3 წუთი წასაკითხად
წარმატების გზა: გაიცანი საქართველოს ბანკის სტიპენდიატი აგრარული უნივერსიტეტიდან
14 ივნ. 2024
3 წუთი წასაკითხად
3 წუთი წასაკითხად
გაეცანი მარიამ ქენქაძის ამბავს, რომელმაც საქართველოს ბანკის სტიპენდია მოიპოვა. მიიღე რჩევები STEM-ის, მოტივაციისა და წარმატების შესახებ.
14 ივნ. 2024
3 წუთი წასაკითხად
განათლების ხელშეწყობისა და სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, საქართველოს ბანკმა გასულ წელს სასტიპენდიო პროგრამა წამოიწყო. პროგრამა საქართველოს ბანკის პარტნიორი უნივერსიტეტების სტუდენტებს აძლევს შანსს, რომ 100%-იანი ან ნაწილობრივი დაფინანსება მოიპოვონ. 20-მდე პარტნიორი უნივერსიტეტი და 140-ზე მეტი სტიპენდიატი — ასეთი შედეგები აქვს პროგრამას, რომელიც სამომავლოდ კიდევ უფრო მასშტაბური გახდება. საქართველოს ბანკის სასტიპენდიო პროგრამაში მონაწილეობის უფლება პარტნიორი უნივერსიტეტების ყველა სტუდენტს, მათ შორის, პირველკურსელებსაც აქვთ. ასე რომ, თუ აბიტურიენტი ხარ და საქართველოს პარტნიორი უნივერსიტეტებიდან ერთ-ერთში აბარებ, ან უკვე სწავლობ, სტიპენდიის მოპოვების შესაძლებლობა არ უნდა გამოტოვო. სტიპენდიის შესახებ დამატებით ინფორმაციას კი აქ ნახავ.
საქართველოს ბანკის სტიპენდიატებს შორის ერთ-ერთი მარიამ ქენქაძეა, რომელიც აგრარულ უნივერსიტეტში სწავლობს. მარიამი თავისი ინტერესების შესახებ გვესაუბრა და სტიპენდიის მოპოვების მსურველებს რჩევებიც გაუზიარა.
“სკოლაში განსაკუთრებით ფიზიკა და გეოგრაფია მიყვარდა და უმეტეს დროს ამ საგნების სწავლას ვანდომებდი. მიუხედავად იმისა, რომ ქიმია ყოველთვის მაინტერესებდა, მე-12 კლასში თითქოს თავიდან აღმოვაჩინე — უფრო კონკრეტულად მაშინ, როცა ორგანული ქიმიის შესწავლა დავიწყე. თუმცა ქიმიამდე, როგორც მომავალ პროფესიამდე, მისასვლელი გზა ჩემთვის ცოტა ჩახლართული იყო. ფიზიკოსობის, გეოგრაფობის, ეკონომისტობისა თუ მეღვინეობის გადაფიქრების შემდეგ, არჩევანი სასურსათო ტექნოლოგიაზე შევაჩერე და აგრარულ უნივერსიტეტში სწორედ ამ პროგრამაზე ჩავაბარე.
ახლა მე-2 კურსზე ვარ და ჩემს თავს აკადემიური გარემოს გარდა სხვაგან ვეღარ წარმოვიდგენ. შესაბამისად, სწავლის გაგრძელებას მაგისტრატურისა და დოქტორანტურის საფეხურებზე ვაპირებ. სასურველია, სწავლა უცხოეთში გავაგრძელო, რათა საკმარისი ცოდნა და გამოცდილება მივიღო, საქართველოში დაბრუნებულმა კი ჩვენი საგანმანათლებლო სისტემის განვითარებაში წვლილის შეტანა შევძლო შევძლო”.


“საქართველოს ბანკის სტიპენდიის შესახებ უნივერსიტეტისგან შეტყობინების მიღებისთანავე გადავწყვიტე, რომ სააპლიკაციო ფორმა შემევსო. ვეცადე, სამოტივაციო წერილი მაქსიმალურად გულწრფელი ყოფილიყო, რომელშიც ჩემი მონდომება და პიროვნულობა კარგად გამოჩნდებოდა. აპლიკაციის გაგზავნიდან გარკვეული დროის გასვლის შემდეგ დამიკავშირდნენ და გასაუბრებაზე დამიბარეს. ამ დროს ნერვიულობასთან ერთად წინასწარ დამეუფლა გამარჯვების სიხარულიც. ყოველ სიტუაციაში საუკეთესო შედეგს ველი, ამიტომ აღარ დავმალავ და ვიტყვი, რომ ამ გამარჯვებასაც ნამდვილად მოველოდი. ვთვლი, რომ შრომა და მოტივაცია ყოველთვის ფასდება და ამ შემთხვევაშიც, სწორედ ასე ვიმედოვნებდი.
საქართველოს ბანკის სტიპენდიის მოპოვებამ, პირველ რიგში, დიდი ვალიდაცია და მოტივაცია მომცა. მომეცა შესაძლებლობა, რომ მეტი ვაკეთო, მოვინდომო და უფრო დიდი მიზნები დავისახო. ასევე დავინახე, რომ ჩემი მცდელობები ფასდება და დიდ მხარდაჭერას ვგრძნობ”.
“ჩემი აზრით, მომავალი მეცნიერებაშია და დღევანდელ დღეს STEM-ის არჩევა ყველაზე ჭკვიანური ნაბიჯია. ასე ირჩევ პროფესიას, რომელსაც ვერასდროს ამოწურავ და ყოველთვის გექნება ახლის შეცნობისა და აღმოჩენის შესაძლებლობა. ასევე, ეს ის პროფესიაა, რომელიც არასდროს მოგწყინდება და ყოველთვის საჭირო იქნება, რადგან სამყაროს განვითარება მეცნიერების გარეშე წარმოუდგენელია.
პირადად ჩემთვის, ქიმიისა და ბიოლოგიის დარგები ძალიან ფართო და საინტერესოა. ერთი კონკრეტული მიმართულების არჩევაზე ბევრს ვფიქრობ და სწავლის გაგრძელებას ბიოქიმიის, უჯრედული/მოლეკულური ბიოლოგიის ან ორგანული ქიმიის მიმართულებებით განვიხილავ. ჩემი პროფესიული მიზნები მოიცავს მეცნიერობასა და სწავლებას. უკვე ვარ ჩართული მიკრობიოლოგიისა და მოლეკულური გენეტიკის კვლევებში და ჩემს მომავალს ლაბორატორიის გარეშე ვეღარ ვხედავ. მეგობრებთან ერთად გამოცდებისთვის მომზადებისას კი მივხვდი, თუ როგორ მომწონს და მსიამოვნებს სხვისთვის მასალებისა და ამოცანების ახსნა. შესაბამისად, ჩემი კვლევითი საქმიანობის პარალელურად, ლექტორობასაც ვაპირებ. ასევე ძალიან მნიშვნელოვანი მგონია, ჩემზე უმცროს თაობას STEM დარგების შესახებ ინფორმაცია მივაწოდო. ყოველთვის ვეცდები, რომ სკოლის მოსწავლეებს ჩემი გამოცდილება გავუზიარო და მეცნიერების არჩევაში დავეხმარო”.
საქართველოს ბანკის შემდეგი სტიპენდიატი შეიძლება გახდე შენ, თანაც სწავლის პირველივე წელს! დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიე ამ ბმულს: სტიპენდია (bankofgeorgia.ge)
2 წუთი წასაკითხად
5 მაი. 2026
გაიგე, როგორ იქცა ბავშვობის გატაცება Minecraft-ით დიდ მიზნად. გიორგი ბურჯალიანის ისტორია, რომელიც ქუთაისიდან იწყება და შთაგაგონებს, არ გაჩერდე განათლების გზაზე
2 წუთი წასაკითხად
1 მაი. 2026
სანდრო ლორთქიფანიძე გიზიარებს გამოცდილებას, რომელსაც თავის 19 წლის ვერსიას გაუზიარებდა. აღმოაჩინე რჩევები განათლებაზე, საკუთარი თავის რწმენაზე და არ გაჩერდე.
2 წუთი წასაკითხად
22 აპრ. 2026
აღმოაჩინე მარი სუხიშვილის გულწრფელი ინტერვიუ. რა რჩევას აძლევს ის 19 წლის საკუთარ თავს და რა როლი ითამაშა განათლებამ მის წარმატებაში?
2 წუთი წასაკითხად
15 აპრ. 2026
ალბათ, ხშირად მოგისმენია, რომ ხელოვნური ინტელექტი მალე ყველას ჩაგვანაცვლებს და სამყარო, რომელსაც ვიცნობთ, რადიკალურად შეიცვლება. თუმცა, სინამდვილეში რეალობა ბევრად ნაკლებად დრამატულია: მიუხედავად იმისა, რომ ინდუსტრიების ტექნოლოგიური ტრანსფორმაცია გარდაუვალია, ადამიანურ რესურსსა და შემოქმედებით გონებაზე მოთხოვნა მუდმივად იარსებებს. იმისთვის, რომ შენი პროფესიული უნარები თანამედროვე ბაზარზე რელევანტური დარჩეს, ნაკლებად შემოქმედებითი საქმე AI-ს უნდა გადააბარო, შენი ენერგია კი ისეთ
2 წუთი წასაკითხად
5 მაი. 2026
2 წუთი წასაკითხად
1 მაი. 2026
2 წუთი წასაკითხად
22 აპრ. 2026