2 წუთი წასაკითხად
თბილისის წიგნის დღეები: დათო გორგილაძის გამორჩეული რჩევები
9 ნოე. 2023
2 წუთი წასაკითხად
2 წუთი წასაკითხად
გაიგეთ, რომელი წიგნები უნდა წაიკითხოთ თბილისის წიგნის დღეებზე. დათო გორგილაძე გირჩევთ თანამედროვე, თარგმნილ თუ დებიუტანტ მწერლებს. იპოვეთ თქვენი შემდეგი საკითხავი!
9 ნოე. 2023
2 წუთი წასაკითხად
ტრადიციულად, საშემოდგომოდ თბილისის წიგნის დღეები იმართება, რომლის ფარგლებშიც ყველა ასაკის მკითხველს შესაძლებლობა ეძლევა, წლის ბოლოს დაგროვილ ლიტერატურულ სიახლეებს გაეცნოს ექსპოჯორჯიის მე-11 პავილიონში და ზამთრის სუსხიანი თვეებისთვის საკითხავი ფასდაკლებებით მოიმარაგოს.
წელს თბილისის წიგნის ფესტივალის გენერალური სპონსორი საქართველოს ბანკია. ამ თანამშრომლობის ფარგლებში დათო გორგილაძის რეკომენდაციებს გთავაზობთ, რაც ფესტივალზე წარმოდგენილ უამრავ წიგნს შორის თქვენთვის შესაფერისის არჩევაში დაგეხმარებათ.
თანამედროვე ქართული რომანი, რომლის წაკითხვასაც იმ მკითხველს ურჩევდით, რომელსაც ჯერ ახალი ქართული ლიტერატურა მაინცდამაინც არ შეუყვარებია
ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად დაფიქრებაც კი არ დამჭირდება: ჩემი აზრით, თანამედროვე ქართულ ლიტერატურაში შესაბიჯებლად აკა მორჩილაძის „ფალიაშვილის ქუჩის ძაღლები“ იდეალურია. ამ ტექსტით მკითხველი გემოს გაუგებს ავტორის სამწერლობო ოსტატობას, სტილს, თემატიკას და, რაც მთავარია, აუცილებლად გახსნის მადას სხვა წიგნების წასაკითხად.
ახალი თარგმან(ები)ი, რომელიც წლევანდელ თბილისის წიგნის დღეებზე არ უნდა გამორჩეს მკითხველს.
ამ შეკითხვაზე კი ბევრი ფიქრი და მტკივნეული გამორჩევა მომიწევს. თარგმანებში ნამდვილი ბუმია – თანამედროვე ქართულმა თარგმანმა თამასა ძალიან მაღლა ასწია. კითხვის სურვილი ერთია, მაგრამ მკითხველის ჯიბეც ხომ უნდა გასწვდეს. რადგანაც არ იშლით, დავასახელებ სამ წიგნს:
დებიუტანტი ან ახალგაზრდა ქართველი მწერლის წიგნი, რომელსაც მკითხველს ურჩევდით
სადებიუტო ტექსტებშიც დიდი ამბებია წელს. ამის დასამოწმებლად პრემია „საბას“ ძალიან გრძელი მოკლე სიის მოყვანაც შეგვიძლია საუკეთესო დებიუტის ნომინაციაში. ყველას დავასახელებდი, მაგრამ ეგ რაღა გამოვა. ამიტომაც ორს გამოვარჩევ:
წიგნი, რომელიც ბოლო დროს აღმოაჩინეთ, აღფრთოვანდით და სხვებსაც ურჩევთ
ეს წიგნი წინა შეკითხვის პასუხადაც გამოდგებოდა, მაგრამ აქ იყოს. მე თანამედროვე ქართველის ავტორების გულმხურვალე ქომაგი ვარ. ენით უთქმელ სიხარულს მანიჭებს, როცა ვინმე ისეთს აღმოვაჩენ, რომელმაც ჩვენს ენაზე დაწერა ისეთი რამ, რაც აღმაფრთოვანებს, დამაფიქრებს და კარგა ხანს გამყვება. ასეთი წელს ახალგაზრდა ავტორი გოგა ქობალია და მისი არაჩვეულებრივი ტექსტი იყო – „ჩემი ყანა გადაიქცა მერცხლად“.
მოთხრობების კრებული, რომელიც მკითხველის მეტ დაფასებას იმსახურებს
მკითხველისგან, მაგრამ როცა რაღაც ძალიან მოგწონს, გინდა უფრო მეტმა წაიკითხოს.
რუსუდან რუხაძის „ერთი თქვენგანი გამცემს“ და რომენ გარის „ჩიტები სასიკვდილოდ პერუში მიფრინავენ“.
ჟანრული ლიტერატურიდან რას ურჩევდით მკითხველს
ჟანრული ლიტერატურიდან? – ჰმ… „დარქ ფენტეზის“ მიაწექით. მეც ახლა ვიდგამ ფეხს.
3 წუთი წასაკითხად
4 მაი. 2026
გაიგეთ, რატომ იყო ქუთაისი რეზო გაბრიაძის შთაგონება და როგორ აღნიშნა SOLO-მ ქუთაისობა. აღმოაჩინეთ ხელოვანის ჯადოსნური სამყარო და ქალაქის უნიკალური ისტორია.
5 წუთი წასაკითხად
17 აპრ. 2026
ამ ამბავზე ავტორი ვერ დაიჟინებს, რომ რეალურ ფაქტებზეა დაფუძნებული, თუმცა მისი გმირები იმდენად ახლობლები არიან, ისტორია კი იმდენად უნივერსალურად ადამიანური, რომ მის სინამდვილეში ეჭვის შეტანა ძალიან რთულია; ან, როგორც რეზო გაბრიაძე მოთხრობაში უცხო ჩიტი ამბობს: „ნამდვილზე უფრო ნამდვილია”. თავდაპირველად ბუხრის პირას მოსმენილი მიზანასა და არისტოს, ერთაოზისა და მარგალიტას, ქრისტეფორესა და თამუნიას ამბავი ეკრანიდან, ოპერის სცენიდან
3 წუთი წასაკითხად
16 აპრ. 2026
ერთაოზისა და მარგალიტას, ნიჭიერი მოქანდაკე აგული ერისთავის, ალფრედისა და ვიოლეტას, ფეოლას, მიმინოს, შავთელის ქუჩაზე მდებარე, ზომიერად დახრილი კოშკისა და სიყვარულის უნიკალური ფორმულის გარეშე დღეს ქართული ყოველდღიურობა, ალბათ, სულ მციერე ბევრად უღიმღამო იქნებოდა. რეზო გაბრიაძის მრავალფეროვან ნამუშევრებად ქცეული, თუმცა მაინც ამოუცნობი და ამოუწურავი შემოქმედებითი ენერგია, დღეს მის ნახატებში, წიგნებში, თოჯინებში, სცენარებში, პიესებში, სპექტაკლებსა და ფილმებში აგრძელებს
4 წუთი წასაკითხად
18 მარ. 2026
აღმოაჩინეთ Situationist-ის გზა მილანიდან პარიზის მოდის კვირეულამდე. გაიგეთ, როგორ იქცა ირაკლი რუსაძის ბრენდი საერთაშორისო ფენომენად და რას ურჩევს ის დამწყებ დიზაინერებს.
3 წუთი წასაკითხად
4 მაი. 2026