Logo
ბლოგი
Time icon

1 წუთი წასაკითხად

Design Thinking ვებინარი: თქვენი ბიზნესის მომავლის გასაღები

გაიგეთ Design Thinking-ის საიდუმლო: როგორ ქმნიან გლობალური გიგანტები ინოვაციებს და წყვეტენ პრობლემებს. აღმოაჩინეთ პრაქტიკული ნაბიჯები თქვენი ბიზნესის ზრდისთვის.

გიწვევთ “Design Thinking”-ის ვებინარზე, რომელსაც საკონსულტაციო კომპანია Loud and Silent Futures-ის მმართველი პარტნიორი ირაკლი მატკავა ჩაატარებს.
 
მონაწილეები გაიგებთ:
  • თუ რას წარმოადგენს “Design Thinking”-ის მეთოდოლოგია, რა ელემენტებისაგან შედგება და როგორ მუშაობს ის
  • რატომ იყენებენ “Design Thinking”-ს  ინოვაციური პროდუქტებისა და მომსახურებების შესაქმნელად და კომპლექსური პრობლემების გადასაწყვეტად ისეთი გლობალური გიგანტები, როგორებიცაა: Toyota, Apple-ი, Microsoft-ი, Samsung Electronics-ი, Bank of America Corp., PepsiCo., Nike, Procter and Gamble-ი 
  • როგორ შეუძლია სხვადასხვა სფეროში მომუშავე სხვადასხვა ზომის ორგანიზაციას “Design Thinking”-ის გამოყენება:
    • საკუთარი მომხმარებლების მაქსიმალურად კარგად გასაცნობად, მათი რეალური და დაფარული საჭიროებების და მოთხოვნილებების გასაგებად
    • ინოვაციური პროდუქტების, მომსახურებების, ბიზნესმოდელების შესაქმნელად
    • პრობლემების, მიზნებისა და გადასაჭრელი ამოცანების სწორად განსასაზღვრად
    • საკუთარი თანამშრომლების დაფარული და გამოუყენებელი შემოქმედებითი ენერგიის გასააქტიურებლად და პროდუქტიულობის გასაზრდელად
    • მთლიანობაში კი იმისათვის, რომ ბიზნესი მზად იყოს ნებისმიერი მომავლისათვის თვალის გასასწორებლად
    • რა პრაქტიკული ნაბიჯების გადადგმაა საჭირო ბიზნესის მხრიდან დიზაინაზროვნების გამოყენების დასაწყებად და ა.შ.
 

გააზიარე

შეიძლება დაგაინტერესოს