Logo
ბლოგი
Time icon

1 წუთი წასაკითხად

როგორ ცვლის Arena Games Web3 თამაშების შექმნას? | გაიგე მეტი

აღმოაჩინეთ Arena Games, ქართული Web3 პლატფორმა, რომელიც დეველოპერებს საშუალებას აძლევს, ბლოკჩეინ თამაშები 2 დღეში შექმნან და მოახდინონ მონეტიზაცია.

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით 29 ივნისს 500 Georgia-ს მე-4 ნაკადის დემო დღე გაიმართა, სადაც ტექნოლოგიური სტარტაპების დამფუძნებლებმა დაინტერესებულ საზოგადოებას თავიანთი ინოვაციური პროდუქტები წარუდგინეს. მათ შორის ერთ-ერთი იყო Arena Games.

„ჩვეულებრივი თამაშის აწყობას 6 თვეზე მეტი სჭირდება, თუმცა Arena Games-ის მეშვეობით ეს 2 დღეზე ნაკლებ დროშიც ხერხდება,“ – მარი გიორგობიანი, Arena Games-ის თანადამფუძნებელი.

Arena Games ქართული Web3 თამაშების პლატფორმაა, რომელიც თამაშის დეველოპერებსა და მოთამაშეებს აერთიანებს.

მარის თქმით, სტარტაპი თამაშების დეველოპერებს უხსნის გზას, ჩააინტეგრირონ ბლოკჩეინ ტექნოლოგია საკუთარ თამაშებში ყველანაირი ბლოკჩეინ რესურსის გარეშე. ამ ყველაფრის შემდეგ კი მათ შეუძლიათ, მყისვე ჩაუშვან თამაშები პლატფორმაზე და მოახდინონ მონეტიზაცია თავიანთი Web3 თამაშებისა თუ ამ თამაშებში არსებული ციფრული აქტივების მეშვეობით.

„ჩვენი ბიზნესმოდელი მარტივია, ჩვენ ვახდევინებთ მომხმარებლებს გარკვეულ გადასახადს ყოველ ახალ აქტივზე, რომელსაც ისინი პლატფორმაზე გაყიდიან,“ – განაცხადა მარიმ.

მან ასევე აღნიშნა, რომ მხოლოდ ამ წელს Arena Games-მა უკვე ითანამშრომლა 10 სათამაშო სტუდიასთან, შეიძინა 12 000-მდე აქტიური მოთამაშე და დღესდღეობით პლატფორმაზე ყოველკვირეულად 5 თამაში ეშვება.

თუმცა, მისივე თქმით, ეს მხოლოდ დასაწყისია.

https://www.youtube.com/watch?v=Q3Naw7cixE8&list=PLUxkp0BgXSmK2_2TMbn4-g8coNog8TMma&index=9

გააზიარე

შეიძლება დაგაინტერესოს