მისამართები
ვალუტის კურსი

Apple Pay

გადახდის სრულყოფილი სისტემა საქართველოს ბანკშია

რა არის Apple Pay?

საქართველოს ბანკი წარმოგიდგენთ Apple Pay-ს − გადახდის უნიკალურ მეთოდს, რომელიც Apple-თან ერთად საქართველოში თქვენთვის დაინერგა!
 
Apple Pay შესაძლებლობას მოგცემს შენი iPhone-ით, iPad-ით, Mac-ით ან Apple Watch-ით გადაიხადო მომენტალურად.
დაამატე Apple-ის Wallet-ის აპლიკაციას VISA / Mastercard / American Express ბარათები და შეასრულე გადახდები ყველგან:
 
  • სავაჭრო ობიექტებში
  • აპლიკაციებში
  • ინტერნეტ მაღაზიებში
Apple Pay გადახდის უნიკალურ მეთოდი, ეფლ ფეი, ელექტრონული საფულე, wallet, ტელეფონით გადახდა, დასკანერება, telefonit gadaxda

უპირატესობები

მარტივი გადახდა

გადაიხდი მარტივად ონლაინ საფულით ბარათის გარეშე

კომფორტი

აღარ ატარებ თან საბანკო ბარათს გადახდებისას

ულიმიტო ბარათები

დაამატებ იმდენ ბარათს, რამდენსაც მოისურვებ

მონაცემების დაცვა

გადახდისას აღარ დაგჭირდება ბარათის მონაცემები

  • შედი მობილბანკში
  • დააჭირე ბარათის დამატებას
  • სასურველი ბარათის გასწვრივ დააჭირე Add to Apple Wallet-ს
  • მიჰყევი ინსტრუქციას და არჩეული ბარათი Wallet-ის აპლიკაციას დაემატება
  • შენი ბარათი დამატებულია Wallet-ში

მობილბანკით Apple Pay-ის გააქტიურება

Apple Pay-ის გააქტიურება შესაძლებელია შენი მობილბანკიდან
  • შედი მობილბანკში
  • დააჭირე ბარათის დამატებას
  • სასურველი ბარათის გასწვრივ დააჭირე Add to Apple Wallet-ს
  • მიჰყევი ინსტრუქციას და არჩეული ბარათი Wallet-ის აპლიკაციას დაემატება
  • შენი ბარათი დამატებულია Wallet-ში
  • გახსენი Wallet-ის აპლიკაცია
  • დააჭირე +-ს და შემდეგ გაგრძელებას
  • მოათავსე ბარათი ჩარჩოში და დაასკანერე
  • შეიყვანე ბარათის მონაცემები და დაეთანხმე პირობებს
  • შენი ბარათი უკვე დაემატა Wallet-ში

Wallet-ით Apple Pay-ის გააქტიურება

Apple Pay-ის გააქტიურება შესაძლებელია Wallet-ის აპლიკაციიდან
  • გახსენი Wallet-ის აპლიკაცია
  • დააჭირე +-ს და შემდეგ გაგრძელებას
  • მოათავსე ბარათი ჩარჩოში და დაასკანერე
  • შეიყვანე ბარათის მონაცემები და დაეთანხმე პირობებს
  • შენი ბარათი უკვე დაემატა Wallet-ში

Apple Pay-თ გადახდისთვის დაგჭირდება:

1

Apple-ის მოწყობილობა

iPhone, iPad, Apple watch ან Mac

2

Wallet აპლიკაცია

iOS-ის სისტემის Wallet აპლიკაცია

3

საქართველოს ბანკის ბარათი

საქართველოს ბანკის მინიმუმ ერთი აქტიური Visa, MasterCard ან AmEx ბარათი

Apple Pay გადახდის უნიკალურ მეთოდი, ეფლ ფეი, ელექტრონული საფულე, wallet, ტელეფონით გადახდა, დასკანერება, telefonit gadaxda, ვოლეტის გააქტიურება

ხშირად დასმული კითხვები

ყველა ბარათის დამატებაა შესაძლებელი?

Apple-ის Wallet-ის აპლიკაციას შეგიძლია დაამატო VISA / Mastercard / American Express ბარათები

შემიძლია თუ არა wallet-ით თანხის გამოტანა ბანკომატიდან?

დიახ, შესაძლებელია განაღდება, თუ wallet-ში VISA/Mastercard და American Express ტიპის ბარათები გაქვს დამატებული.

საზღვარგარეთ თუ გამოვიყენებ ამ აპლიკაციებს?

დიახ, შეგიძლია

რაიმე დამატებითი საკომისიო ხომ არ ჩამომეჭრება Apple Pay-თ გადახდისას?

გადახდისას არ იხდი არანაირ საკომისიოს.

ტელეფონით გადახდა: შენი ციფრული საფულე

გადახდის სრულყოფილი სისტემა − Apple Pay და შენი ციფრული საფულე

თანამედროვე სამყაროში ფინანსების მართვა და გადახდები სულ უფრო მარტივი და ტექნოლოგიური ხდება. საქართველოს ბანკი გთავაზობს გადახდის ერთიან სისტემას, რომელიც შენს სმარტფონს უნივერსალურ საფულედ აქცევს. დაივიწყე პლასტიკური ბარათები და ნაღდი ფული − ყველაფერი, რაც გჭირდება, შენს მობილურშია. უკონტაქტო გადახდა, რომელიც ცნობილია, როგორც „წკაპით გადახდა“, ყოველდღიური ფინანსური  განუყოფელი ნაწილია

შენი ციფრული საფულე − მეტი, ვიდრე აპლიკაცია

ციფრული საფულე, იგივე ელექტრონული საფულე, არის უსაფრთხო სივრცე შენს სმარტფონში, სადაც ინახება შენი საბანკო ბარათების ციფრული ვერსიები. საქართველოს ბანკის მობილბანკი სწორედ ასეთ მრავალფუნქციურ საფულე აპლიკაციას წარმოადგენს, რომელიც შესაძლებლობას გაძლევს შეასრულო ტელეფონით გადახდა მარტივად და უსაფრთხოდ. ის არ არის მხოლოდ გადახდის ინსტრუმენტი, არამედ შენი ფინანსების მართვის ცენტრია

ციფრული ბარათი − შენი გადახდის ინსტრუმენტი

პლასტიკური ბარათის ლოდინი საჭირო აღარ არის. ციფრული ბარათი არის ვირტუალური ბარათი, რომლის აღება მობილბანკიდან რამდენიმე წამში შეგიძლია. მისი გამოყენებით შესაძლებელია თანხის განაღდება, კომუნალური გადასახადების დაფარვა და, რა თქმა უნდა, ტელეფონით გადახდა ტერმინალზე. ის მზადაა გამოყენებისთვის Apple Pay-სა და სხვა Wallet აპლიკაციებში

Apple Pay − გადაიხადე ერთი შეხებით

iPhone-ის მომხმარებლებისთვის Apple Pay გადახდის ერთ-ერთი ყველაზე დაცული და მოსახერხებელი მეთოდია. ბარათის მიბმა აიფონზე ძალიან მარტივია და შესაძლებლობას გაძლევს გადაიხადო მაღაზიებში, ტრანსპორტსა თუ ონლაინსივრცეში მხოლოდ ერთი შეხებით. შენი ბარათის მონაცემები სრულად დაცულია, რადგან ის არ გადაეცემა სავაჭრო ობიექტს

ბარათის დამატება Apple Wallet-ში

საქართველოს ბანკის ნებისმიერი სადებეტო თუ საკრედიტო ბარათის დამატება Apple Wallet-ში რამდენიმე მარტივი ნაბიჯით შეგიძლია. გახსენი Wallet აპლიკაცია, მიჰყევი ინსტრუქციას და დაასკანერე შენი ბარათი. პროცესის დასრულების შემდეგ შენი მობილურით გადახდა უკვე შესაძლებელი იქნება

გადახდის მრავალფეროვანი შესაძლებლობები

ჩვენი გადახდის სისტემა მხოლოდ Apple Pay-თ არ შემოიფარგლება. ჩვენ უზრუნველვყოფთ გადახდის მოქნილ და მრავალფეროვან გამოცდილებას, რომელიც მორგებულია შენს საჭიროებებზე. იქნება ეს ონლაინშოპინგი თუ კომუნალური გადასახადები, პროცესი მაქსიმალურად გამარტივებულია

  • ონლაინგადახდები − გამოიყენე bogpay.ge 1 000-ზე მეტი სერვისის, მათ შორის, კომუნალური გადასახადებისა და სამგზავრო ბარათის შევსებისთვის
  • QR გადახდა − დაასკანერე QR კოდი მობილბანკით და გადაიხადე მომენტალურად, ბარათის მონაცემების შეყვანის გარეშე
  • PLUS ქულები − მობილურით გადახდისას შენ კვლავ აგროვებ PLUS ქულებს, რომელთა გამოყენებაც სასურველი პროდუქციის შესაძენად შეგიძლია

მაჩვენე მეტი მაჩვენე ნაკლები
ჩაერთეთ კვლევაში
თქვენი მონაწილეობა დაგვეხმარება Bankofgeorgia.ge-ის გაუმჯობესებაში.
ჩაერთეთ კვლევაში
დაგვიტოვე ნომერი და მიიღე განსაკუთრებული შეთავაზებები თუ ჯერ არ ხარ საქართველოს ბანკის მომხმარებელი, ან არ იყენებ ბანკის ციფრულ არხებს, მიიღებ სპეციალურად შენთვის შექმნილ შეთავაზებას.
შენი მობილურის ნომერი