2 წუთი წასაკითხად
როგორ უნდა მიიღო მეტი სარგებელი საბანკო ბარათებით სარგებლობისას
14 ივნ. 2023
2 წუთი წასაკითხად
ოდესმე დაფიქრებულხარ, დღეში რამდენ რამეს ყიდულობ?
დღის განმავლობაში, სხვა თუ არაფერი, რამდენჯერმე შეიძლება შეიარო სუპერმარკეტში და სასუსნავი გააყოლო ხელს ან სახლისთვის აუცილებელი პროდუქტები შეიძინო.
ცხადია, კიდევ უფრო მეტი სიმარტივისთვის გადახდისას საბანკო ბარათებს ვიყენებთ, თუმცა კომფორტულობის გარდა, საქართველოს ბანკის ბარათების ყოველი გამოყენებისას დამატებითი სარგებელიც შეგიძლია მიიღო.
საქართველოს ბანკის ბარათების მფლობელები ლოიალობის PLUS პროგრამაში არიან ჩართულები, რომლითაც ყოველი გადახდა ავტომატურად უდრის დაგროვებას.
PLUS პროგრამას ოთხი სხვადასხვა სტატუსი აქვს: Starter, Bronze, Silver და Gold. Starter სტატუსი ავტომატურად გენიჭება, როდესაც ბარათს იღებ, ხოლო შემდგომი სამი სტატუსი ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა მოიპოვო.
ყოველი შემდეგი სტატუსი ზრდის შანს, რომ უფრო მეტი PLUS ქულა დააგროვო, ეს ქულები კი შეგიძლია უამრავ ობიექტში დახარჯო და შენთვის საინტერესო სხვადასხვა ტიპის სარგებელი მიიღო.
Starter-ის შემდეგი საფეხურია:
1. Bronze (2 ვარსკვლავი)
Bronze სტატუსით სარგებლობის შემთხვევაში ბარათით გადახდილ ყოველ ერთ ლარზე დაგერიცხება 1.5 PLUS ქულა.
ამასთანავე ევექსის ნებისმიერ კლინიკაში ვიზიტისას 35%-მდე ფასდაკლებით ისარგებლებ.
გარდა ჯანმრთელობისა, საკუთარი ქონებაც შეგიძლია დააზღვიო, რომლის ლიმიტიც 1000 ლარს შეადგენს.
თუ საკრედიტო ბარათის, American Express (AmEx)-ის შეკვეთა გსურს, Bronze სტატუსი კიდევ უფრო მომგებიანი იქნება შენთვის, რადგან წლიურ საკომისიოზე 10%-იანი ფასდაკლება გექნება
2. Silver (3 ვარსკვლავი)
შემდგომ საფეხურზე უკვე 1.75 PLUS ქულა დაგერიცხება და ევექსის კლინიკებშიც კიდევ უფრო გაზრდილი – 40%-მდე ფასდაკლებით ისარგებლებ.
ხოლო რაც შეეხება ქონების დაზღვევის ლიმიტსა და American Express-ის წლიურ საკომისიოზე ფასდაკლებას, აქაც ბევრად გაუმჯობესებული პირობებია: დაზღვევის ლიმიტი 5 000 ლარამდეა გაზრდილი, ხოლო AmEx-ის წლიურ საკომისიოზე 25%-იან ფასდაკლებას მიიღებ.
3. Gold (4 ვარსკვლავი)
Gold პლუს პროგრამის ბოლო საფეხურია და აქ, რასაკვირველია, საუკეთესო შეთავაზებებს წააწყდები. Gold სტატუსის შემთხვევაში თითო ლარი უკვე 2 PLUS ქულას უდრის, ხოლო ქონების დაზღვევის ლიმიტი Silver-თან შედარებით გაორმაგებული და 10 000 ლარამდეა გაზრდილი.
რაც შეეხება ევექსსა და American Express-ს, ორივე შემთხვევაში 50%-იანი ფასდაკლებით ისარგებლებ.
გარდა ამისა, ზემოთ ჩამოთვლილი სტატუსებისგან განსხვავებით, აქ ბარათის ადგილზე მიტანის უფასო სერვისით სარგებლობაც შეგიძლია.
როგორ უნდა გააუმჯობესო საკუთარი PLUS სტატუსი?
ბარათის სტატუსი და ვარსკვლავების დაგროვება მთლიანად დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად ხშირად იხდი ბარათით და რომელი საბანკო პროდუქტებით სარგებლობ.
სადებეტო ბარათით თვეში მინიმუმ 20-ჯერ გადახდისას აგროვებ 1 ვარსკვლავს, ხოლო თუ საკრედიტო ბარათით თვეში მინიმუმ 20 გადახდაზე – 2 ვარსკვლავს.
ავტომატურად 1 ვარსკვლავი მოგენიჭება მინიმუმ 300 ლარიანი ანაბრის გახსნისას და სამომხმარებლო სესხის აღებისას ან ნაწილ-ნაწილ გადახდისას.
ნახე სრული სია, როგორ შეგიძლია სტატუსის გაუმჯობესება.
მოკლედ, მთავარია, საქართველოს ბანკის ბარათი რაც შეიძლება ხშირად გამოიყენო, საბანკო სერვისებით ისარგებლო, დააგროვო შესაბამისი ვარსკვლავები და ხარჯვის პარალელურად ისე მიიღებ სარგებელს, რომ შეიძლება ვერც კი გააცნობიერო.