მისამართები
ვალუტის კურსი

PLUS შეთავაზებით ისარგებლებ აქ:

ფილტრები
კატეგორია
სარემონტო მასალები
მოგზაურობა
სხვა
ავტომობილები
SOLO ბუტიკი
საკვები & სასმელი
სათამაშოები
ტექნიკა
აქსესუარები
სახლის ავეჯი/აქსესუარები
თავის მოვლა
წიგნები/საკანცელარიო
ტანსაცმელი/ფეხსაცმელი
როგორ იშოპინგებ
მაღაზიაში
ონლაინ
...

PLUS-ის დაბადების დღე – 50% ფასდაკლება ქულებით გადახდისას

5 ივლისი წლის საუკეთესო დღეა შოპინგისთვის, რადგან მხოლოდ ამ დღეს პარტნიორ მაღაზიებში PLUS ქულებით გადახდისას 50%-იანი ფასდაკლებით ისარგებლებ ‒ ანუ რაც აქამდე დააგროვე, გაგიორმაგდება!

PLUS დაბადების დღე ამიტომ ბევრისთვის საზეიმო განწყობასა და დიდ შენაძენებთან ასოცირდება. და ეს ასეც არის ‒ პლუს ქულების დაბადების დღე შენი შესაძლებლობაა, იყიდო ყველაფერი ზუსტად ნახევარ ფასად

რა არის PLUS-ის დაბადების დღე

PLUS-ი ყოველი წლის 5 ივლისს იუბილეს აღნიშნავს და საკუთარ მომხმარებლებს, სწორედ ამ მნიშვნელოვან თარიღთან დაკავშირებით, ერთდღიან გრანდიოზულ აქციას სთავაზობს

ჩვენი ლოიალობის პროგრამის ყველა მონაწილეს ეძლევა უნიკალური შესაძლებლობა, დახარჯოს დაგროვილი PLUS ქულები გაორმაგებული ღირებულებით. მაგალითად, თუ ჩვეულებრივ 400 PLUS ქულა 1 ლარის ეკვივალენტია, 5 ივლისს 200 PLUS ქულა იქნება 1 ლარი. ამიტომ პლიუს ქულების გაორმაგება შოპინგს ორმაგად სასიამოვნოს ხდის

plus ქულების დაბადების დღე 2026 დიდ სიურპრიზებს გიმზადებს

როგორ ისარგებლო შეთავაზებით

თუ შენ ფიზიკურ მაღაზიაში იხდი, პროცესი ძალიან მარტივია – დაადე ტერმინალს საქართველოს ბანკის ნებისმიერი სადებეტო ბარათი და გააფრთხილე მოლარე, რომ იხდი PLUS ქულებით

ონლაინშოპინგისას კი აირჩიე საქართველოს ბანკის გადახდის მეთოდი, შეიყვანე შენი ბარათის მონაცემები და შემდეგ დააჭირე PLUS ქულებით გადახდას. უბრალოდ გაითვალისწინე, რომ ონლაინშოპინგის დროს ნივთის სრული ღირებულება PLUS ქულებით უნდა დაფარო, ფიზიკურ მაღაზიაში კი შეგიძლია თანხის ნაწილი ქულებით, ნაწილი კი – ბარათით ან ნაღდი ფულით გადაიხადო

სად ისარგებლებ შეთავაზებით – ვინ არიან plus პარტნიორები

ჩვენი პლუს პარტნიორები ყველაზე ფართო ქსელია, რომელიც მოიცავს ასობით კომპანიას სხვადასხვა კატეგორიიდან. იქნება ეს – ტანსაცმელი, ფეხსაცმელი, ტექნიკა, აქსესუარები, თავის მოვლა, წიგნები, საკვები, სასმელი, მოგზაურობა თუ სხვ. plus ქულების პარტნიორები არიან ისეთი ცნობილი ბრენდები, როგორებიცაა ‒ Zara, Massimo Dutti, Bershka, Stradivarius, Adidas, Nike, Zoommer, Alta და სხვა. სრული სიის სანახავად კი  ნახე პლუს ქულები კატალოგი

როგორ დააგროვო და შეამოწმო PLUS ქულები

PLUS ქულების დაგროვება ძალიან მარტივია – შენ იღებ ქულებს საქართველოს ბანკის ბარათით გადახდისას, ყოველ 1 ლარზე. თუ გინდა კიდევ უფრო მეტი ქულა დააგროვო და ჯერ არ გაქვს PLUS ბარათი, აიღე მარტივად მობილბანკში. რომ იცოდე, უკვე დაგროვილი ქულების გადამოწმებაც წამებში შეგიძლია მობილბანკიდან ან შედი ინტერნეტბანკში

PLUS ქულების სწრაფად დაგროვების კიდევ ერთი შესაძლებლობა American Express ბარათია. უფრო ზუსტად, AmEx-ით MR ქულები გიგროვდება, რომლებსაც როგორც ფულს, ისე იყენებ. თუმცა MR-ების გადაცვლა PLUS-ებზეც შეგიძლია და 1 MR = 3 PLUS-ს

დამატებითი შესაძლებლობები

პლუს დაბადების დღე ჩვენი ლოიალობის პროგრამის მთავარი მოვლენაა, თუმცა მუდმივად გთავაზობთ სხვა უპირატესობებსაც. მაგალითად, თუ დაფინანსება გჭირდება, გაეცანი ჩვენი სესხების გვერდს ან გახსენი ანაბარი და დაიწყე თანხის დაგროვება. თუ რამის ყიდვას აპირებ, ამაშინ ჩვენი განვადებაც დაგეხმარება

მოემზადე წლის საუკეთესო შოპინგისთვის – 5 ივლისი პლიუს ქულები გაორმაგებულ სარგებელს მოგიტანს

ახლა უკვე იცი, როდის ორმაგდება პლუს ქულები. ამიტომ არ გამოტოვო შანსი, შენი შოპინგით მაქსიმალურად ისიამოვნო

მაჩვენე მეტი მაჩვენე ნაკლები
ჩაერთეთ კვლევაში
თქვენი მონაწილეობა დაგვეხმარება Bankofgeorgia.ge-ის გაუმჯობესებაში.
ჩაერთეთ კვლევაში