სამომხმარებლო სესხის კალკულატორი
ვიდეოინსტრუქცია
ვიდეოინსტრუქცია
შეუკვეთე PLUS ბარათი მობილბანკით
ხშირად დასმული კითხვები
თუ თვითდასაქმებული ვარ რა საკრედიტო პროდუქტებით შემიძლია ვისარგებლო?
რა პირობებით ვისარგებლებ სამომხმარებლო სესხზე თუ ვარ თვითდასაქმებული
რა პირობებით ვისარგებლებ იპოთეკურ სესხზე თუ ვარ თვითდასაქმებული?
რამდენი წლიდან შემიძლია ავიღო სესხი?
როგორ მოვითხოვო სესხი თუ თვითდასაქმებული ვარ?
თუ ვარ თვითდასაქმებული, როგორ გავიგო წინასწარ ჩემი საკრედიტო შესაძლებლობები?
თუ ვარ თვითდასაქმებული როგორ ვისარეგბლო განვადებით?
შემიძლია თუ არა ავიღო სესხი თუ მაქვს აგრომეურნეობა?
თუ ხელფასთან ერთად მაქვს არაფიქსირებული დამატებითი შემოსავალი, შემიძლია ლიმიტის დამტკიცებისას დავაფიქსირო?
თუ ხელფასი არ მერიცხება როგორ გაიგებთ რომ შემოსავალი მაქვს?
სად შემიძლია მომართვა?
- პირდაპირ მობილბანკიდან შეავსე განაცხადი
- დაგვირეკე ცხელ ხაზზე და პირდაპირ ტელეფონიდან მოითხოვე 032 2 444 444
- მოდი ნებისმიერ სერვის ცენტრში და ადგილზე გაიგე საკრედიტო შესაძლებლობები. დაჯავშნე ვიზიტი
სესხი შემოსავლების გარეშე I საქართველოს ბანკი
თუ ხარ თვითდასაქმებული და გჭირდება თანხა, აიღე სესხი შემოსავლების დადასტურების გარეშე და ისარგებლე ყველაზე მოქნილი პირობებით.
საბანკო პროდუქტები თვითდასაქმებული პირებისთვის
საქართველოს ბანკისთვის შემოსავლის წყაროს ფორმას მნიშვნელობა არ აქვს. თუ ხარ თვითდასაქმებული, გაქვს აგრომეურნეობა, ან იღებ დამატებით, არაფიქსირებულ შემოსავალს, შენ შეგიძლია ისარგებლო ყველა იმ საბანკო პროდუქტით, რაც ხელმისაწვდომია ფიქსირებული ხელფასის მქონე პირთათვის. თვითდასაქმება აღარ წარმოადგენს ბარიერს ფინანსურ რესურსებზე წვდომისთვის, რაც საშუალებას გაძლევთ განავითაროთ თქვენი საქმიანობა და მიაღწიოთ დასახულ მიზნებს.
ისარგებლე ყველა ტიპის სესხით თვითდასაქმებისას
თვითდასაქმებულ პირებს აქვთ სრული წვდომა საქართველოს ბანკის საკრედიტო პროდუქტებზე. თქვენი საჭიროებიდან გამომდინარე, შეგიძლიათ მოითხოვოთ ნებისმიერი ტიპის სესხი, მათ შორის:
- იპოთეკური სესხი - შეიძინეთ ან გაარემონტეთ უძრავი ქონება.
- სამომხმარებლო სესხი - დაიფინანსეთ პირადი მიზნები.
- ავტოსესხი - შეიძინეთ ახალი ან მეორადი ავტომობილი.
- განვადება და გადახდის განვადება - შეიძინეთ სასურველი ნივთები და გადაიხადეთ ნაწილ-ნაწილ.
- საკრედიტო ბარათი - გქონდეთ წვდომა დამატებით ფინანსურ რესურსზე ნებისმიერ დროს.
შემოსავლის დადასტურების გამარტივებული პროცესი თვითდასაქმებულთათვის
ჩვენ გვესმის, რომ თვითდასაქმებულ პირებს ან აგრომეურნეობის მფლობელებს არ აქვთ ფიქსირებული, დოკუმენტურად დადასტურებული შემოსავალი. სწორედ ამიტომ, შევიმუშავეთ შემოსავლის დადასტურების მოქნილი მექანიზმი. სესხის მისაღებად აღარ გჭირდებათ ხელფასის ცნობის წარდგენა. თქვენი შემოსავლის დასადასტურებლად, ბანკის წარმომადგენელი დაგიკავშირდებათ და თქვენი საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე, გამოიყენებს ვიდეოზარს ან ადგილზე ვიზიტს თქვენი შემოსავლის დასადასტურებლად. ეს პროცესი არის სწრაფი, მარტივი და მორგებულია თქვენს გრაფიკზე.
სესხის მოთხოვნა და საკრედიტო შესაძლებლობების შემოწმება
საკუთარი საკრედიტო შესაძლებლობების წინასწარ შესაფასებლად და სესხის მოთხოვნისთვის რამდენიმე მარტივი გზა არსებობს. შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენთვის ყველაზე მოსახერხებელი მეთოდი:
- მობილბანკი: შეამოწმეთ თქვენი საკრედიტო შესაძლებლობები პირდაპირ მობილბანკიდან და შეავსეთ განაცხადი რამდენიმე წუთში.
- ფილიალი: მობრძანდით საქართველოს ბანკის ნებისმიერ სერვისცენტრში, სადაც ჩვენი წარმომადგენელი დაგეხმარებათ განაცხადის შევსებასა და პროცესის გავლაში.
- ცხელი ხაზი: დაგვირეკეთ ნომერზე (032) 2 444 444 და მოითხოვეთ სესხი დისტანციურად.
განაცხადის შევსებისას საჭირო იქნება ინფორმაცია თქვენი საქმიანობის შესახებ, რის შემდეგაც ჩვენი თანამშრომელი დაგიკავშირდებათ დეტალების დასაზუსტებლად. შეავსეთ განაცხადი და გადადგით ნაბიჯი თქვენი მიზნებისკენ.
დაფინანსება აგრომეურნეობის მფლობელებისთვის
თუ თქვენ ეწევით სასოფლო-სამეურნეო საქმიანობას, საქართველოს ბანკი გთავაზობთ სპეციალურად თქვენს საჭიროებებზე მორგებულ აგრო სესხებს. შემოსავლის დადასტურების პროცესი ამ შემთხვევაშიც გამარტივებულია. ბანკის წარმომადგენელი ადგილზე ვიზიტით შეაფასებს თქვენს მეურნეობას და შემოსავალს.აგრო სესხი საშუალებას გაძლევთ დააფინანსოთ სეზონური სამუშაოები, შეიძინოთ ახალი ტექნიკა ან გააფართოოთ თქვენი მეურნეობა.