ეს არის სახელმწიფო პროგრამა, რომელიც მიზნად ისახავს მრავალშვილიანი ოჯახების ან ახალდაბადებული შვილის მქონე პირების საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას. პროგრამის ფარგლებში, სახელმწიფო 5 წლის განმავლობაში ნაწილობრივ ფარავს იპოთეკური სესხის საპროცენტო განაკვეთს. სესხის მაქსიმალური მოცულობა 200 000 ლარს შეადგენს.
სუბსიდირებული იპოთეკური სესხი
სუბსიდირებული სესხის კალკულატორი
თანხა
წელი
რა შემთხვევაში ისარგებლებ სესხის სუბსიდირებით
ხშირად დასმული კითხვები
რა არის სუბსიდირებული იპოთეკური სესხის სახელმწიფო პროგრამა?
ვის შეუძლია პროგრამით სარგებლობა?
- თუ გყავთ 3 ან მეტი არასრულწლოვანი შვილი, რომელთაგან ერთ-ერთი 1 წლამდე ასაკისაა
- თუ გყავთ 3 ან მეტი არასრულწლოვანი შვილი და ერთ-ერთი მათგანი 2021 წლის 1-ლი სექტემბრის შემდეგ არის შვილად აყვანილი
- თუ გყავთ 1 წლამდე ასაკის ბავშვი ან 2021 წლის 1-ლი სექტემბრის შემდეგ შვილად აყვანილი არასრულწლოვანი
- თუ უკვე სარგებლობ სუბსიდირების პროგრამით, გყავს 4 ან მეტი არასრულწლოვანი შვილი და აქედან ერთ-ერთი 2022 წლის 1-ლი სექტემბრის შემდეგაა დაბადებული ან შვილად აყვანილი (არასრულწლოვანი)
რა არის სესხის მაქსიმალური თანხა და სუბსიდირების ხანგრძლივობა?
პროგრამის ფარგლებში შესაძლებელია 200 000 ლარამდე სესხის აღება. სახელმწიფო სუბსიდირება გრძელდება 60 თვის (5 წლის) განმავლობაში. გაითვალისწინეთ, რომ შესაძენი/ასაშენებელი უძრავი ქონების ღირებულება შესაძლოა აღემატებოდეს 200 000 ლარს.
შესაძლებელია თუ არა პროგრამაში განმეორებით მონაწილეობა?
როგორც წესი, სუბსიდირების პროგრამაში მონაწილეობა მხოლოდ ერთხელაა შესაძლებელი. თუმცა, გამონაკლისი ვრცელდება მრავალშვილიან ოჯახებზე: თუ გყავს 4 ან მეტი არასრულწლოვანი შვილი და აქედან ერთ-ერთი 2022 წლის 1-ლი სექტემბრის შემდეგაა დაბადებული ან შვილად აყვანილი (არასრულწლოვანი).
იმისათვის, რომ ვისარგებლო სუბსიდირებული იპოთეკური სესხით სავალდებულობა რომ ოფიციალურ ქორწინებაში ვიმყოფებოდე?
ოჯახისთვის - დიახ სავალდებულოა, ხოლო მარტოხელა მშობლისთვის - არა, არ არის სავალდებულო. ოჯახად ითვლება რეგისტრირებული წყვილი, სადაც ერთი მაინც საქართველოს მოქალაქეა. მარტოხელა მშობლად ითვლება პირი, რომელსაც ჰყავს არასრულწლოვანი შვილი და არ არის დაქორწინებული სესხის აღების მომენტში ან აქვს მარტოხელა მშობლის ოფიციალური სტატუსი.
შესაძლებელია თუ არა სუბსიდირებული სესხით მშენებარე ბინის შეძენა?
დიახ, შესაძლებელია. პროგრამა ითვალისწინებს როგორც დასრულებული, ისე მშენებარე უძრავი ქონების (ბინა ან სახლი) შეძენის დაფინანსებას. ნახე პარტნიორი დეველოპერები