2 წუთი წასაკითხად
ბიზნეს ნაკრები M - შეღავათები, პროდუქტები და უპირატესობები თქვენი მზარდი ბიზნესისთვის
იპოვეთ გზა მზარდი ბიზნესის ეფექტური მართვისკენ. ბიზნეს ნაკრები M გთავაზობთ ექსკლუზიურ პირობებს, სპეციალურ ტარიფებსა და უამრავ შეღავათს. დროა, გაიგოთ მეტი!
14 თებ. 2024
2 წუთი წასაკითხად
რაც უფრო ფართოვდება ბიზნესი, ტრანზაქციების რაოდენობა და მოცულობაც მით უფრო იზრდება. ყოველდღიური საქმიანობაც გაცილებით მეტ პროცესებში ჩართვას მოითხოვს, რასაც მეტი დრო და ადამიანური რესურსი სჭირდება. თუ თქვენი ბიზნესიც მსგავს ეტაპებს გადის და ბიზნეს მობილბანკის ან ბიზნეს ინტერნეტბანკის მომხმარებელი ხართ, საქართველოს ბანკის პროდუქტი – ბიზნეს ნაკრები დროსა და რესურსებს აუცილებლად დაგიზოგავთ და ბიზნესის წარმატებულად მუშაობაშიც დაგეხმარებათ. საქართველოს ბანკმა ბიზნეს მომხმარებლებს ბიზნეს ნაკრები – სასტარტო, S, M და L შესთავაზა.
თუ მზარდი ბიზნესის მფლობელი ხართ, გადარიცხვებითა და თანხის განაღდებით ხშირად სარგებლობთ და საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობთ, მაშინ ბიზნესის მართვას ბიზნეს ნაკრები M-ის პროდუქტები, სერვისები და შეღავათები გაგიმარტივებთ. თვის განმავლობაში ნაკრები M-ით გექნებათ:
- 10 კომუნალური გადარიცხვა საკომისიოს გარეშე
- 2 ციფრული და 2 პლასტიკური ბარათი
იმის შესახებ, თუ რამდენად კომფორტულია ბიზნესის მართვის პროცესში ბიზნეს მობილბანკის სხვა ფუნქციებიც, წარმატებული ივენთკომპანია რემბოუს დირექტორი, იზი მდინარაძე გვესაუბრა.
დაახლოებით 5 წელია, რაც საქართველოს ბანკის პარტნიორები გავხდით. იქიდან გამომდინარე, რომ დღითიდღე უფრო და უფრო მეტი ჩვენი დამკვეთი თუ მომწოდებელი საქართველოს ბანკის მომსახურებით სარგებლობდა, ჩვენც ვცადეთ და ძალიან მალე დავინახეთ სიმარტივე, რაც თუნდაც ბიზნეს მობილბანკის გამოყენებით იგრძნობოდა. გარდა იმისა, რომ კომპანიისთვის ისეთი აუცილებელი პროცესი, როგორც ტრანზაქციების განხორციელებაა, უფრო მარტივი გახდა, ხშირად დაგვხმარებია მარკეტინგული და საგადასახადო სხვა სერვისები, საკრედიტო ხაზი და კონვერტაციის საუკეთესო კურსი, რომლებსაც საქართველოს ბანკის ბიზნეს მობილბანკი გვთავაზობს
– რემბოუს დირექტორი, იზი მდინარაძე
თუ თქვენს ბიზნესსაც ყოველდღიურად სჭირდება სხვადასხვა ტრანზაქციის განხორციელება ან ვალუტის კონვერტაცია, ბიზნეს ნაკრები M სწორედ თქვენზე მორგებული პროდუქტია. ბიზნეს ნაკრები M-ის გააქტიურების შემთხვევაში:
- თქვენთვის იმოქმედებს ვალუტის სპეციალური კურსი
- ონლაინ გადარიცხვებით საკომისიოს გარეშე ისარგებლებთ
- გაგიმარტივებთ საერთაშორისო კომპანიებთან ურთიერთობას
იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ პარტნიორები ხშირად საერთაშორისო კომპანიებია, ხშირად ვახორციელებთ სავალუტო გადარიცხვებს შეღავათიანი კურსით. ასევე, რა თქმა უნდა, ვახორციელებთ ლარის გამავალ გადარიცხვებს და თანხის განაღდებას საუკეთესო დღიური ლიმიტით. ამასთანავე, გადახდების მენეჯერის საშუალებით დეტალური ინფორმაციის მიღებაა შესაძლებელი და ასევე გადახდის სხვადასხვა მეთოდების დამატება
– რემბოუს დირექტორი
თუ რემბოუს მსგავსად, საქართველოს ბანკის ციფრულ არხებში ტრანზაქციებს ახორციელებთ, ბიზნეს ნაკრები M-ის გააქტიურებით ისარგებლებთ თანხის გამოტანის გაზრდილი ლიმიტით, მინიმალური ტარიფითა და ფასდაკლებებით ისარგებლებთ. კერძოდ:
- ბანკომატიდან განაღდების დღიური ლიმიტი 30 000 ლარია
- სხვა ბანკში 10,000 ლარამდე გადარიცხვაზე 20%-იანი ფასდაკლება მოქმედებს
- სხვა ბანკში გარანტირებული გადარიცხვის ტარიფია 0.3% (მინ. 30 USD/40 EUR)
- უცხოური ვალუტის სხვა ბანკში გადარიცხვის ტარიფი კი 0.2%-ია (მინ. 10 USD/15 EUR)
ბიზნეს ნაკრები M-ის გააქტიურების შემთხვევაში, გადახდების მენეჯერითა და Ads მენეჯერითაც ავტომატურად ისარგებლებთ. გადახდების მენეჯერი დაგეხმარებათ თქვენი გადახდები ერთ სივრცეში აკონტროლოთ, მართოთ ბიზნესი და ასევე აკონტროლოთ ანალიტიკა, ანუ როგორ, როდის და რამდენს იხდიან თქვენი მომხმარებლები.
Ads მენეჯერი კი, რომელსაც იზა მდინარაძის თქმით, რემბოუც ხშირად იყენებს, 1 800 000-ზე მეტი მომხმარებლისთვის თქვენი სერვისებისა და პროდუქტების შეთავაზების საშუალებას იძლევა. Ads მენეჯერის დახმარებით, მომხმარებელთა სეგმენტს თავად ირჩევთ და მათ ფასდაკლებას, ქეშბექსა თუ დამატებით პლუს ქულებს სთავაზობთ.
სხვა უპირატესობების გარდა, ბიზნეს ნაკრებ M-ის გააქტიურების შემთხვევაში საქართველოს ბანკისგან არაერთი ბიზნეს შეთავაზება გელოდებათ, რომლებიც დაგეხმარებათ, თქვენმა კომპანიამ კიდევ უფრო მეტ წარმატებას მიაღწიოს. მაგალითად, შეგიძლიათ ბუღალტრულ და საგადასახადო სერვისებზე 50%-მდე ფასდაკლება მიიღოთ ან უფასო ფინანსური და საგადასახადო კონსულტაცია გაიაროთ.
სასურველი ნაკრების გააქტიურებას ან შემდეგ განახლებას კი ბიზნეს მობილბანკიდან ან ბიზნეს ინტერნეტბანკიდან ძალიან მარტივად შეძლებთ.