2 წუთი წასაკითხად
სავალუტო გადარიცხვები: განახლებული პროცესი ბიზნეს მობილბანკსა და ბიზნეს ინტერნეტბანკში
25 აგვ. 2026
2 წუთი წასაკითხად
საკითხები
გააზიარე
თუ თქვენი ბიზნესი საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობს, სავალუტო გადარიცხვები თქვენი საქმიანობის განუყოფელი ნაწილია.
ბიზნეს მობილბანკსა და ბიზნეს ინტერნეტბანკში ეს პროცესი ახლა უფრო სწრაფი და მოქნილია, რადგან მონაცემების შევსება, საჭირო დოკუმენტაციის განსაზღვრა და შემოწმება უკვე ავტომატურად ხდება.
ვნახოთ, როგორ მუშაობს განახლებული პროცესი.
ნაბიჯი 1: ინვოისის ატვირთვა და ველების ავტომატური შევსება
სავალუტო გადარიცხვის დასაწყებად, პირველი ნაბიჯი ინვოისის ატვირთვაა. სისტემა დოკუმენტს კითხულობს და ავტომატურად ავსებს გადარიცხვის ფორმას:
- მიმღების დასახელებას
- ანგარიშის ნომერს
- თანხასა და ვალუტას
ეს პროცესს საგრძნობლად აჩქარებს და მონაცემების შეყვანისას მექანიკური შეცდომებისგან გიცავთ.
გადარიცხვისას სტანდარტული ველების შევსება ხელითაც შესაძლებელია
ნაბიჯი 2: საჭირო დოკუმენტების ზუსტი სია
შემდეგ ეტაპზე, დანიშნულების ბლოკში ირჩევთ გადარიცხვის კატეგორიასა და ქვეკატეგორიას. შეყვანილი ინფორმაციის საფუძველზე, სისტემა თავად აანალიზებს ტრანზაქციის შინაარსს და გაჩვენებთ იმ დოკუმენტების ზუსტ ჩამონათვალს, რომლებიც ამ კონკრეტული გადარიცხვისთვისაა საჭირო (მაგალითად, ხელშეკრულება ან ტრანსპორტირების დოკუმენტი).
შედეგად, აღარ გიწევთ დროის ხარჯვა იმის გარკვევაზე, თუ რა საბუთი უნდა წარადგინოთ.
ჩამოთვლილი საჭირო დოკუმენტების ატვირთვას განაცხადის შევსებისასვე შეძლებთ.
თუ სიაში თქვენთვის სასურველ კატეგორიას ვერ იპოვით, შეგიძლიათ აირჩიოთ ველი „Other“ და დანიშნულება დეტალურად აღწეროთ. გაითვალისწინეთ, რომ ქვეკატეგორიაში არჩეული მნიშვნელობა ტრანზაქციის საბოლოო დანიშნულებაში არ აისახება.
ნაბიჯი 3: ატვირთული დოკუმენტების შემოწმება
სანამ გადარიცხვას ხელს მოაწერთ, სისტემა ატვირთულ ფაილებს ამოწმებს. თუ რომელიმე დოკუმენტი არასწორია, მონაცემები არ ემთხვევა ერთმანეთს, ან ფაილი დაზიანებულია, ამის შესახებ შეტყობინებას მყისიერად მიიღებთ. მაგალითად, სისტემამ შეიძლება ხარვეზი დააფიქსიროს, თუ:
- გადარიცხვის ფორმასა და ინვოისში მიმღები არ ემთხვევა
- ტრანზაქციის თანხა აღემატება ინვოისში მითითებულს
- ან დოკუმენტს ვადა აქვს გასული
თქვენ საშუალება გაქვთ, იქვე ჩაასწოროთ მონაცემები ან თავიდან ატვირთოთ დოკუმენტი.
ტექნიკური დეტალები, რომლებიც უნდა იცოდეთ
- ფაილების ლიმიტი: ერთ გადარიცხვაზე შეგიძლიათ ჯამში 10 ფაილის ატვირთვა. თითოეულის მაქსიმალური მოცულობა 10 მბ-ია.
- ფაილების ფორმატი: დაშვებული ფორმატებია: PDF, PNG, JPG, JPEG, DOC, DOCX, XLS, XLSX.
- გადარიცხვის ვადა: ხელმოუწერელი გადარიცხვის დოკუმენტი 10 დღის შემდეგ ავტომატურად გაუქმდება.
ეს განახლება თქვენს ყოველდღიურ ფინანსურ ოპერაციებს უფრო მარტივს, სწრაფს და გამჭვირვალეს ხდის.
გახსენით ბიზნეს მობილბანკი ან ბიზნეს ინტერნეტბანკი და გადარიცხეთ ვალუტა სხვა ბანკში მარტივად.