1 წუთი წასაკითხად
შენი ფეხბურთის სიყვარული ციფრულ ბარათზე? ნახე როგორ!
12 ივლ. 2023
1 წუთი წასაკითხად
1 წუთი წასაკითხად
საქართველოს ბანკი წარმოგიდგენთ ციფრულ საგულშემატკივრო ბარათებს! აირჩიე საყვარელი ფეხბურთელის ნომერი და ისარგებლე ექსკლუზიური შეთავაზებებით. გაიგე მეტი!
12 ივლ. 2023
1 წუთი წასაკითხად
საქართველოში გამართული ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის მეოთხედფინალურ მატჩს (საქართველო U21 V ისრაელი U21) ამ ტურნირის ისტორიაში სტადიონზე რეკორდული რაოდენობის გულშემატკივარი დაესწრო – 44 338 ადამიანი!
წარმოიდგინეთ, ეს ტურნირი არსებული ფორმატით 1978 წლიდან იმართება, მოვლილი აქვს ლამის ყველა საფეხბურთო ქვეყანა ევროპის კონტინენტზე, მაგრამ მხოლოდ ჩვენ მოვახერხეთ და დავამყარეთ ეს რეკორდი. მეტიც, საუკეთესო მეორე და მესამე შედეგიც ამავე ტურნირზე თბილისში დაფიქსირდა.
ამ უახლესი მაგალითის გარდა სხვა ბევრი მტკიცება არც სჭირდება იმ ფაქტს, რომ საქართველოში სპორტი, კონკრეტულად კი ფეხბურთი, განსაკუთრებით გვიყვარს. ვნახეთ, რომ ეს ასეა სტატისტიკურად და ეს მუდამ იგრძნობა ქართველი ხალხის განწყობაში.
საქართველოს ბანკისა და ეროვნული ნაკრების თანამშრომლობით, ეს განწყობა უკვე ციფრულ ბარათებზეც გადავიდა. საქართველოს ბანკის მომხმარებელს უკვე აქვს შესაძლებლობა, შეარჩიოს მისთვის სასურველი საგულშემატკივრო ციფრული ბარათი შესაბამისი დიზაინით: ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფორმის დიზაინი და საყვარელი ფეხბურთელის ნომერი.
მაგალითად, თუ ხარ საქართველოს ეროვნული ნაკრების დიდი ქომაგი და განსაკუთრებით გიყვარს ზურიკო დავითაშვილი, გაქვს შესაძლებლობა ამ საგულშემატკივრო ემოციის ვიზუალიზაცია მოახდინო შენს ციფრულ ბარათზე და აირჩიო ულამაზესი თეთრი ფორმის დიზაინი 9-ნომრიანი მაისურით.
ბარათი მხოლოდ ციფრულია. მისი დამატება შესაძლებელია Google Pay-ში და/ან Apple Pay-ში და მას ისევე გამოიყენებ, როგორც ჩვეულებრივ საბანკო ბარათს.
რა თქმა უნდა, ასეთი ერთგული გულშემატკივრები ისარგებლებენ განსაკუთრებული პირობებითაც: ეროვნული ნაკრების ოფიციალურ საგულშემატკივრო მაღაზიაში – fanshop-ge-ზე საგულშემატკივრო ციფრული ბარათის გამოყენებისას 15%-იანი ფასდაკლებით სარგებლობის უპირატესობა გექნება.
აიღე საქართველოს ბანკის ციფრული ბარათი და გამოხატე შენი გულშემატკივრობა!
3 წუთი წასაკითხად
30 აპრ. 2026
ჩემპიონთა ლიგაზე ნაჩვენები თამაშის შემდეგ, ხვიჩა კვარაცხელია ოქროს ბურთის რეალურ პრეტენდენტად იქცა. გაიგე ლეგენდების შეფასებები და მისი შანსები.
2 წუთი წასაკითხად
17 აპრ. 2026
საქართველოს ქალთა ეროვნული საფეხბურთო ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მორიგი მნიშვნელოვანი შეხვედრისთვის ემზადება. 18 აპრილს, 20:00 საათზე, ჩვენი გუნდი ფარერის კუნძულების დედაქალაქ ტორსჰავნში ადგილობრივ ნაკრებს დაუპირისპირდება. საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე C ლიგაში ასპარეზობს, სადაც ჯამში 6 ჯგუფია წარმოდგენილი. ტურნირის წესების თანახმად, თუ ჩვენი გუნდი პირველ ადგილს დაიკავებს, ან საუკეთესო ორ მეორეადგილოსანს შორის მოხვდება,
2 წუთი წასაკითხად
10 ოქტ. 2025
უმნიშვნელოვანესი თარიღები ქართული ფეხბურთის ისტორიაში! საქართველოს ნაკრები ესპანეთისა და თურქეთის წინააღმდეგ. გაიგე, რატომ არის ეს თამაშები გადამწყვეტი და ვინ იბრუნებს ფორმას.
2 წუთი წასაკითხად
4 სექ. 2025
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე იწყებს ბრძოლას. გაიგე მეტი მეტოქეების, ტაქტიკისა და ჩვენი შანსების შესახებ მუნდიალის საგზურისთვის.
2 წუთი წასაკითხად
17 აპრ. 2026
2 წუთი წასაკითხად
10 ოქტ. 2025
2 წუთი წასაკითხად
4 სექ. 2025