საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, 1-2 ივნისს Spotlight Tech 2024 ჩატარდა, რომელსაც 1000-ზე მეტი ადამიანი დაესწრო. ღონისძიების ფარგლებში, ტექნოლოგიების სფეროს წარმომადგენლებმა სხვადასხვა საინტერესო თემაზე ისაუბრეს და სტუმრებს თავიანთი გამოცდილებაც გაუზიარეს. Spotlight Tech 2024-ის მთავარი თემა “გაკვეთილები” იყო, სპიკერების ისტორიებმა კი დაგვარწმუნა, რომ მთავარია არ გაჩერდე, რადგან ნებისმიერი მცდელობა, წარმატებული თუ წარუმატებელი, განვითარების ნაწილია.
Spotlight Tech 2024-ის 2-დღიანი ღონისძიება ვორქოპებს, მასტერკლასებსა და ლექციებსაც აერთიანებდა. ხოლო ისინი, ვისაც ტექნოლოგიების სფეროში თავიანთი იდეების რეალობად ქცევა სურდათ, საქართველოს ბანკის იდეათონში ჩაერთნენ.
Spotlight Tech 2024-ის იდეათონის მონაწილეებს მობილბანკისთვის ახალი ფუნქციონალი უნდა მოეფიქრებინათ, რომელიც მომხმარებელს საშუალებას მისცემდა, ყოველდღიურობა კიდევ უფრო გაემარტივებინა. იდეათონში მონაწილეობა Spotlight Tech 2024-ის ყველა სტუმარს შეეძლო როგორც ინდივიდუალურად, ისე გუნდთან ერთად. იდეათონში 150-ზე მეტი გუნდი ჩაერთო, მათგან კი ჟიურიმ 5 გუნდი შეარჩია, რომელთა წევრებმაც იდეები აუდიტორიას გააცნეს. საბოლოოდ, 3 გამარჯვებული გუნდი გამოვლინდა, პრიზის სახით კი საქართველოს ბანკისგან თითოეულმა 3000 ლარი მიიღო. იდეათონში შემდეგმა იდეებმა გაიმარჯვა:
საერთო ყულაბა
საერთო ყულაბა, საერთო მიზანი — ანა ჩხეიძემ, დეა ქართველიშვილმა და გიგი გიორგაძემ იდეათონში სწორედ ამ იდეით გაიმარჯვეს. საერთო ყულაბის იდეა იმას გულისხმობს, რომ მსგავსი ფუნქციონალი მომხმარებლებს საშუალებას მისცემს, ახლობლებთან ერთად საერთო მიზნისთვის თანხა დააგროვონ. ფუნქციონალი დაეხმარება როგორც ოჯახის წევრებს, ისე მეგობრებს, რომლებსაც სურთ, თანხა საერთო შენაძენისთვის ან თავგადასავლებისთვის დააგროვონ. საერთო ყულაბის საშუალებით თანამონაწილეები თანხას საერთო ანგარიშზე ჩარიცხავენ, მობილბანკით კი თანხის დაგროვების პროცესზე დაკვირვებაც შესაძლებელი იქნება.
“ვფიქრობთ, ასეთი ფუნქციონალი კომფორტული იქნება ბევრი ადამიანისთვის და შესაბამისად, ბანკისთვისაც და მომხმარებლებისთვისაც საინტერესო შეთავაზებაა. რაც შეეხება ჩვენი იდეის უპირატესობას, საერთო ყულაბა მარტივად ინტეგრირებადია უკვე არსებულ ფუნქციონალთან და რეალური სამომხმარებლო ღირებულება ადამიანებმა მალე შეიძლება დაინახონ. გამარჯვებას ველოდით, რადგან ჩვენი პროდუქტი კონკურსის ყველა კრიტერიუმს აკმაყოფილებდა და მოლოდინიც გვაქვს, რომ საქართველოს ბანკი ამ ფუნქციონალს მალე დააინტეგრირებს”, — ამბობენ გამარჯვებული გუნდის წევრები.
საინვესტიციო პლატფორმა
ანა ტორაძისა და ანასტასია გვასალიას მიერ შემოთავაზებული საინვესტიციო პლატფორმის იდეა სტარტაპების ფინანსურ დახმარებას ისახავს მიზნად. საინვესტიციო პლატფორმას მობილბანკის მთავარ გვერდზე ის ბიზნესები და მეწარმეები შეუძლია დაარეკლამოს, რომლებსაც საწყის ეტაპზე დახმარება სჭირდებათ. საინვესტიციო პლატფორმაში გამოჩნდება ბიზნესების აღწერა და იმ რესურსების ჩამონათვალი, რომლებიც სტარტაპებს განვითარებისთვის ესაჭიროებათ. ამავდროულად, ის ადამიანები, რომელთაც სურთ, ფულადი რესურსი მსგავსი ტიპის ბიზნესებში ჩადონ, მათთვის სასურველ სტარტაპს სწრაფად და მარტივად იპოვიან.
“ჩვენ გადავწყვიტეთ, მობილბანკში საინვესტიციო პლატფორმა დაგვემატებინა. უფრო კონკრეტულად, ვისაც აქვს სტარტაპი ან იდეა, ამ პლატფორმაზე თავისი პროექტის მოკლე აღწერას განათავსებს, რომელსაც ნახავს ყველა, მათ შორის, პოტენციური ინვესტორებიც. საინვესტიციო პლატფორმის დახმარებით, სტარტაპები და ინვესტორები უფრო მარტივად დაუკავშირდებიან ერთმანეთს, ასევე დამწყები ბიზნესები თავიანთი იდეების პოპულარიზაციასაც შეძლებენ”, — ამბობენ გუნდის წევრები.
QR CODE-ით ტრანზაქცია
დღეს ტრანზაქციების განხორციელება პირადი ნომრითა და ანგარიშის ნომრით არის შესაძლებელი, ამ პროცესის გამარტივების მიზნით კი, გიორგი სულხანიშვილმა და გიორგი კურტანიძემ QR CODE-ით ტრანზაქცია შემოგვთავაზეს. მობილბანკში ამ ფუნქციონალის დამატება მომხმარებელს შესაძლებლობას მისცემს, QR CODE დააგენერიროს და ტრანზაქცია უფრო მარტივად განახორციელოს. თანხის მიმღებისგან კი მხოლოდ დასტური იქნება საჭირო, რომ ტრანზაქცია შედგეს.
“ზოგადად, საქართველოში არსებობს 3 ტიპის ტრანზაქციის ხერხი და ჩვენ გვინდოდა, ინოვაცია დაგვემკვიდრებინა. მოვიფიქრეთ, რომ შემოგვეტანა ახალი ცვლილება, რომელიც QR CODE-ით ტრანზაქციას ეხება. ვფიქრობთ, რომ სანამ პრეზენტაციას გავაკეთებდით, ყველა მონაწილე გუნდს თანაბარი შანსები გვქონდა. როცა უშუალოდ პრეზენტაციამდე მივიდა საქმე, ჩვენ ის თავდაჯერებულობა ვაჩვენეთ, რომელიც იდეაში იყო ჩაქსოვილი. აუდიტორიას ისე დავანახეთ ჩვენი იდეა, როგორც ჩვენ გვქონდა წარმოდგენილი და სწორადაც გაგვიგეს. QR CODE-ით ტრანზაქციის იდეა ადამიანურ რესურსს და დრო ზოგავს, რადგან ეს გადარიცხვების უფრო სწრაფი ხერხია”, — აღნიშნეს გუნდის წევრებმა.
ბოლო წლებში საქართველო კავკასიის, ცენტრალური აზიისა და ახლო აღმოსავლეთის ინოვაციური ეკოსისტემის ცენტრად ჩამოყალიბდა. ამ პროცესში გადამწყვეტი როლი 500 Global in Eurasia-მ ითამაშა, რომელმაც საქართველოს ბანკთან და GITA-სთან პარტნიორობით ქვეყანაში რეგიონული სტარტაპ-აქსელერატორი დააფუძნა. პროგრამა, რომელიც ქართულ სტარტაპებს გლობალურ ბაზარზე გასვლაში ეხმარება, წელსაც აქტიურად გრძელდება. აქსელერაციის პროგრამის მეშვიდე ნაკადის მონაწილის, Widgera-ს, მაგალითი კარგად აჩვენებს, თუ რა მასშტაბის
500 Global in Eurasia-ს მე-9 ნაკადის მონაწილე Talk Labs გუნდებს, რომლებსაც მომხმარებელთან პირისპირ ურთიერთობა უწევთ, საკომუნიკაციო უნარების დახვეწაში ეხმარება. კომპანია ცვლის მომხმარებელთან მხარდაჭერის გუნდების ტრენინგ პროცესს. ტრადიციული როლური თამაშებისა და სუბიექტური შეფასებების ნაცვლად, Talk Labs-მა შექმნა AI მწვრთნელი, რომელიც თანამშრომლებს საშუალებას აძლევს, უსაფრთხო გარემოში ივარჯიშონ, დაუშვან შეცდომები და მიიღონ მყისიერი, ობიექტური უკუკავშირი. რას მოიცავს 500 Global
Spotwise, როგორც სხვა ბევრი AI ტექნოლოგიაზე დაფუძნებული სტარტაპი, რეკლამების რეალურ დროში მონიტორინგზე და ინფორმაციის მომენტალურად მომგებიან სტრატეგიად ქცევაზე მუშაობს. თუმცა სხვა ყველა სტრატაპისგან მას სამუშაო არეალი განასხვავებს, რადიო Spotwise-ის ტერიტორიაა. კონსერვატიულ მედიაზე მუშაობა სტარტაპისთვის ერთდროულად გამოწვევებით სავსე და თან ძალიან საინტერესო იყო. Spotwise 500 Global in Eurasia-ს მე-9 ნაკადის მონაწილეა და ამ ბლოგში მასზე უფრო მეტს