მისამართები
ვალუტის კურსი

American Express Gold

ყოველდღიურობისთვის შექმნილი საკრედიტო ბარათია, რომელიც მთელი მსოფლიოს მასშტაბით აქტიურად გამოიყენება.

ისარგებლე საკრედიტო ლიმიტით და გამოიყენე American Express Gold-ის უპირატესობები.
უპირატესობები ბარათის გარეშე ვერ ისარგებლებ

სწორად გამოყენება

American Express Gold ბარათის საკრედიტო ლიმიტით უპროცენტოდ რომ ისარგებლო, რა თანხასაც ყოველთვიურად დახარჯავ, ზუსტად იმდენი უნდა შემოიტანო კონკრეტულ თარიღში (ეფექტური ლარში 23.8%-დან). მობილბანკში AmEx-ის სივრცეში ყველაზე მარტივად შეამოწმებ დასაფარი თანხის მოცულობებს და თარიღებს.
გამოიყენე საკრედიტო ლიმიტი გახარჯე თანხა შენი სურვილის მიხედვით და თვის კონკრეტულ დღეს (დაანგარიშების თარიღში) გეტყვით, რამდენი გექნება შემოსატანი
შემოიტანე 25 დღემდე ვადაში დაანგარიშების თარიღიდან 25 დღის განმავლობაში შეგიძლია მთლიანად შემოიტანო წინა პერიოდში დახარჯული თანხა ან დაფარო მინიმალური გადასახადი.
ისარგებლე უპროცენტოდ* თუ დაანგარიშების თარიღიდან 25 დღის განმავლობაში, მთლიანად შემოიტან ათვისებულ ლიმიტს, გახარჯულ თანხაზე პროცენტი არ დაგერიცხება და AmEx-ით უპროცენტოდ ისარგებლებ (ეფექტური ლარში 23.8%-დან).
დაფარე მინიმალური გადასახადი თუ ასათვისებელი ლიმიტის შემოტანას მთლიანად ვერ შეძლებ, შეგიძლია მინიმალური გადასახადი დაფარო, რომლის მოცულობასაც ასევე დაანგარიშების თარიღში გეტყვით

სამოგზაურო დაზღვევა

ბარათის გარეშე ვერ ისარგებლებ
 
გამოიყენე AmEx-ის სამოგზაურო დაზღვევა მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში მოგზაურობისას
დაზღვევა ავტომატურად გააქტიურდება შენი ბარათის მოქმედების ვადით
სადაზღვევო პოლისს ჩამოტვირთავ შენი მობილბანკიდან
სამოგზაურო დაზღვევა მოიცავს: გადაუდებელ სამედიცინო ხარჯებს, ბარგის დაგვიანებას, მოგზაურობის გაუქმებას, ვადაზე ადრე შეწყვეტას და სხვას

შეთავაზებები

ბარათის პირობები

მოქმედების ვადა
4 წელი
ვალუტა
ლარი, დოლარი, ევრო
საკრედიტო ლიმიტი
3600 ₾-დან 20 000 ₾-მდე
იპოთეკური სესხის სარგებლობის შემთხვევაში American Express Gold ბარათის წლიურ საკომისიოს არ იხდი. ეფექტური ლარში: 17.3%-დან
ბარათის ღირებულება - 180 ₾ საკომისიო ჩამოიჭრება წლიურად (15 ₾/ყოველთვიურად)
ფასდაკლება წლიურ საკომისიოზე ლოიალურობის პროგრამის ფარგლებში
Bronze– 10%
Silver – 25%
Gold – 50%

მობილბანკი

მართე საკრედიტო ბარათები მობილბანკით
დაასკანერე QR კოდი გადმოწერე მობილბანკი

ხშირად დასმული კითხვები

როგორ ავიღო ამერიკან ექსპრესი?

რა არის Gold ბარათიდან თანხის გატანის საკომისიო?

თანხის გატანის საკომისიო დამოკიდებულია არხზე, საიდანაც თანხა გამოგაქვთ. სტანდარტული ტარიფების სანახავად:
  • ბანკომატიდან - 3.9% მინიმუმ: 5.9 ლარი/ 3.9 აშშ დოლარი/ 2.9 ევრო
  • ფილიალებიდან - 5.9%, მინიმუმ 7.9ლარი/4.9 აშშ დოლარი/ 3.9 ევრო
 

რით აღემატება Gold ბარათი Green და Blue ბარათებს?

Gold ბარათით თქვენ აგროვებთ ყველაზე მეტ, 2 MR ქულას (Green – 1.5, Blue – 1),  გაქვთ ყველაზე მაღალი საკრედიტო ლიმიტი (3600-20,000₾) და დამატებითი პრემიუმ უპირატესობები.

სად ვნახო განახლებული amex შეთავაზებები?

რა ლიმიტი აქვს American Express Gold ბარათს?

American Express Gold ბარათის საკრედიტო ლიმიტი 3,600 ლარიდან 20,000 ლარამდეა.

American Express Gold: პრემიუმ ბარათი გაორმაგებული სარგებლისთვის

American Express Gold ბარათი პრემიუმ კლასის პროდუქტია, რომელიც გთავაზობთ ყველაზე მაღალ სარგებელს. დააგროვეთ 2 MR ქულა ყოველ დახარჯულ ლარზე, ისარგებლეთ მაღალი საკრედიტო ლიმიტით, უფასო სამოგზაურო დაზღვევითა და ექსკლუზიური შეთავაზებებით. ბარათის შეკვეთა შეგიძლიათ მარტივად, ონლაინ.

American Express Gold: მაქსიმალური სარგებელი, ექსკლუზიური უპირატესობები

American Express Gold Card არ არის უბრალოდ საკრედიტო ბარათი - ეს არის სტატუსი და გასაღები ექსკლუზიური უპირატესობების სამყაროში. შექმნილია მათთვის, ვისაც სურს, მაქსიმუმი მიიღოს ყოველი ფინანსური ოპერაციიდან. საქართველოს ბანკის Gold Amex ბარათი გთავაზობთ ყველაზე მაღალ სარგებელს, გაორმაგებულ MR ქულებს და პრემიუმ მომსახურებას, რომელიც თქვენს ცხოვრების სტილს იდეალურად ერგება.

რატომ არის Amex Gold Card საუკეთესო არჩევანი?

Amex Gold, იგივე გოლდ ბარათი, American Express-ის ბარათებს შორის ფლაგმანია. ის მომხმარებელს სთავაზობს უპირატესობების უნიკალურ კომბინაციას, რაც მას საუკეთესო ფინანსურ პარტნიორად აქცევს:

დააგროვე რეკორდული MR ქულები: 1₾ = 150 MR

American Express Gold Card-ის მთავარი უპირატესობა ქულების დაგროვების გაორმაგებული სისტემაა. ეს ნიშნავს, რომ თქვენი ყოველდღიური ხარჯები ორმაგად სარგებლიანი ხდება.

როგორ მუშაობს ქულების დაგროვების სისტემა?

ყოველ ჯერზე, როდესაც შენაძენს Amex Gold ბარათით იხდით, თქვენს ანგარიშზე ავტომატურად გროვდება MR ქულები. ყოველი დახარჯული 1 ლარი 2 MR ქულას ნიშნავს. ეს ყველაზე მაღალი მაჩვენებელია, რაც საშუალებას გაძლევთ, ყველაზე სწრაფად დააგროვოთ ქულები და აქციოთ ისინი რეალურ სარგებლად.

სად გამოიყენო დაგროვებული ქულები? - ამერიკან ექსპრესის კატალოგი

დაგროვებული MR ქულების დახარჯვა შეგიძლიათ Amex-ის შეთავაზებების კატალოგში წარმოდგენილ პარტნიორ ობიექტებში. გადაიხადეთ კაფეში, შეიძინეთ ტექნიკა, ტანსაცმელი თუ საწვავი დაგროვებული ქულებით და მიიღეთ დამატებითი ფინანსური სარგებელი.

როგორ შეუკვეთო საკრედიტო ბარათი ონლაინ მარტივად?

საქართველოს ბანკი გთავაზობთ American Express Gold ბარათის შეკვეთის უსწრაფეს და კომფორტულ გზას. შეგიძლიათ, შეუკვეთოთ საკრედიტო ბარათი ონლაინ, ფილიალში მისვლის გარეშე. განსაკუთრებით მარტივია შეკვეთა მობილბანკიდან, სადაც რამდენიმე ღილაკზე დაჭერით შეძლებთ, გახდეთ პრემიუმ ბარათის მფლობელი. ასევე, შეკვეთა შესაძლებელია ინტერნეტბანკიდანაც.

 

მაჩვენე მეტი მაჩვენე ნაკლები
ჩაერთეთ კვლევაში
თქვენი მონაწილეობა დაგვეხმარება Bankofgeorgia.ge-ის გაუმჯობესებაში.
ჩაერთეთ კვლევაში
დაგვიტოვე ნომერი და მიიღე განსაკუთრებული შეთავაზებები თუ ჯერ არ ხარ საქართველოს ბანკის მომხმარებელი, ან არ იყენებ ბანკის ციფრულ არხებს, მიიღებ სპეციალურად შენთვის შექმნილ შეთავაზებას.
შენი მობილურის ნომერი