Logo
ბლოგი
Time icon

2 წუთი წასაკითხად

გაიცანი ლინუკა, ნიკა გუჯეჯიანის სახელობის სტიპენდიის გამარჯვებული

საქართველოს ბანკი და Miami Ad School Europe წლებია, თანამშრომლობენ და ნიკა გუჯეჯიანის სახელობის სტიპენდიით მხარს უჭერენ ნიჭიერ და ჟინიან ახალგაზრდებს. ამ პროექტის მიზანია, მათ მსოფლიოს ერთ-ერთ წამყვან კრეატიულ სკოლაში სრული დაფინანსებით სწავლის შესაძლებლობა მისცენ.

წარმოიდგინე, რომ მთელი ცხოვრება რაღაცაზე ოცნებობ, მაგრამ ამავე დროს, გეშინია, რომ ვერასდროს მიაღწევ. სწორედ ასე იყო ლინუკა, რომელიც სულ ოცნებობდა, ესწავლა Miami Ad School-ში. ერთ დღესაც კი გადაწყვიტა, ბოლომდე ებრძოლა და თავისი შესაძლებლობების მაქსიმუმი ჩადო.

შედეგმაც არ დააყოვნა – ლინუკა 2025 წლის ნიკა გუჯეჯიანის სახელობის სტიპენდიის გამარჯვებული გახდა და უკვე ოქტომბრიდან Miami Ad School Berlin-ში არტ-დაირექშენის მიმართულებით ისწავლის.

არასოდეს წარმომედგინა, რომ ოდესმე ამ კონკურსში გავიმარჯვებდი. მაგრამ რამდენიმე თვით ადრე მიზნად დავისახე, ბოლომდე მებრძოლა. ჩემი შესაძლებლობების მაქსიმუმი ჩავდე და საბოლოოდ ჩემი დიდი ხნის ოცნება რეალობად იქცა

ლინუკა დარწმუნებულია, რომ საერთაშორისო განათლება მას ახალ ჰორიზონტებს გაუხსნის და შეძლებს საკუთარ „პატარა სამყაროსა“ და გლობალურ კრეატივს შორის საზღვრები გადალახოს.

ჟინი, რომელიც მიზნამდე მიგიყვანს

ჟინი, რომელმაც ლინუკა გამარჯვებამდე მიიყვანა, მისთვის დღესაც ყველაზე ძლიერი მოტივაციაა. ლინუკასთვის ეს მხოლოდ დასაწყისია.

ჩემთვის ჟინი ნიშნავს მწველ სურვილს, რომელიც არ გაჩერებს და სულ ახალ მიზნებს გთავაზობს. ის არის გულის ყველაზე დიდი აჩქარება – როცა მიზანი გაშინებს, მაგრამ მისთვის მაინც ყველაფერს დათმობ

რჩევები ახალგაზრდებს, რომელთაც წარმატება სურთ

ლინუკა ახალგაზრდებს ემოციური გზავნილით მიმართავს:

არასოდეს არ დანებდეთ! რაც არ უნდა გითხრან, რომ არ გამოვა ან სიგიჟეა, არავის არ მოუსმინოთ. მოუსმინეთ მხოლოდ საკუთარ გულს. ყველა და ყველაფერი დაივიწყეთ და ბოლომდე იბრძოლეთ, რადგან როცა ძალისხმევას დებ, მას სამყარო არასოდეს გიკარგავს – ყველაფერი უკან გიბრუნდება. ყველა „სიგიჟე“, რასაც გულით მოისურვებთ, აუცილებლად ახდება

პორტფოლიო, რომელმაც ლიკუნას წარმატება მოუტანა, მის ვებგვერდზე lomtatidzelinuka.com შეგიძლია ნახო. ლინუკას ამბავი დასტურია, რომ დიდი ოცნებებიც კი რეალობა ხდება, როცა მას მთელი გულით და მონდომებით ემსახურები.

P.S. მიუხედავად იმისა, რომ 2025 წლის განაცხადების მიღების ვადა უკვე დასრულებულია, შეგიძლია მომავალი წლისთვის მოემზადო! გაეცანი ჩვენს ბლოგს, საიდანაც ყველაფერს გაიგებ ნიკა გუჯეჯიანის სტიპენდიაზე.

გააზიარე

შეიძლება დაგაინტერესოს