Logo
ბლოგი
Time icon

1 წუთი წასაკითხად

Optio Discovery: 100,000 ლარი გრანტი ინოვაციური ფინტექისთვის

აღმოაჩინეთ Optio Discovery! ქართულმა ფინტექმა GITA-სგან 100,000 ლარიანი გრანტი მოიპოვა საბანკო ტრანზაქციების ანალიზისა და კატეგორიზაციისთვის. გაიგეთ მეტი ამ ინოვაციაზე.

ქართულმა ფინტექ კომპანიამ, Optio.Ai-მ საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თანადაფინანსების პროგრამის ფარგლებში 100,000 ლარის ოდენობის გრანტი მოიპოვა.

GITA-ს თანადაფინანსების პროგრამის ფარგლებში სულ 20 ტექნოლოგიური სტარტაპი დაფინანსდა. მონაწილეთა შერჩევა საერთაშორისო წარმომადგენლობის სპეციალური ჟიურის მიერ, ტრენინგებისა და საინვესტიციო პრეზენტაციების შემდეგ მოხდა. პროგრამა მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით განხორციელდა

Optio.Ai გრანტის საშუალებით განავითარებს ღრუბლოვან სისტემაზე დაფუძნებულ პროგრამულ უზრუნველყოფას „Optio Discovery“, რომელიც საცალო საბანკო ტრანზაქციების ანალიზს და კატეგორიზაციას ახდენს.

წყარო: http://www.optio.ai/index.php/2019/02/25/optio_winner_gita_2019/?fbclid=IwAR2379LS-uPQUTHJVIKodw4HHf33WuloV4k4OiNQjCHXCR1v7y5DGwBMcCI

გააზიარე

შეიძლება დაგაინტერესოს