მისამართები
ვალუტის კურსი

დიჯიპასი

დიჯიპასის საშუალებით შეგიძლია დააგენერირო უსაფრთხოების კოდი ინტერნეტ/მობილ ბანკში შესასვლელად ან ოპერაციების შესასრულებლად

დიჯიპასის შესახებ

დიჯიპასის საშუალებით შეგიძლია დააგენერირო უსაფრთხოების კოდი ინტერნეტ/მობილ ბანკში შესასვლელად ან ოპერაციების შესასრულებლად.

თუ ქვეყნიდან გასვლას აპირებ ან უბრალოდ გინდა, რომ უსაფრთხოების კოდები SMS-ის გარდა სხვა გზითაც მიიღო, გადმოწერე DIGIPASS აპლიკაცია ან შეიძინე ის ნებისმიერ ფილიალში.

უპირატესობები

  • კოდის მიღება უსაფრთხოდ და სწრაფად
  • ხელმისაწვდომობა როგორც საქართველოში, ასევე საზღვარგარეთ
  • ერთჯერადი კოდების მიღება ინტერნეტკავშირის გარეშე

რა დაგჭირდება დიჯიპასით სარგებლობისთვის?

  • საქართველოს ბანკის დისტანციური არხების (ინტერნეტბანკის/მობილბანკის) მომხმარებლის სახელი და პაროლი

როგორ გაიაქტიურო დიჯიპასი?

  • შეიძინე დიჯიპასის მოწყობილობა ჩვენს ნებისმიერ სერვისცენტრში
    ან
  • გადმოწერე BOG Digipass აპლიკაცია შენს მობილურში სრულიად უფასოდ
  • აირჩიე „აპლიკაციის გააქტიურება“
  • შეიყვანე მომხმარებლის სახელი, რომელსაც იყენებ დისტანციური არხებით სარგებლობის დროს
  • აქტივაციის კოდის მისაღებად დარეკე სატელეფონო ცენტრში 032 2 444444 ან ეწვიეთ ინტერნეტბანკს
  • შეიყვანე მობილურზე მიღებული ერთჯერადი კოდი შესაბამის ველში და აპლიკაცია გააქტიურდება

ღირებულება

დიჯიპასი 50 ლარი
BOG Digipass აპლიკაცია უფასო

ხშირად დასმული კითხვები

როგორ გადმოვწერო დიჯიპასის აპლიკაცია?

გადმოწერე აპლიკაცია შენს ტელეფონში APP Store-დან ან Google Play-დან

რა მონაცემები დამჭირდება აქტივაციისთვის?

დიჯიპასით სარგებლობისთვის დაგჭირდება ინტერნეტ/მობილბანკის მომხმარებლის სახელი და პაროლი

როგორ მივიღო დიჯიპასის აქტივაციის კოდი?

აქტივაციის კოდის მისაღებად დარეკე სატელეფონო ცენტრში 032 2 444444 ან ეწვიე ინტერნეტბანკს

ჩაერთეთ კვლევაში
თქვენი მონაწილეობა დაგვეხმარება Bankofgeorgia.ge-ის გაუმჯობესებაში.
ჩაერთეთ კვლევაში