ოქროს ლომბარდი − ოქროს, ვერცხლის და ბრილიანტის შეფასება
ფინანსური საჭიროება შეიძლება ნებისმიერ დროს წარმოიშვას. ასეთ მომენტებში მნიშვნელოვანია სწრაფი და მარტივი გამოსავლის პოვნა. სალომბარდე სესხი სწორედ ასეთი შესაძლებლობაა − შენი ძვირფასი ნივთების (ოქრო, ვერცხლი, ბრილიანტი) უზრუნველყოფით მიიღებ საჭირო თანხას, თანაც, შემოსავლების დადასტურების გარეშე. ეს პროცესი საქართველოს ბანკში გამარტივებულია და მორგებულია შენს საჭიროებებზე. თუ გაინტერესებს ოქროს შეფასება, ვერცხლის ჩაბარების ფასი ან ბრილიანტის ლომბარდის პირობები, ყველა შენს კითხვას გავცემთ პასუხს
ჩვენი ექსპერტები ბრილიანტს პროფესიონალურად აფასებენ
სალომბარდე სესხის აღების პროცესი მარტივი და გამჭვირვალეა. ეწვიე საქართველოს ბანკის ნებისმიერ სერვისცენტრს, თან იქონიე პირადობის დამადასტურებელი მოწმობა, ჩვენი კვალიფიციური ექსპერტი ადგილზევე შეაფასებს ნივთს და შემოგთავაზებს სესხის პირობებს. ოქროს დალომბარდება, ისევე როგორც ვერცხლის ან ბრილიანტის, არ მოითხოვს ხანგრძლივ პროცედურებს ან დამატებით დოკუმენტაციას. თანხის დამტკიცება და მიღება მომენტალურად ხდება
ოქროს შეფასება და 1 გრამი ვერცხლის ფასი ლომბარდში
სესხის მოცულობა პირდაპირ დამოკიდებულია შენი ნივთის ღირებულებაზე. შეფასება ხდება საერთაშორისო ბაზარზე დადგენილი ფასებისა და ნივთის მახასიათებლების გათვალისწინებით
ოქროს ფასი ლომბარდში
ოქროს შეფასება ლომბარდში დამოკიდებულია მის სინჯსა და წონაზე. რაც უფრო მაღალია სინჯი, მით მეტია მისი ღირებულება. საქართველოს ბანკში ოქროს შეფასების პროცესი გამჭვირვალეა და სესხის თანხა სინჯის შესაბამისი ტარიფით განისაზღვრება
ვერცხლის ლომბარდი და ჩაბარების ფასი
თუ ვერცხლის ნივთების დალომბარდება გსურს, ჩვენთან ესეც შესაძლებელია. ეს გაძლევს შესაძლებლობას, წინასწარ გამოთვალო სავარაუდო სესხის ოდენობა
ბრილიანტის ლომბარდი
საქართველოს ბანკი გთავაზობს ბრილიანტის ლომბარდის სერვისსაც. ძვირფასი თვლების შეფასება კომპლექსური პროცესია, რომელიც მოითხოვს პროფესიონალურ მიდგომას. ჩვენი ექსპერტები ითვალისწინებენ ბრილიანტის ყველა მახასიათებელს − კარატს, ფერს, სისუფთავესა და დამუშავების ხარისხს, რათა ზუსტად განსაზღვრონ მისი ღირებულება და შემოგთავაზონ შესაბამისი თანხა
სალომბარდე სესხის უპირატესობები
სალომბარდე სესხი არაერთი უპირატესობით გამოირჩევა, რაც მას ფინანსური სირთულეების დროს მიმზიდველს ხდის:
- სისწრაფე და სიმარტივე − თანხას იღებთ მომენტალურად
- შემოსავლების დადასტურება არ არის საჭირო − ეს სერვისი ხელმისაწვდომია ყველასთვის, მიუხედავად შენი დასაქმების სტატუსისა
- მინიმალური დოკუმენტაცია − სესხის ასაღებად მხოლოდ პირადობის მოწმობაა საჭირო
- კონფიდენციალურობა − შენი მონაცემები და ტრანზაქცია სრულად დაცულია