Logo
ბლოგი
Time icon

1 წუთი წასაკითხად

Vera Italiana kitchen and bar | გასტროლები

გასტროლების ამ ეპიზოდში Vera Italiana kitchen & bar-ის სამზარეულოში შეგახედებთ. 20+ წლიანი გამოცდილების მქონე შეფი ენცო Suppli al Telefono-ს; Porchetta Tonnata-ს და Primavera Pizza-ს მომზადებას გვიჩვენებს და ამ გამორჩეული კონცეფციის ობიექტის შესახებაც გვიამბობს.

ეს ეპიზოდი იტალიური სამზარეულოს ნამდვილი მასტერკლასია — შებრაწული კროკეტი მოცარელას სოუსით, რომელსაც სახელი ტელეფონის ყურმილის მსგავსების გამო დაერქვა, ხელნაკეთი პასტა სოკოს სოუსით, ღუმელში შემწვარი დახვეული ღორის ხორცი და მადისაღმძვრელი პიცა — ამ ყველაფერზე იტალიელი შეფები იტალიური ტემპერამენტითა და იტალიური მშრალი ღვინის თანხლებით გვიამბობენ.

ამ ეპიზოდს განსაკუთრებული ყურადღებით უნდა უყუროთ, რადგან შეფები გვიყვებიან იტალიური ღუმელის ისტორიასაც, რაც Vera Italiana kitchen & bar-ის სავიზიტო ბარათია. ასე რომ, დაემგზავრეთ გასტროლებს იტალიურ თავგადასავალში.

https://www.youtube.com/watch?v=bCopheBdmdY&list=PLUxkp0BgXSmKTWp6ffx4KXlrmgUaiNZIg&index=3

გააზიარე

შეიძლება დაგაინტერესოს