებისთვის

თანხის მოთხოვნა ბმულით

თუ ვინმესგან თანხის მიღება გჭირდება, აღარ არის აუცილებელი, შენი ანგარიშის რეკვიზიტები უკარნახო. მობილბანკში შეგიძლია შექმნა უნიკალური ბმული, რომელსაც მიმღებს გაუგზავნი. ის შეძლებს ნებისმიერი ბანკის ბარათით მარტივად გადმორიცხოს შენთვის განკუთვნილი თანხა, რომელიც შენს ანგარიშზე ეგრევე აისახება. ეს არის თანხის მიღების თანამედროვე და მოხერხებული მეთოდი

გადარიცხვის დამატებითი შესაძლებლობები

სტანდარტული ტრანზაქციების გარდა, მობილბანკი გთავაზობს სხვადასხვა ტიპის გადარიცხვებს. შენ შეგიძლია შეასრულო კლასიკური P2P გადარიცხვა, ანუ ბარათიდან ბარათზე თანხის გადატანა, ან ისარგებლო პირადი ნომრით გადარიცხვის ფუნქციით. თითოეული ტრანზაქცია შექმნილია შენი კომფორტისთვის

რაც შეეხება საერთაშორისო ტრანზაქციებს, მობილბანკი ამ პროცესსაც ამარტივებს. თუ გაინტერესებს, მაგალითად, დოლარის გადარიცხვა, შეგიძლია ისარგებლო სპეციალური პირობებით. დეტალური ინფორმაცია გადარიცხვის საკომისიოსა და ბანკიდან ბანკში გადარიცხვის დროის შესახებ ხელმისაწვდომია ჩვენს ციფრულ არხებში. თუმცა ეგრევე გადარიცხვის სერვისი უზრუნველყოფს, რომ ტრანზაქციების უმეტესობა წამებში შესრულდეს

ყველა ზემოთ ჩამოთვლილი სერვისი ხელმისაწვდომია საქართველოს ბანკის მობილბანკში. გადმოწერე აპლიკაცია, გაიარე მარტივი ავტორიზაცია და დაიწყე შენი ფინანსების მართვა მარტივად, სწრაფად და უსაფრთხოდ

მაჩვენე მეტი მაჩვენე ნაკლები
ჩაერთეთ კვლევაში
თქვენი მონაწილეობა დაგვეხმარება Bankofgeorgia.ge-ის გაუმჯობესებაში.
ჩაერთეთ კვლევაში