Logo
ბლოგი
Time icon

2 წუთი წასაკითხად

რა შეღავათები აქვთ Student Card-ის მფლობელებს სამედიცინო, სტომატოლოგიურ და სააფთიაქო სერვისებზე

წლის შესასრულებელი გეგმა თუ უკვე გაწერე, სიაში აუცილებლად გექნება სამედიცინო მომსახურებებისა და გეგმური შემოწმების ჩატარება. თუ არა, შეგიძლია დაამატო, რადგან ამ ყველაფერს განსაკუთრებული ფასდაკლებებით შეძლებ, თუ საქართველოს ბანკის სტუდენტურ ბარათს ფლობ.

ჯანდაცვის სტუდენტური პროგრამა ევექსის, ნიუ დენტის, ჯიპისისა და ფარმადეპოს მრავალფეროვანი სერვისების ანაზღაურებას მოიცავს, რაც არა მხოლოდ სამედიცინო პროცესებს ფარავს, არამედ ჯანდაცვის უფრო მასშტაბურ პაკეტს ქმნის.

ზოგადი კეთილდღეობისთვის ჯანდაცვა განუყოფელი კომპონენტია, წელს კი ამის პრიორიტეტად ქცევას საქართველოს ბანკის სტუდენტური პროგრამა გაგიმარტივებს, რომელიც ყველაფერთან ერთად ხარჯების შემცირებაშიც დაგეხმარება.

პირველ რიგში, უნდა იცოდე, რომ პროგრამა ვრცელდება Student Card-ის ყველა მომხმარებელზე განურჩევლად იმისა, აქვს თუ არა აქტიური სტუდენტური სტატუსი. ასევე, ამ პროგრამით სარგებლობისას არ არის შეზღუდვა იმაზე, ევექსის კლინიკაში ხარ თუ არა რეგისტრირებული. თუმცა, თუ გსურს, რომ მაქსიმალური სარგებელი მიიღო, ევექსში რეგისტრაცია ნებისმიერ დროს შეგიძლია.

New Dent-ის, GPC-ის და PHarmadepot-ს შეთავაზებები Student Card-ის ყველა მფლობელისთვის

Student Card-ის მფლობელი, განურჩევლად თავისი სტუდენტის სტატუსისა, შეძლებს ისარგებლოს სტომატოლოგიური და სააფთიაქო ქსელების მრავალფეროვანი შეთავაზებებით. კერძოდ:

New Dent

ნიუ დენტში უფასოდ ჩაიტარებ კონსულტაციას ნებისმიერ სპეციალისტთან და 30, 40 და 50%-იანი ფასდაკლებით ისარგებლებ სხვადასხვა მომსახურებებზე, როგორებიცაა მაგალითად Airflow ან ულტრაბგერითი აპარატით წმენდა, კარიესის მკურნალობა, ორთოდონტია (ბრეკეტები), ქიმიური გათეთრება.

GPC და PHarmadepot

ჯიპისისა და ფარმადეპოში კი 35%-იან ფასდაკლებას მიიღებ კოსმეტიკაზე, ხოლო 25%-იან ფასდაკლებას – მედიკამენტების შერჩეულ ბრენდებზე. გაითვალისწინე, რომ ფასდაკლება არ შეეხება ონკოლოგიურ და სპეცმედიკამენტებს, თურქეთიდან იმპორტულ და სახელმწიფოს მიერ რეგულირებულ, რეფერენტული ფასის მქონე მედიკამენტებს.

თუ ხარ Student Card-ის მფლობელი და არ გაქვს სტუდენტის აქტიური სტატუსი:

ოჯახის ექიმის კონსულტაციას უფასოდ მიიღებ, ხოლო 40%-იანი დაფინანსებით გაივლი კონსულტაციას შემდეგ სპეციალისტებთან:

  • ენდოკრინოლოგი
  • ოფთალმოლოგი
  • კარდიოლოგი
  • ნევროლოგი
  • გინეკოლოგი
  • ლარინგოლოგი
  • უროლოგი
  • ქირურგი

30%-ით დაგიფინანსდება ლაბორატორიული კვლევები, რაშიც შედის:

  • სისხლის საერთო ანალიზი, შარდის საერთო ანალიზი, გლუკოზა პერიფერიულ სისხლში, კრეატინინი, ქოლესტერინი სისხლში, შრატში ლიპიდების განსაზღვრა, განავლის ანალიზი ფარულ სისხლდენაზე, პროთრომბინის დრო, ღვიძლის ფუნქციური სინჯები (ALT, AST), ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციური სინჯი (TSH).

ხოლო 40%-იანი ფასდაკლებით ჩაიტარებ ინსტრუმენტულ კვლევებს, მათ შორისაა:

  • ელექტროკარდიოგრაფია, საჭმლის მომნელებელი სისტემის ექოსკოპია, შარდ-სასქესო სისტემის ექოსკოპია, გინეკოლოგიური ექოსკოპია, გულმკერდის რენტგენოსკოპია/რენტგენოგრაფია, ძვლების რენტგენოგრაფია.

თუ ხარ Student Card-ის მფლობელი და გაქვს აქტიური სტუდენტის სტატუსი:

იმ შემთხვევაში, თუ სტუდენტურ ბარათთან ერთად აქტიური სტუდენტის სტატუსიც გაქვს, ამავდროულად კი რეგისტრირებული ხარ ევექსის კლინიკაში, შენ ისარგებლებ 100%-იანი დაფინანსებით სხვადასხვა სპეციალისტთან კონსულტაციებზე, ინსტრუმენტულ და ლაბორატორიულ კვლევებზე და სპეციალური Student Card-ის შეთავაზებით, რაშიც შედის:

  • 34 კლინიკაში სერვისის მიღების შესაძლებლობა
  • დაუფარავი სერვისები – სპეციალისტის კონსულტაცია 30%
  • დაუფარავი სერვისები – ინსტრუმენტული კვლევები 20%
  • დაუფარავი სერვისები – ლაბორატორიული კვლევები 10%

გაეცანი ჯანდაცვის სტუდენტურ პროგრამას დეტალურად.

ამ განსაკუთრებული შეთავაზებების გათვალისწინებით, შეგიძლია, თამამად დაგეგმო შენს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ყველა საჭირო პროცედურა. სტუდენტური ბარათი თუ არ გაქვს, აიღე მარტივად, შემდეგ კი დარეგისტრირდი სტუდენტური ჯანდაცვის პროგრამაში.

გააზიარე

შეიძლება დაგაინტერესოს