Logo
ბლოგი
Time icon

2 წუთი წასაკითხად

0-დან 400 ტონამდე: თაბუაშვილის ჟინი და ღვინით დაწყებული დიდი მეურნეობა

საქმის ნულიდან დაწყება რთულია, განსაკუთრებით სოფლის მეურნეობაში, სადაც პირველ შედეგს წლები სჭირდება. ეს გზა 9 წლის წინ აირჩია გიორგი თაბუაშვილმა, როცა სოფელ დოესში გადაწყვიტა, საკუთარი ვენახი გაეშენებინა. ეს არის ამბავი ადამიანზე, ვისთვისაც დაუოკებელი ჟინი წარმატებულ მეურნეობად იქცა.

მეღვინეობისადმი ყოველთვის ძალიან დიდი ინტერესი მქონდა. საქმე ძალიან შრომატევადია, ბაზარზე გასვლა ადვილი არ იყო, მაღალი ხარისხი უნდა დაიჭირო, რომ სხვებს კონკურენცია გაუწიო. თუმცა. ჩვენ ყველა ეტაპი შემართებით გავიარეთ – მეურნეობის დაწყებიდან ორ წელში კი კიდევ ერთი ვენახი გავაშენეთ – ამბობს გიორგი თაბუაშვილი.

იდეის განვითარებაში მას საქართველოს ბანკის თანადაფინანსება დაეხმარა. ფინანსური რესურსი თაბუაშვილების ოჯახმა ჯერ ვენახის გასაშენებლად, შემდეგ კი მარნის ასაშენებლად გამოიყენა.

დღეს მარან „დოესში“ გამორჩეული ღვინო სამი ადგილობრივი ჯიშისგან იწურება: გორული მწვანე, ჩინებული და თავკვერი. ისინი ამაყობენ, რომ მათ დაწურულზე ხშირად ამბობენ „კარგი, ჯანმრთელი ღვინოაო“.

სოფლები – დოესი, ხიდისთავი, ატენი, ხოვლე – უნიკალური ზონაა ჩინებულისა და გორული მწვანესთვის. ჩვენს ღვინოზე მოთხოვნა დიდია. ღვინოს ბოთლებში ვასხამთ და თბილისში რამდენიმე მაღაზიაში შეგვაქვს – ამბობს გიორგი.

თუმცა, საქმიანობა მხოლოდ მეღვინეობით არ შემოიფარგლება. წელს, კვლავ საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, თაბუაშვილებმა მსხლის, ვაშლისა და ატმის ბაღებიც გააშენეს.

უკვე ძალიან კარგი შედეგი გვაქვს – ხილის ბაღები ჯამში 8 ჰექტარია, ეს კი დამატებითი 12 სამუშაო ადგილის შექმნას ნიშნავს. ჩვენ წლის განმავლობაში სულ მცირე 4-5 თვე რამდენიმე ადამიანს ვასაქმებთ, ხილის კრეფისა და რთველის პერიოდში კი მათი რიცხვი კიდევ იზრდება – გვეუბნება გიორგი თაბუაშვილი.

ახლა მარანში, საშუალოდ, 4 ტონა ღვინო იწარმოება, სრული დატვირთვით გიორგი მოსავლის 35 ტონამდე ზრდას ელის. რამდენიმე წელში კი ბაღებიდან 300-400 ტონამდე მოსავალს ვარაუდობს.

ამ საქმეში მთელი სული და გული ჩავდეთ, ყველა დეტალი სიღრმისეულად შევისწავლეთ. მეურნეობას მუდმივი ყურადღება სჭირდება. ამის მიღწევა კი ფინანსური მხარდაჭერის, თანადაფინანსების პროგრამის გარეშე, შეუძლებელი იქნებოდა. მთავარი კი მაინც მონდომებაა – თუ ინტერესი და მოტივაცია გაქვს, ყველაფერი გამოგივა – ამბობს მეწარმე.

თაბუაშვილების მეურნეობა არ ჩერდება. გიორგის დაუღალავი შრომა და ის განსაკუთრებული ჟინი, რომლითაც საკუთარ საქმეს უდგება, ამტკიცებს, რომ „დოესის“ ისტორია ახლა იწყება და წინ კიდევ უფრო საინტერესო თავგადასავლებს გვპირდება.

თუ გსურთ თქვენი სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის დაწყება ან არსებული ბიზნესსაქმიანობის განვითარება, მაგრამ ფინანსები არ გყოფნით, ჩვენ დაგეხმარებით მიიღოთ თქვენი ბიზნესის მიზნებზე მორგებული დაფინანსება.

მოითხოვეთ აგრო სესხი

გააზიარე

შეიძლება დაგაინტერესოს