მისამართები
ვალუტის კურსი

გადმოწერე მობილბანკი

დაამატე ბარათები მობილბანკით შენს Wallet-ში
დაასკანერე QR კოდი გადმოწერე აპლიკაცია

ვიდეოინსტრუქციები

Regular items
Android
iOS
დამატებითი ფუნქციები
ოპერაციები
პროდუქტები
mBank-ის დაყენება

ხშირად დასმული კითხვები

რა დამჭირდება Google Pay-ის გამოსაყენებლად?

პირველ რიგში დაგჭირდება ანდროიდის ტელეფონი 5.0 NFC-ზე მაღალი მხარდაჭერით. ტელეფონში გადმოწერ Google Wallet და დაამატებ საქართველოს ბანკის ნებისმიერ ბარათს. 

როგორ გადავიხადო თუ თან არ მაქვს ბარათი?

თუ ბარათი თან არ გაქვს, ძველის მოძებნის ან ახლის შეკვეთის ნაცვლად, გირჩევთ, არ გადადო, მომენტალურად გაიაქტიურე ციფრული ბარათი, დაამატე საფულეში და გადახადე მაშინვე.

როგორ გადავიხადო Google Pay-თ?

გადახდისთვის ტელეფონი უბრალოდ უნდა შეახო ტერმინალს. თუ შენაძენი 100 ლარზე მეტისაა, ჯერ მოხსენი ბლოკი და შემდეგ შეახე ტერმინალს.
 
გახსოვდეს, რომ ყოველ მე-4 გადახდაზე უსაფრთხოებითვის დაგჭირდება ნებისმიერ შემთხვევაში მოხსნა ბლოკი ტელეფონს.
 
თუ გინდა, განბლოკვა დაგჭირდეს ყოველი გადახდისას, Android 12
დან ზემოთ ვერსიებზე, შეგიძლია პარამეტრებიდან NFC ფუნქციაში ჩართო "Require Device Unlock
 

რა შემთხვევაში შეიძლება ტერმინალმა მომთხოვოს ტელეფონის თავიდან შეხება?

  1. შეიძლება შენს ტელეფონს სჭირდებოდეს ეკრანის განათება ტერმინალთან შეხებამდე.
  2. შეიძლება იხდიდე მეოთხედ და უსაფრთხოების მიზნით Google აპლიკაცია გთხოვდეს ტელეფონის განბლოკვას.
 

რატომ ვერ ვამატებ ბარათს?

შეამოწმე, ტელეფონი უნდა იყოს ქართულ ან ინგლისურ ენაზე.

სად გადავიხდი Google Pay-თ?

გადაიხდი ყველგან: მაღაზიებში, მომსახურების ობიექტებში ტერმინალებზე, ავტობუსში, მეტროში, პარკინგზე და ა.შ.
ონლაინ გადაიხდი ვებ-გვერდებზე და აპლიკაციებში.
 
არ დაგავიწყდეს, რომ შეძლებ გადაიხადო როგორც ტელეფონით ასევე smart საათით და სხვა მოწყობილობებით, რომელსაც აქვს NFC მხარდაჭერა.
 

ფასიანია თუ არა Google Pay-ს უკონტაქტო გადახდების სისტემით სარგებლობა?

არა, გადმოწერაც, ბარათის დამატებაც და სარგებლობაც სრულიად უფასოა.

Google Pay-თ უკონტაქტოდ გადახდისას საჭიროა თუ არა ინტერნეტი?

ყოველი გადახდისას არა, თუმცა ხშირად ასე გადახდის შემდეგ საჭირო გახდება ტელეფონის ინტერნეტთან ერთხელ დაკავშირება, შემდეგ კი ისევ გააგრძელებ ინტერნეტის გარეშე გადახდას და ასე თავიდან.
Google -ის რეკომენდაციით,  ტელეფონი რამდენიმე დღეში ერთხელ უნდა დაუკავშირდეს ინტერნეტს. 
 

შესაძლებელია Google Pay-ს საფულეში ერთდროულად რამდენიმე ბარათის დამატება?

კი, შესაძლებელია.  რასაც დაამატებ პირველად, ის იქნება ძირითადი ბარათი, ანუ, ტერმინალთან ტელეფონის შეხებისას ყოველთვის ამ ბარათით გადაიხდი. ძირითადი ბარათის შეცვლა ნებისმიერ დროს შეგიძლია.
თუ სხვა ბარათით გინდა გადახდა, შეგიძლია შეხვიდე Google საფულეში, შენით გადახვიდე იმ ბარათზე, რომლითაც გინდა გადახდა და ასე შეახო ტერმინალს.

Google Pay-თ ბანკომატიდან თანხას გავანაღდებ და საკომისიოები სტანდარტულია?

კი, ბანკომატში Visa, Mastercard და American Express ბარათების მეშვეობით შეძლებ განაღდებას, საკომისიოები სტანდატულია და არ განსხვავდება ბართით განაღდებისგან.

Google Pay-თ შევძლებ ტრანსპორტში გადახდას?

კი, გადახდი: ავტობუსში, მეტროში, საბაგიროზე, სამარშრუტო ტაქსიში, პარკინგზე და ა.შ.

Google Pay-ით გადახდებისას დამერიცხება PLUS & MR ქულები? ქულებით გადახდას შევძლებ?

კი, PLUS & MR ქულებს სტანდარტულად დააგროვებ და ასევე შეძლებ გადახდას.

Google Pay-ით გადახდების შესრულებისას მოქმედებს თუ არა განსხვავებული გადახდა/განაღდების რაოდენობრივი ან თანხობრივი ლიმიტები?

მოქმედებს სტანდარტული გადახდა/განაღდების რაოდენობრივი და თანხობრივი ლიმიტები. 

Google საფულე: ტელეფონით გადახდა მარტივად და უსაფრთხოდ

ტელეფონით გადახდა − შენი ბარათი Google საფულეში

თანამედროვე ტექნოლოგიები ყოველდღიურ ფინანსურ ტრანზაქციებს მნიშვნელოვნად ამარტივებს. უკვე შესაძლებელია, საფულე სახლში დატოვო და შენაძენის საფასური გადაიხადო მობილური ტელეფონით. მობილურით გადახდა არის სწრაფი, კომფორტული და უსაფრთხო მეთოდი, რომელიც შენს საბანკო ბარათს  ციფრულ ფორმატში ინახავს. Google საფულე (Google Pay) წარმოადგენს ერთ-ერთ წამყვან პლატფორმას, რომელიც ამ სერვისს გთავაზობს და სრულად თავსებადია საქართველოს ბანკის ბარათებთან

Google საფულე − შენი ახალი ელექტრონული საფულე

Google საფულე არის ციფრული საფულე და გადახდის სისტემა, რომელიც მომხმარებლებს შესაძლებლობას აძლევს შეინახონ თავიანთი სადებეტო და საკრედიტო ბარათების ციფრული ვერსიები Android მოწყობილობებში. ეს არის თანამედროვე ონლაინსაფულე, რომელიც ფიზიკურ ბარათს სრულყოფილად ანაცვლებს. მისი მთავარი უპირატესობა უკონტაქტო გადახდაა − ტერმინალთან ტელეფონის ერთი შეხებით, იგივე „წკაპით გადახდა“, ტრანზაქცია მომენტალურად სრულდება. ამასთან, შენ შეგიძლია დაამატო როგორც ფიზიკური, ასევე ციფრული ბარათი , რაც პროცესს კიდევ უფრო მოქნილს ხდის

ბარათის დამატების ინსტრუქცია Google საფულეში

სანამ ტელეფონით გადახდას შეძლებ, საჭიროა შენი ბარათის Google Wallet-ში დამატება. ბარათის მიბმა ანდროიდზე შესაძლებელია ორი მარტივი გზით, რაც რამდენიმე წუთზე მეტს არ წაგართმევს

დამატება მობილბანკის აპლიკაციით

ეს მეთოდი ყველაზე სწრაფი და რეკომენდებულია. პროცესი სრულად ინტეგრირებულია ჩვენს მობილბანკში და არ საჭიროებს ბარათის მონაცემების ხელით შეყვანას

  • გახსენი მობილბანკის აპლიკაცია თქვენს Android სმარტფონზე
  • აირჩიე ბარათების მენიუ და შეარჩიე ის ბარათი, რომლის დამატებაც გსურს
  • დააჭირე ღილაკს „დამატება Google Pay-ში“
  • მიჰყევი ეკრანზე მოცემულ მარტივ ინსტრუქციას და დაეთანხმე პირობებს

დამატება პირდაპირ Google Wallet აპლიკაციიდან

თუ უკვე გადმოწერილი გაქვს Google Wallet, შეგიძლია ტელეფონზე ბარათის მიბმა პირდაპირ აპლიკაციიდან. ამისთვის დაგჭირდება შენი საბანკო ბარათი

  • გახსენი Google Wallet აპლიკაცია
  • დააჭირე ღილაკს “+ Add to Wallet“ და აირჩიე “Payment Card“
  • შეიყვანე ბარათის მონაცემები ხელით ან გამოიყენე კამერა ბარათის ნომრის დასასკანერებლად
  • გაიარე ვერიფიკაცია ბანკიდან მიღებული ერთჯერადი კოდით

გადახდის მეთოდები − მარტივი და მრავალფეროვანი

Google საფულის გამოყენება შესაძლებელია ყველგან, სადაც სტანდარტული უკონტაქტო გადახდები ხელმისაწვდომია. ტელეფონით გადახდა ტერმინალზე ხორციელდება NFC (Near Field Communication) ტექნოლოგიის მეშვეობით. უბრალოდ, განბლოკე ტელეფონი და მიუახლოვე ის გადახდის ტერმინალს. ასევე შეგიძლია გამოიყენო QR კოდით გადახდა შესაბამის ობიექტებში, რაც კიდევ ერთი მოსახერხებელი ალტერნატივაა

უსაფრთხოება და კონფიდენციალურობა

მობილურით გადახდა მაღალი დონის უსაფრთხოებით გამოირჩევა. გადახდისას შენი ბარათის რეალური ნომერი სავაჭრო ობიექტს არ გადაეცემა. ამის ნაცვლად სისტემა იყენებს დაშიფრულ ვირტუალურ ნომერს (ტოკენს), რაც იცავს შენს ფინანსურ მონაცემებს. ყოველი ტრანზაქცია კი დამატებით დაცულია შენი ტელეფონის განბლოკვის მეთოდით − პინკოდით, გრაფიკული პაროლით ან თითის ანაბეჭდით. დეტალური ინფორმაციისთვის ან კითხვების შემთხვევაში შეგიძლიათ ეწვიო ჩვენს დახმარების ცენტრს

მაჩვენე მეტი მაჩვენე ნაკლები
ჩაერთეთ კვლევაში
თქვენი მონაწილეობა დაგვეხმარება Bankofgeorgia.ge-ის გაუმჯობესებაში.
ჩაერთეთ კვლევაში
დაგვიტოვე ნომერი და მიიღე განსაკუთრებული შეთავაზებები თუ ჯერ არ ხარ საქართველოს ბანკის მომხმარებელი, ან არ იყენებ ბანკის ციფრულ არხებს, მიიღებ სპეციალურად შენთვის შექმნილ შეთავაზებას.
შენი მობილურის ნომერი