Student Card-ის აღება შეუძლია ნებისმიერ მომხმარებელს, რომელიც არის 18-დან 23 წლამდე ან სწავლობს უმაღლეს აკრედიტირებულ სასწავლებელში.
ხშირად დასმული კითხვები
ვის შეუძლია Student Card-ის აღება?
როგორ შეუკვეთო Student Card-ი?
- Bankofgeorgia.ge-ზე
- მობილბანკით ‒ თუ უკვე ხარ ჩვენი მომხმარებელი
- ფილიალში
რა უპირატესობები აქვს Student Card-ს?
- გადაიხადო საზოგადოებრივ ტრანსპორტში შეღავათიანი ტარიფით
- დააგროვო PLUS ქულები და გადაცვალო საჩუქრებზე
- მიიღო ყველაზე დიდი ფასდაკლებები და ქეშბექები ყოველ პარასკევს
- ისარგებლო უამრავი შეთავაზებით
- მიიღო სრული საბანკო მომსახურება შენს მობილურში
ისარგებლებ თუ არა ტრანსპორტში იაფი ტარიფით?
კი, ისარგებლებ, თუ ხარ თბილისის, ბათუმის, რუსთავის ან ზუგდიდის აკრედიტირებული უნივერსიტეტის / პროფესიული კოლეჯის სტუდენტი
რა საბუთებია საჭირო ბარათის ასაღებად?
შეკვეთიდან რამდენ ხანში დამზადდება შენი ბარათი?
5 სამუშაო დღეში. დამზადებულ Student Card-თან დაკავშირებით მიიღებ SMS შეტყობინებას
არის თუ არა შესაძლებელი შეკვეთილი ბარათის სახლში მოტანა?
შესაძლებელია იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს ბანკის არსებული მომხმარებელი ხარ
შეკვეთის სტატუსი როგორ შეამოწმო?
როგორ მოიქცე ბარათის დაკარგვის შემთხვევაში?
როგორც კი აღმოაჩენ, რომ ბარათი დაკარგე, დაბლოკე მობილბანკიდან ან დაუკავშირდი ჩვენს სატელეფონო ცენტრს ნომერზე − (0 32) 2 444 444
როგორ ხდება და რა ღირს ბარათის აღდგენა (ვადის გასვლამდე, ვადის გასვლის შემდეგ)?
- Bankofgeorgia.ge-ზე
- მობილბანკით
- ჩვენს ნებისმიერ ფილიალში
სად ნახო ბარათში შემავალი პროდუქტების სტანდარტული ღირებულება?
რამდენ ქულას დააგროვებ ბარათით გადახდისას?
სტუდენტური ბარათით გადახდისას ყოველ 1 ლარზე 2 PLUS ქულას დააგროვებ შენი ლოიალურობის სტატუსის განურჩევლად
აქვს თუ არა საზოგადოებრივ ტრანსპორტში შეღავათს ლიმიტი?
- მუნიციპალიტეტის მიერ ამოქმედდა შეზღუდვა, რომლის ფარგლებშიც კალენდარული თვის განმავლობაში ტრანსპორტს ბენეფიტით სარგებლობა შესაძლებელია მაქსიმუმ 200-ჯერ (პირველი გატარებიდან 1.5 საათის განმავლობაში არსებული ნულოვანი გადახდებიც შედის გადახდაში)
- 200-ზე მეტჯერ გატარების შემთხვევაში ამ თვის განმავლობაში: ავტობუსში, მიკროავტობუსში, მეტროსა და მაღლივის საბაგიროზე, ბარათი გადავა სტანდარტულ ტარიფზე.
- შემდეგი თვის დასაწყისში ავტომატურად განახლდება შეღავათი (არ დასჭირდება სტუდენტს/მოსწავლეს შეღავათის ბოგფეით/მბანკით/რამე სხვა არხით გააქტიურება).
რატომ უნდა გქონდეს სტუდენტური ბარათი?
გამოიყენე სტუდენტური ბარათი ყველგან – იმგზავრე შეღავათიანი ტარიფით, მიიღე PLUS ქულები და საუკეთესო შეთავაზებები ყოველდღე
სტუდენტური წლები ყოველთვის განსაკუთრებულია – შენი მეცადინეობა შედეგს იღებს, იწყებ სწავლას უნივერსიტეტში, იძენ ახალ მეგობრებს და ხვდები, თუ რამდენი შესაძლებლობა გაქვს წინ
ამ გზაზე საქართველოს ბანკის სტუდენტური ბარათი, იგივე Student Card-ი, შეგიძლია გაიყოლო, რომელიც შენთვის სტუდენტურ წლებს კიდევ უფრო მრავალფეროვანს გახდის და ყოველდღე სარგებელს მოგიტანს
რაში გამოგადგება BOG Student Card-ი?
ბარათით გადახდას შეძლებ ყველგან, მათ შორის – ტრანსპორტში და, დამატებით, შეღავათიანი ტარიფითაც ისარგებლებ. გარდა ამისა, დაგიგროვდება PLUS ქულები, რითაც იყიდი ნებისმიერ რამეს ჩვენს პარტნიორ ობიექტებში. შენზე გავრცელდება უფასო საბანკო სერვისებიც და, რაც მთავარია, მიიღებ უამრავ შეთავაზებას– ფასდაკლებას, ქეშბექს თუ სხვა პირობას, რომლებიც მუდმივად განახლდება
სტუდენტური ბარათის კიდევ ერთი უპირატესობა სტუდენტური ჯანდაცვის პროგრამაა, რაც იმას ნიშნავს, რომ ევექსში, GPC-ში, Pharmadepot-სა და New Dent-ში მუდმივი ფასდაკლებებით ისარგებლებ
ბარათის დიზაინიც (Student Card Design) შენზეა დამოკიდებული, თუ რას აირჩევ. თან, არ აქვს მნიშვნელობა, პლასტიკურ სტუდენტურ ბარათს აიღებ თუ ციფრულს, დიზაინს შეარჩევ 3 ისეთი კატეგორიიდან, როგორებიცაა: ინტერესები, ფერები და რეგიონები
რაც მთავარია, სტუდენტური ბარათის აღება შეგიძლია წამებში მობილბანკიდან, ანუ Student Card Online-შიც ხელმისაწვდომია და ფილიალში მოსვლა არ მოგიწევს