Logo
ბლოგი
Time icon

1 წუთი წასაკითხად

Startup Grind: აღმოაჩინეთ ინოვაციების მომავალი ონლაინ

Startup Grind: ონლაინ ტექნოლოგიური ღონისძიება 10 დეკემბერს იწყება. გაიგეთ, როგორ აერთიანებს ბანკი გლობალურ სტარტაპებს და ინოვატორებს მსოფლიოს მასშტაბით.

ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ტექნოლოგიური ღონისძიება Startup Grind 10 დეკემბერს იწყება და ის ონლაინრეჟიმში გაიმართება,
 
ღონისძიება ჩვენი ბანკისა და საქართველოს ტექნოლოგიებისა და ინოვაციების ინსტიტუტის მხარდაჭერით ტარდება და მისი პარტიორი არაერთი ქართული და უცხოური კომპანიაა. 
 
აქვე გეტყვით, რომ Startup Grind-ი 3 500 000 წევრისგან შემდგარი ორგანიზაციაა, რომელიც სტარტაპებსა და ინოვატორებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით აერთიანებს. წლის განმავლობაში Startup Grind-ის ორგანიზებით რამდენიმე საერთაშორისო ღონისძიება იმართება, მათ შორის უმსხვილესი კი − სილიკონ ველიზე, ლონდონსა და თბილისშია დაგეგმილი. 
 
პირველი მსგავსი ღონისძიება − Europe-Asia Connect − თბილისში 2019 წლის ნოემბერში ჩატარდა, სადაც სპიკერები 15 ქვეყნიდან იყვნენ მოწვეული. იქიდან გამომდინარე, რომ წლევანდელი ღონისძიება 100%-ით ონლაინ გაიმართება, ეს მასშტაბის კიდევ უფრო მეტად გაფართოების შესაძლებლობას იძლევა.

გააზიარე

შეიძლება დაგაინტერესოს