Logo
ბლოგი
Time icon

2 წუთი წასაკითხად

გაგზავნე ამანათი აშშ-დან საქართველოში - მხოლოდ $5.95 კილორგამზე

16 ოქტ. 2025

ამერიკაში ცხოვრობ და გსურს, საყვარელ ადამიანებს ამანათი ყველაზე მარტივად და ხელსაყრელ ფასად გამოუგზავნო საქართველოში? თუ საქართველოს ბანკის მომხმარებელი ხარ, შენთვის სასიამოვნო სიახლე გვაქვს!

სპეციალური შეთავაზების ფარგლებში, შეგიძლია Boxette-ის გადაზიდვის სერვისით ისარგებლო და შეღავათიანი ტარიფი მიიღო, რომელიც 1 კილოგრამზე სულ რაღაც $5.95-ს შეადგენს, ნაცვლად სტანდარტული $7.5-ის.

შეთავაზება Boxette-ის ახალ ფილიალში, საქართველოს ბანკის ბარათით გადახდისას მოქმედებს, რომელიც აშშ-ში, ბრუკლინში ცოტა ხნის წინ გაიხსნა შემდეგ მისამართზე:
📍1404 Avenue Z, Brooklyn, NY 11235
📲 ბრუკლინის ფილიალის ნომერი: 272 222 8883

როგორ ვისარგებლო $5.95-იანი ტარიფით? 

პროცესი მარტივია და სულ რამდენიმე ნაბიჯისგან შედგება: 

  • მოამზადე და შეფუთე ნივთები, რომელთა გამოგზავნაც გსურს. 
  • ეწვიე ფილიალს Boxette-ის ახალ მისამართზე: 1404 Avenue Z, Brooklyn, NY 11235.
  • გამოიყენე საქართველოს ბანკის ნებისმიერი ბარათი და 1 კგ. ამანათის ტრანსპორტირებაში მხოლოდ 5.95 დოლარს გადაიხდი.
  • ამანათის ჩაბარების შემდეგ, მიიღებ უნიკალურ კოდს, რომლითაც რეალურ დროში შეძლებ მისი ადგილმდებარეობის კონტროლს.
  • ბრუკლინში აირჩევ მისამართს, თუ რომელი ფილიალიდან გაიტანენ ამანათს, ან თუ კურიერის მომსახურებით გსურს სარგებლობა, ესეც ბრუკლინის ფილიალში უნდა აირჩიო (ამ შემთხვევაში, ამანათს კურიერი სახლის კარამდე, საქართველოს ნებისმიერ წერტილში მიიტანს). ფილიალები ბოქსეტს აქვს თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში.

როგორ შევიტანო თანხა საქართველოს ბანკის ბარათზე?

საქართველოს ბანკის ბარათზე თანხის შესატანად და $5.95 ტარიფით სარგებლობისთვის, შეგიძლია გაუგზავნო ფულადი გზავნილი საკუთარ თავს და მობილბანკში მარტივად გაანაღდო.

გადმოწერე მობილბანკი

კიდევ რა უნდა ვიცოდე?

  • თვითმფრინავით ყველაფრის გამოგზავნა არ შეიძლება. უსაფრთხოების წესების გამო, დაუშვებელია აალებადი და ფეთქებადი ნივთიერებების, ლითიუმის ელემენტების ტრანსპორტირება (როგორებიცაა სუნამოები, დეზოდორანტები, პორტატული დამტენები), აკრძალულია ასევე იარაღი და გარკვეული ავტონაწილები (მაგ. ამორტიზატორები და აირბაგები).
  • ეცადე, რომ ნივთები მაქსიმალურად კომპაქტურად მოათავსო ყუთში, რის შედეგადაც ტრანსპორტირება იქნება მეტად უსაფრთხო და, ამავდროულად, დაზოგავ ტრანსპორტირების ხარჯებს.

რატომ უნდა ავირჩიო Boxette-ის სერვისი?

  • Boxette-ის ამანათების გადაზიდვის სერვისი უკვე მრავალი წელია, რაც ქართველ მომხმარებელს სანდო მომსახურებას და კონკურენტულ ტარიფებს სთავაზობს.
  • ამერიკიდან ამანათები ავიარეისებით კვირაში 3-ჯერ, ყოველ სამშაბათს, ხუთშაბათს და შაბათს იგზავნება, ტრანსპორტირების საშუალო დრო კი 4-7 დღეს შეადგენს.
  • ამანათის წონა დამრგვალების გარეშე დაანგარიშდება, ანუ იხდი ზუსტად იმდენს, რამდენსაც შენი ამანათი იწონის.
  • ამანათი ადრესატს შეგიძლია გაუგზავნო ბოქსეტის ნებისმიერ ფილიალში საქართველოში, ან სახლიდან გაუსვლელად, კურიერის დახმარებით საქართველოს ნებისმიერ წერტილში.
  • საქართველოს ბანკთან თანამშრომლობით, Boxette-ი სპეციალურ, 5.95-დოლარიან ტარიფს გთავაზობს.

გააზიარე

შეიძლება დაგაინტერესოს