პლასტიკური და ციფრული ბარათის შეკვეთა შეგიძლია ჩვენი ვებგვერდიდან მხოლოდ პირადი ნომრით, ასევე ინტერნეტ და მობილბანკიდან და ჩვენი ნებისმიერი ფილიალიდან
ბარათები
სადებეტო ბარათები
საკრედიტო ბარათები
შეუკვეთე ბარათი მობილბანკში
ხშირად დასმული კითხვები
როგორ შევუკვეთო ბარათი?
თუ შესაძლებელია კურიერის მომსახურებით სარგებლობა?
დიახ, შესაძლებელია
შევძლებ ბარათის საზღვარგარეთ გამოყენებას?
დიახ, შეგიძლია ჩვენი ბარათები საზღვარგარეთ გამოიყენო.
შესაძლებელია ონლაინ ანგარიშსწორება?
ონლაინ ანგარიშსწორება ჩვენი ბარათებით შესაძლებელია.
შემიძლია ბარათით თანხა გავანაღდო ვალუტაში?
საქართველოს ბანკის ბანკომატებიდან თანხის განაღდება შეგიძლია დოლარსა და ევროში.
როგორ შევცვალო/აღვადგინო ბარათის პინ კოდი?
ბარათის პინ კოდის შეცვლა/აღდგენა შესაძლებელია საქართველოს ბანკის ბანკომატებით და მობილბანკიდან
რა არის CVV კოდი? სად ვნახო?
CVV კოდი უსაფრთხოების დამატებითი საფეხურია და ონლაინ გადახდების შესრულებისას თაღლითობისგან თავის დასაცავად გამოიყენება. კოდი განთავსებულია Visa/Mastrecard ბარათის უკან მხარეს და შედგება სამი ციფრისგან (CVV2), ხოლო Amex ბარათების შემთხვევაში ბარათის წინა მხარეს და შედგება 4 ციფრისგან
დამატება შესაძლებელია Tskapp ან Apple pay-ში?
დიახ, Apple Wallet-ში ნებისმიერი ტიპის ბარათის დამატება შეგიძლია. TSKAPP-ის აპლიკაციაში კი - Visa და Mastercard ბარათები.
რამდენად უსაფრთხოა ბარათით სარგებლობა?
ბარათით სარგებლობა უსაფრთხოა, მთავარია არავის გაანდო ბარათის მონაცემები - ნომერი, CVV კოდი და მოქმედების ვადა, რომ არ გახდე თაღლითობის მსხვერპლი.
ბარათის დაკარგვის შემთხვევაში, როგორ შევძლებ მის დაბლოკვას/განბლოკვას?
ბარათის დაბლოკვა/განბლოკვა შეგიძლია მობილბანკიდან ან მოგვწერე ჩათში. ასევე შეგიძლია დაგვიკავშირდე ნომერზე − (0 32) 2 444 444.
რამდენია განაღდების საკომისიო?
განაღდების საკომისო საქართველოს ბანკის ბანკომატებში სტანდარტულად არის 0,2%, მინ. 0.2 ლარი
ბარათის შესახებ
როგორ შეუკვეთო ბარათი?
თუ გინდა ბარათის შეკვეთა ონლაინ, გამოიყენე საქართველოს ბანკის ციფრული არხები. თან, შენზეა, როგორი ბანკის ბარათი გინდა – იქნება ეს პლასტიკური ან ნებისმიერი ციფრული ბარათი და ასე გადაიხდი ან გაანაღდებ ხოლმე თანხას ყველგან რა ტიპის ბარათების შეკვეთა შეგიძლია? ჩვენთან შეძლებ მოითხოვო ვიზა ბარათები, მასტერქარდი, მოსწავლის ბარათი, სტუდენტური, პლუსი თუ სხვ. რომ იცოდე, სულ 2 ტიპის ბარათი არსებობს – სადებეტო ბარათები და საკრედიტო ბარათები. სადებეტო ტიპის ბარათზე შენი პირადი თანხაა განთავსებული, საკრედიტო ბარათები კი იგივე სწრაფი სესხია, რომელსაც თუ დაგჭირდება, ნებისმიერ დროს გამოიყენებ
შეარჩიე შენს საჭიროებებზე მორგებული საბანკო ბარათი
სწორად შერჩეული საბანკო ბარათი ყოველდღიური ფინანსური ოპერაციების გამარტივებისა და დამატებითი სარგებლის მიღების შესაძლებლობას იძლევა. საქართველოს ბანკი მომხმარებლებს სთავაზობს სხვადასხვა ტიპის, მათ შორის სადებეტო და საკრედიტო ბარათებს, რომლებიც მორგებულია განსხვავებულ საჭიროებებსა და ცხოვრების სტილზე. ბარათის ასარჩევად, მნიშვნელოვანია, იცოდე მათ შორის ძირითადი განსხვავებები და თითოეულის უპირატესობები.
სადებეტო და საკრედიტო ბარათი - მთავარი განსხვავებები
ბარათის შერჩევის პროცესის გასამარტივებლად, პირველ რიგში, უნდა გააცნობიერო განსხვავება ამ ორ პროდუქტს შორის. მთავარი პრინციპი მარტივია: სადებეტო ბარათი შენს პირად საბანკო ანგარიშზე არსებულ თანხას იყენებს, ხოლო საკრედიტო ბარათი ბანკის მიერ გამოყოფილ საკრედიტო ლიმიტს.
- სადებეტო ბარათი: უკავშირდება შენს მიმდინარე ანგარიშს. მისი გამოყენებისას შენ ხარჯავ საკუთარ ფულს. ეს არის იდეალური ინსტრუმენტი ყოველდღიური ტრანზაქციებისთვის, როგორიცაა კომუნალური გადასახადები, პროდუქტების შეძენა ან თანხის განაღდება. ამ კატეგორიაში შედის სადებეტო ბარათები, მათ შორის სახელფასო, სტუდენტური და მოსწავლის ბარათები.
- საკრედიტო ბარათი: გაძლევს შესაძლებლობას, ისარგებლო ბანკის ფულით წინასწარ განსაზღვრული ლიმიტის ფარგლებში. ეს მოსახერხებელია გაუთვალისწინებელი ხარჯებისთვის, მსხვილი შენაძენებისთვის ან მოგზაურობისას. საკრედიტო ბარათები, როგორიცაა American Express, ხშირად დამატებით უპირატესობებსაც გთავაზობს, მათ შორის, საშეღავათო პერიოდს.
სასურველი ბარათის შერჩევის პროცესი
შენს ფინანსურ მიზნებსა და ჩვევებზე დაყრდნობით, შეგიძლია მარტივად გადაწყვიტო, რომელი ტიპის ბარათი გჭირდება. იქნება ეს ყოველდღიური ხარჯებისთვის განკუთვნილი ბარათი, თუ დამატებითი ფინანსური შესაძლებლობების ინსტრუმენტი.
სადებეტო ბარათები ყოველდღიური ფინანსებისთვის
თუ გსურს, მართო საკუთარი ანგარიში და აკონტროლო ხარჯები, სადებეტო ბარათი საუკეთესო არჩევანია. სტუდენტებისთვის არსებობს სპეციალური სტუდენტური ბარათი, რომელსაც დამატებითი შეღავათები აქვს, მაგალითად, საზოგადოებრივ ტრანსპორტში შეღავათიანი ტარიფი. ანალოგიურად, სკოლის ასაკის ბავშვებისთვის შექმნილია მოსწავლის ბარათი, რომელიც მორგებულია მათ საჭიროებებზე და ეხმარება მშობლებს, ასწავლონ შვილებს ფინანსების მართვა. ორივე ბარათის შეკვეთა შესაძლებელია ონლაინ, სახლიდან გაუსვლელად.
საკრედიტო ბარათები დამატებითი შესაძლებლობებისთვის
საკრედიტო ბარათი, როგორიცაა Visa, Mastercard ან American Express (Amex), გაძლევს ფინანსურ მოქნილობას. Amex ბარათები გამოირჩევა 55-დღიანი საშეღავათო პერიოდით, რაც ნიშნავს, რომ თუ დახარჯულ თანხას ამ ვადაში სრულად დაფარავ, პროცენტის გადახდა არ მოგიწევს. საკრედიტო ბარათის ონლაინ შეკვეთა მარტივია და რამდენიმე წუთი სჭირდება.
ლოიალობის პროგრამები: დააგროვე და დახარჯე ქულები
საქართველოს ბანკის ბარათებით სარგებლობისას შენ ერთვები ლოიალობის პროგრამებში და აგროვებ ქულებს, რომელთა გამოყენებაც შემდგომ პარტნიორ ობიექტებში შეგიძლია.
PLUS ქულები
PLUS ქულები საქართველოს ბანკის ლოიალობის პროგრამაა, რომელიც სადებეტო ბარათების მომხმარებლებისთვის არის განკუთვნილი. ქულები გროვდება ბანკის ტერმინალში ნებისმიერი გადახდისას. დაგროვილი plus ქულების რაოდენობისა და პარტნიორების სიის ნახვა შესაძლებელია ვებგვერდზე.
MR ქულები American Express ბარათებისთვის
American Express ბარათის მფლობელები აგროვებენ MR ქულებს. MR ქულების დაგროვება შესაძლებელია მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში გადახდისას. Amex Green და Amex Gold ბარათებს ქულების დაგროვების განსხვავებული პირობები აქვთ. დაგროვილი MR ქულების კატალოგის ნახვა და ქულების გადაცვლა შესაძლებელია მობილბანკში.
ბარათის მართვა და უსაფრთხოება
ბარათის უსაფრთხოება და მისი მარტივი მართვა მნიშვნელოვანია. მობილბანკის საშუალებით შეგიძლია სრულად აკონტროლო შენი ანგარიშები: შეამოწმო საკრედიტო ლიმიტის ნაშთი, შეცვალო ბარათზე პინ კოდი და განახორციელო სხვა ოპერაციები. პინ კოდის შეცვლა ასევე შესაძლებელია ბანკომატის საშუალებით.