2 წუთი წასაკითხად
სჯობს, სცადო და არ გამოგივიდეს, ვიდრე საერთოდ არ სცადო - საქართველოს ბანკის სტიპენდიატი ტექნიკური უნივერსიტეტიდან
22 აპრ. 2024
2 წუთი წასაკითხად
2 წუთი წასაკითხად
შეიტყვე ლუკა წულაიას ისტორია, რომელმაც გამოწვევები საქართველოს ბანკის სტიპენდიით დაძლია. შენი შანსი განათლების სრულად დაფინანსებისთვის.
22 აპრ. 2024
2 წუთი წასაკითხად
განათლების მხარდაჭერისთვის საქართველოს ბანკმა გასულ წელს კიდევ ერთი მასშტაბური სასტიპენდიო პროგრამა შექმნა, რომლის ფარგლებშიც პარტნიორი უნივერსიტეტების სტუდენტებს სწავლის სრული ან ნაწილობრივი დაფინანსების მოპოვება შეუძლიათ. საქართველოს ბანკთან უკვე თანამშრომლობს 15 უნივერსიტეტი, სტიპენდია 140-მდე სტუდენტმა მოიპოვა, მომავალში კი ეს რიცხვები უფრო და უფრო გაიზრდება.
ლუკა წულაია საქართველოს ბანკის ერთ-ერთი წარმატებული სტიპენდიატია. ლუკა ქალაქ ფოთიდანაა და საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში კომპიუტერული მეცნიერების ინგლისურენოვან ფაკულტეტზე სწავლობს. პარალელურად ფეხბურთს თამაშობს და წინ დიდი გეგმები აქვს. როგორც თავად ამბობს, გარკვეულწილად, სწორედ ფეხბურთის სიყვარულმა გადააწყვეტინა კომპიუტერული მეცნიერების სწავლა:
,,ამ მიმართულებით სწავლა გადამაწყვეტინა სპორტმა, რადგან საფეხბურთო კარიერის დასრულების შემდეგ არ ვარ დარწმუნებული, რომ ისევ ამ სფეროში დავრჩები. ჩემთვის რთულია ვიდგე სტადიონზე და ვერ ვთამაშობდე, ამიტომ ავირჩიე მომავლის პროფესია, რომელიც სულ უფრო მოთხოვნადი და აქტუალური ხდება. დაინტერესებული ვარ კიბერუსაფრთხოებით, რომელიც საქართველოს არცერთ უნივერსიტეტში ჯერ-ჯერობით არ ისწავლება. კომპიუტერული მეცნიერება კი დამეხმარება ის უნარ-ჩვევები და ცოდნა მივიღო, რომელიც შემდგომში კიბერუსაფრთხოების შესწავლაში დამეხმარება.“
როგორც ლუკა ამბობს, სრულიად შესაძლებელია თანაბრად წარმატებული იყო სპორტშიც, უნივერსიტეტშიც, თან სხვა ჰობისთვისა და მეგობრებისთვისაც დაგრჩეს დრო. მთავარია მონდომება და პრიორიტეტების სწორად გადანაწილება. თვითონ ახერხებს და დატვირთული გრაფიკის მიუხედავად, სხვადასხვა ხალხურ საკრავზეც უკრავს.
გამოცდები, რომლებზეც სახელმწიფო გრანტია დამოკიდებული, საკმაოდ სტრესულია, რაც ხშირად საკუთარი შესაძლებლობების გამოვლენაში გვიშლის ხელს. ლუკას მაგალითი გვიჩვენებს, რომ გამოცდებით არაფერი სრულდება და წინ უამრავი წარმატებაა:
,,ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ვერ შევძელი გრანტის მოპოვება, წინა წელს საგრანტო კონკურსშიც 0,2 ქულა დამაკლდა დაფინანსებამდე. მიუხედავად ამ მარცხისა, არ გავჩერდი და დღეს საქართველოს ბანკის სტიპენდიატი ვარ. გარდა მოტივაციისა და თავდაჯერებულობისა, ფინანსურადაც ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის ეს სტიპენდია. ამ ეტაპზე ჩემი მთავარი საზრუნავი განათლებაა და აღარ მიწევს სწავლის გადასახადზე ფიქრი“.
კომპიუტერული მეცნიერების სწავლა დიდ ფინანსურ რესურსს მოითხოვს და როგორც ლუკა გვეუბნება, ამ მიმართულების სტუდენტებს სასიცოცხლოდ სჭირდებათ მსგავსი პროექტებით მხარდაჭერაა და წახალისება:
„ჩემს სფეროში ხშირად გვჭირდება მოწყობილობის ან ტექნიკის განახლება, კონკურსებში მონაწილეობის მიღება, გარე წყაროებიდან სწავლა, რაც დიდ ხარჯებთან ასოცირდება. ვფიქრობ, საქართველოს ბანკის სტიპენდიის მსგავსი პროგრამები, სტუდენტებს კონკურენციას აჩვევს და აძლევს შესაძლებლობას, დაზოგილი დროისა და ფინანსების რესურსი საყვარელი საქმის უკეთ სწავლას მოახმარონ.“
ლუკა სხვა სტუდენტებს ურჩევს, ნუ შეეშინდებათ მარცხის და ნუ დაკარგავენ საკუთარი თავის რწმენას:
,,ყოველთვის ყველაფერი არ გამოგვივა, მთავარია, გვჯეროდეს საკუთარი თავის და ვცდილობდეთ. სჯობს, სცადო და არ გამოგივიდეს, ვიდრე საერთოდ არ სცადო.“
თუ ლუკას მსგავსად შენც არ გეშინია გამოწვევების და გინდა გახდე საქართველოს ბანკის შემდეგი სტიპენდიატი, პარტნიორი უნივერსიტეტების სიასა და სტიპენდიის შესახებ დეტალებს ამ ბმულზე ნახავ სტიპენდია (bankofgeorgia.ge).
2 წუთი წასაკითხად
5 მაი. 2026
გაიგე, როგორ იქცა ბავშვობის გატაცება Minecraft-ით დიდ მიზნად. გიორგი ბურჯალიანის ისტორია, რომელიც ქუთაისიდან იწყება და შთაგაგონებს, არ გაჩერდე განათლების გზაზე
2 წუთი წასაკითხად
1 მაი. 2026
სანდრო ლორთქიფანიძე გიზიარებს გამოცდილებას, რომელსაც თავის 19 წლის ვერსიას გაუზიარებდა. აღმოაჩინე რჩევები განათლებაზე, საკუთარი თავის რწმენაზე და არ გაჩერდე.
2 წუთი წასაკითხად
22 აპრ. 2026
აღმოაჩინე მარი სუხიშვილის გულწრფელი ინტერვიუ. რა რჩევას აძლევს ის 19 წლის საკუთარ თავს და რა როლი ითამაშა განათლებამ მის წარმატებაში?
2 წუთი წასაკითხად
15 აპრ. 2026
ალბათ, ხშირად მოგისმენია, რომ ხელოვნური ინტელექტი მალე ყველას ჩაგვანაცვლებს და სამყარო, რომელსაც ვიცნობთ, რადიკალურად შეიცვლება. თუმცა, სინამდვილეში რეალობა ბევრად ნაკლებად დრამატულია: მიუხედავად იმისა, რომ ინდუსტრიების ტექნოლოგიური ტრანსფორმაცია გარდაუვალია, ადამიანურ რესურსსა და შემოქმედებით გონებაზე მოთხოვნა მუდმივად იარსებებს. იმისთვის, რომ შენი პროფესიული უნარები თანამედროვე ბაზარზე რელევანტური დარჩეს, ნაკლებად შემოქმედებითი საქმე AI-ს უნდა გადააბარო, შენი ენერგია კი ისეთ
2 წუთი წასაკითხად
5 მაი. 2026
2 წუთი წასაკითხად
1 მაი. 2026
2 წუთი წასაკითხად
22 აპრ. 2026