Logo
ბლოგი
Time icon

3 წუთი წასაკითხად

რატომ არის ახლა საუკეთესო დრო Amex-ის ასაღებად

თუ აქამდე Amex ბარათის გააქტიურებაზე ფიქრობდი, მაგრამ ფილიალში ვიზიტისთვის დრო ვერ გამონახე, ახლა საუკეთესო დროა. ბარათის აღების პროცესი გახდა მომენტალური, ციფრული და რაც მთავარია, ფინანსურად კიდევ უფრო მომგებიანი. 

რა არის American Express?

American Express, ანუ Amex საკრედიტო ბარათია წინასწარ დამტკიცებული ლიმიტით, რომელსაც ყოველდღიური ხარჯებისთვის იყენებ. რაც მთავარია, დახარჯული თანხის პროცენტს (ეფექტური ლარში 23.8%-დან) არ გადაიხდი, თუ საშეღავათო პერიოდში დააბრუნებ და რამდენიმე მარტივ წესს დაიცავ.

ამ ბლოგში მოგიყვებით მთავარ მიზეზებზე, თუ რატომ არის ახლა საუკეთესო დრო Amex-ის ასაღებად:

1. გაიაქტიურე ბარათი სახლიდან გაუსვლელად

ახლა უკვე შეგიძლია Amex-ის ციფრული ვერსია პირდაპირ მობილბანკიდან, სულ რამდენიმე წამში შეუკვეთო. ციფრულ ბარათს Apple Wallet-ში ან Google Pay-ში დაამატებ და მომენტალურად შეძლებ გადახდას. ფიზიკური ბარათი აღარ არის აუცილებელი, თუმცა სურვილის შემთხვევაში, მისი შეკვეთაც შეგიძლია.

2. ისარგებლე საკომისიოს გარეშე ან ფასდაკლებით

Amex ბარათებით სარგებლობისას ყოველწლიური საკომისიოს გადახდა გიწევს, თუმცა ახალი ციფრული პროდუქტის დამატებასთან ერთად, სპეციალური შეთავაზება მოქმედებს.

თუ ბარათს სიახლის ამოქმედებიდან 30 აპრილამდე აიღებ, პირველი წლის საკომისიო სრულად გაგიუქმდება. ეს საუკეთესო შანსია, რომ 1 წლის განმავლობაში საკომისიოს გარეშე გამოცადო ბარათი.

ასევე, თუ ბანკში იპოთეკური სესხი გაქვს, ამ შემთხვევაშიც თავისუფლდები Blue, Green და Gold ბარათების წლიური საკომისიოსგან.

საქართველოს ბანკის ლოიალობის პროგრამის ფარგლებში კი შესაძლებელია წლიურ საკომისიოზე 50%-მდე ფასდაკლების მიღება. მაგალითად, Bronze სტატუსის მფლობელები 10%-იანი, Silver სტატუსის მფლობელები 25%-იანი, ხოლო Gold სტატუსის მფლობელები 50%-იანი ფასდაკლებით სარგებლობენ. 

3. შეარჩიე შენზე მორგებული ბარათი და დააგროვე MR ქულები

საქართველოს ბანკი გთავაზობს რამდენიმე ტიპის Amex ბარათს, რომლებიც ერთმანეთისგან საკრედიტო ლიმიტით, წლიური ღირებულებით და ქულების დაგროვების პირობებით განსხვავდება.

Amex-ით ყველა გადახდაზე აგროვებ MR ქულებს. MR ქულები შეგიძლია პარტნიორ კომპანიებში გახარჯო და შეიძინო სასურველი ნივთები, ან საუკეთესო კურსით გადაცვალო PLUS ქულებში: 1 MR ქულა = 3 PLUS ქულას.

  • Amex Blue: ყოველ დახარჯულ 1 ლარზე 1 MR ქულა გერიცხება.
  • Amex Green: ყოველ დახარჯულ 1 ლარზე 1.5 MR ქულა გერიცხება.
  • Amex Gold: ყოველ დახარჯულ 1 ლარზე 2 MR ქულა გერიცხება.
  • Amex Platinum: ყოველ დახარჯულ 1 ლარზე 3 MR ქულა გერიცხება (მხოლოდ SOLO მომხმარებლებისთვის).

ასევე, შეგიძლია მუდმივად განახლებადი, მრავალფეროვანი შეთავაზებებით ისარგებლო: ქეშბექები, ფასდაკლება ქულებით გადახდისას და უამრავი სხვა სერვისი. MR ქულები გროვდება ყველა გადახდაზე როგორც საქართველოში, ასევე საზღვარგარეთ ფიზიკურ და ონლაინ მაღაზიებში

თუ მოხდა ისე, რომ ხელფასამდე რამდენიმე დღით ადრე, ბენზინგასამართზე მისვლისას აღმოაჩენ, რომ საჭირო რაოდენობის თანხა არ გაქვს, გაიხსენე, რომ Amex ბარათის შემთხვევაში ქულებით შეგიძლია გადახდა და ეს, რა თქმა უნდა, მხოლოდ ბენზინგასამართ სივრცეებს არ ეხება.

4. ისარგებლე უფასო სამოგზაურო დაზღვევით

ბარათის აქტივაციისას საჩუქრად მიიღებ 4-წლიან სამოგზაურო დაზღვევას, რომელიც ფარავს ისეთ შემთხვევებს, როგორიცაა მოგზაურობის გაუქმება, გადაუდებელი სამედიცინო ხარჯები და ბარგის დაგვიანება. მანამ, სანამ ბარათი ვალიდურია, ნებისმიერ დროს შეგიძლია დაზღვევით ისარგებლო. პოლისს პირდაპირ მობილბანკიდან ჩამოტვირთავ.

5. ისარგებლე ზედმეტი დანახარჯის გარეშე

თუ ბარათით გამოყენებულ თანხას დაანგარიშების თარიღიდან 25 დღის განმავლობაში სრულად დააბრუნებ, ისარგებლებ საშეღავათო პერიოდით და პროცენტს (ეფექტური ლარში 23.8%-დან) არ გადაიხდი. 

თუმცა თუ სრულად დაფარვას ვერ შეძლებ, ამ შემთხვევაშიცაა გამოსავალი – მინიმალური შენატანი, რომლის რაოდენობასაც მობილბანკში ნახავ.

Amex Lifehack: მოემზადე 5 ივლისისთვის

თუ PLUS-ების დაბადების დღეს ელოდები და გინდა, რაც შეიძლება მეტი ქულა დააგროვო, Amex საუკეთესო გამოსავალია:

  • მოგზაურობა მეგობრებთან ერთად: თუ მეგობრებთან ერთად გეგმავ შვებულებას, სასტუმროს ან ბილეთების ჯავშანი Booking-ზე ან Airbnb-ზე შენი Amex-ით გააკეთე. დიდი თანხის გადახდისას დაგიგროვდება სოლიდური რაოდენობის MR ქულები, მეგობრები კი თავიანთ წილს მობილბანკის ფუნქციით – თანხის მოთხოვნა/გაყოფა – მარტივად ჩაგირიცხავენ.
  • გადაცვალე MR ქულები PLUS-ებში: მაგალითად, Amex Gold-ით 100 ლარის გადახდისას გერიცხება 200 MR ქულა, რაც გადაცვლის შემდეგ 600 PLUS ქულას უდრის. შედარებისთვის, სხვა ბარათით იმავე თანხის გადახდისას საუკეთესო შემთხვევაში 200 ქულას დააგროვებდი. თუ PLUS ქულების დაგროვებისთვის ამ ხერხს გამოიყენებ, 5 ივლისს ნამდვილად შეძლებ არაერთი სასურველი ნივთის შეძენას.
  • დააგროვე მეტი MR ქულა ყოველდღიური ხარჯებით: შეგიძლია საკუთარი ანგარიშიდან გადარიცხო თანხა Amex ბარათზე და იმით ისარგებლო. ამ შემთხვევაში, შენი საკრედიტო ლიმიტი ხელუხლებელი დარჩება, MR ქულებს კი ჩვეულებრივ დააგროვებ.

ასე რომ ისარგებლე შეთავაზებით, გაიაქტიურე Amex-ის ციფრული ბარათი მობილბანკიდან წამებში საკომისიოს გარეშე და დაიწყე ქულების დაგროვება დიდი მიზნებისთვის. 

გააზიარე

შეიძლება დაგაინტერესოს