2 წუთი წასაკითხად
თოლია - როგორ მოიყვანა გაზაფხული ოთხმა გოგომ მოძრავი აივნით
11 მარ. 2024
2 წუთი წასაკითხად
2 წუთი წასაკითხად
გაიგეთ, როგორ გააცოცხლა ოთხმა ნიჭიერმა მუსიკოსმა გოგომ უკვდავი „თოლია“ მოძრავ აივანზე და რატომ მოუტანა ამ ვიდეორგოლმა გაზაფხული ქალაქს. აღმოაჩინეთ შექმნის ამბავი.
11 მარ. 2024
2 წუთი წასაკითხად
თბილისურ აივნებს რომ საუნდტრეკი ჰქონდეთ, ეს უდავოდ „თოლია“ იქნებოდა — სიმღერა, რომლის მელოდიაც ნებისმიერს ააღიღინებს, პირველად სწორედ აივანზე შესრულდა, ფილმში „თოჯინები იცინიან“. სულხან ცინცაძის ამ ორიგინალურ კომპოზიციას მაშინ კვარტეტი ოთხი გია ასრულებდა, საქართველოს ბანკის ახალ, სარვამარტო ვიდეორგოლში კი სიმღერა ოთხმა ახლგაზრდა მუსიკოსმა გოგომ გააცოცხლა.
ფერად ვიდეოში კატო კვარაცხელია, ნინა ყიფშიძე, ფანიკო და ანა უზნაძე გიტარის თანხლებით „თოლიას“ ახალ ვერსიას ასრულებენ, თან — მოძრავ აივანზე სხედან და თბილისის ქუჩებში მოგზაურობენ. კონცეფციაც სწორედ ეს გახლდათ: „თოლიას“ განუყრელ მეგობარს, აივანს, ქუჩებში უნდა ევლო და ყველგან გაზაფხულის ლაღი განწყობა მიეტანა.
რადგან ვიდეორგოლი ქალთა საერთაშორისო დღისთვის მზადდებოდა, მნიშვნელოვანი იყო, სიმღერის ახალი ინტერპრეტაცია ოთხ საინტერესო და ერთმანეთისგან გამორჩეულ არტისტს გაეჟღერებინა. შემსრულებლების განსხვავებული სტილი ოთხი სხვადასხვა ფერის სამოსითაც გამოიხატა და კოლაბორაცია შედგა: ფერებიც ისე ჰარმონიულად შეეხამა ერთმანეთს, როგორც ოთხი გოგოს ხმები.
და მაინც, რატომ „თოლია“?
„იმიტომ რომ ‘თოლია’ ყველას გვიყვარს, ყველამ ვიცით. რთულია არ აგიყოლიოს, არ აგაღიღინოს, არ აგამხიარულოს“, — ამბობენ კრეატიულ სააგენტო JWT Metro-ში, რომელმაც ვიდეორგოლზე იმუშავა.
სააგენტოში ჰყვებიან იმასაც, რომ მუშაობის პროცესი გამოწვევებით სავსე, მაგრამ ამასთან ძალიან საინტერესო იყო:
„ბევრი გადაწყვეტილება იყო მისაღები: რამდენად ახლოს უნდა ყოფილიყო სიმღერა ორიგინალთან, რომელი არტისტი რა სტილით იქნებოდა წარმოდგენილი… ერთ ერთი მთავარი გადასაწყვეტი საკითხი, ცხადია, ისევ აივანი იყო: რა ფორმის, რა ზომის, რა მასალის და რაზე შემდგარი იქნებოდა, იმისთვის, რომ ყველაფერს კარგად ემუშავა“.
საბოლოოდ, ყველაფერმა იმუშავა: ჩვენ კი ვერ ვხედავთ, აივანი როგორ დამოგზაურობს ქუჩებში, მაგრამ ეს სულაც არაა მნიშვნელოვანი დეტალი. მნიშვნელოვანი ისაა, რომ სიმღერასაც და ვიდეოსაც ჩვენამდე ნამდვილი თბილისური გაზაფხულის განწყობა მოაქვს.
„მსმენელისთვის ჩემი სურვილი და სათქმელი იქნება, რომ იყოთ ისეთივე ლაღები, ენერგიულები, უდარდელები და ხალისიანები, როგორც სიმღერა ‘თოლია’“, — ამბობს მომღერალი ანა უზნაძე.
7 წუთი წასაკითხად
2 აპრ. 2026
საქართველოს ბანკის 2025 წლის მდგრადი განვითარების (ESG) ანგარიში, რომელიც მოიცავს გარემოსდაცვით, სოციალურ და მმართველობით მიმართულებებსა და განხორციელებულ პროექტებს.
2 წუთი წასაკითხად
4 მარ. 2026
4 მარტს ლონდონის საფონდო ბირჟის დახურვის შემდეგ, საქართველოს ბანკი, როგორც Lion Finance Group-ში შემავალი კომპანია, FTSE 100 ინდექსში შევიდა. ამ სიახლის უკან გრძელი გზა დგას, რომელიც ეტაპობრივად, თანმიმდევრულად, მკაფიო სტრატეგიებითა და ხედვებით გაიკვალა. საქართველოს ბანკი ლონდონის ტოპ 100-ში საქართველოს ბანკი პირველი კომპანიაა საქართველოდან, რომელმაც ლონდონის ტოპ 100 კომპანიას შორის დაიკავა ადგილი. ეს ნიშნავს იმას, რომ
1 წუთი წასაკითხად
14 იან. 2026
საქართველოს ბანკის მობილბანკის გათამაშება დასრულდა. გაიგე ვინ არიან გამარჯვებულები, რომლებმაც 250 000, 150 000 და 100 000 ლარი მოიგეს
3 წუთი წასაკითხად
26 დეკ. 2025
საახალწლო ნათურების ციმციმი ზამთრის დღესასწაულების ერთ-ერთ ყველაზე ცნობად ვიზუალურ მეტაფორად იქცა. თუმცა ცოტამ თუ იცის, რომ ამ ნათების ისტორია ქართველ გამომგონებელს, გრიგოლ კობახიძეს, იგივე ჯორჯ კობის უკავშირდება. მისი ამბავი რაჭაში, სოფელ თხმორში იწყება და ათწლეულების შემდეგ, ამერიკული კულტურის სიმბოლოდ იქცევა. პირველი ნაბიჯები ყველაფერი 10 წლის გრიგოლ კობახიძის გადამწყვეტი ნაბიჯით დაიწყო, ის სოფელ თხმორიდან ბორჯომში გაიპარა.
7 წუთი წასაკითხად
2 აპრ. 2026
2 წუთი წასაკითხად
4 მარ. 2026
1 წუთი წასაკითხად
14 იან. 2026