Logo
ბლოგი
Time icon

2 წუთი წასაკითხად

არჩილ გაჩეჩილაძე - საქართველოს ბანკის სასტიპენდიო პროგრამაზე უკვე 4000-ზე მეტი სტუდენტი დარეგისტრირდა

საქართველოს ბანკის სტიპენდია: 4000-ზე მეტი სტუდენტი დაფინანსდა. გაიგეთ, როგორ მიიღოთ სწავლის დაფინანსება და აღმოაჩინეთ BOG-ის საგანმანათლებლო პროექტები ახალგაზრდებისთვის.

საქართველოს ბანკი ნიჭიერი და მიზანდასახული ახალგაზრდებისთვის განათლების შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს. სწორედ ამ მიზნით, ფინანსური ინსტიტუტი სტიპენდიების პროექტს ახორციელებს, რომლის ფარგლებშიც შესაძლებლობას აძლევს სტუდენტებს, მიიღონ სწავლის სრული ან ნაწილობრივი დაფინანსება.

წელს საქართველოს ბანკის სტიპენდიის მისაღებად 4000-ზე მეტი სტუდენტი დარეგისტრირდა.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს ბანკის სტიპენდია ერთწლიანია, თუმცა, შესაძლებლობას აძლევს ახალგაზრდებს ყოველწლიურად შეავსონ განაცხადი და კვლავ მოიპოვონ დაფინანსება;

სასტიპენდიო პროგრამაში მონაწილეობა ბაკალავრიატის ნებისმიერ საფეხურზე მყოფ სტუდენტს შეუძლია; მათ შორის მათაც, ვისაც მიღებული აქვს სახელმწიფო გრანტი, თუმცა, კერძო უნივერსიტეტში სწავლის გასაგრძელებლად დამატებითი ფინანსები სჭირდება;

საქართველოს ბანკის სტიპენდიების პროექტის ფარგლებში, სტიპენდიატების შერჩევა მათი აკადემიური მოსწრების (GPA) და სამოტივაციო წერილის მიხედვით ხდება.

საქართველოს ბანკის სტიპენდიების პროექტში 21 პარტნიორი უნივერსიტეტია ჩართული, რომელთა ნახვა ვებგვერდზე არის შესაძლებელი.

„საქართველოს ბანკი ახალგაზრდებისთვის განათლებაზე ხელმისაწვდომობის კიდევ უფრო გასაზრდელად, 21 პარტნიორ უნივერსიტეტთან სასტიპენდიო პროგრამის გარდა, MAC Georgia-სთან ერთად UniGrant-ის სასტიპენდიო პროგრამასაც ახორციელებს, რომლის ფარგლებშიც, ნებისმიერი უნივერსიტეტის სტუდენტს მიეცა შესაძლებლობა, ინდივიდუალური საჭიროების შესაბამისად, მიიღოს სწავლის სემესტრული გადასახადის 100%-იანი დაფინანსება და გრანტი საცხოვრებელი ხარჯებისთვის. ჩვენთვის, როგორც მაღალი კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის (CSR) მქონე კომპანიისთვის  განათლების მხარადჭერა ერთ ერთი უმტავრესი პრიორიტეტია. სწორედ ამიტომ,   40-ზე მეტ საგანმანათლებლო პროექტსახორციელეთს დაუჭერთ მხარს, რომელთა მეშვეობით 500000-ზე მეტი მოსწავლისთვის, სტუდენტისა და ახალგაზრდა პროფესიონალისთვისქმნით განათლების, საკუთარი პოტენციალის გამოვლენისა და განვითარების შესაძლებლობას“,- აღნიშნავს არჩილ გაჩეჩილაძე, საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორი.

ინფორმაციისთვის, საქართველოს ბანკის CSR მიმართულების პორტფელი მოიცავს ისეთ საგანმანათლებლო პროექტებს, როგორებიც არის: საქართველოს ბანკის სტიპენდიები; გიორგი ჩახავას სახელობის სტიპენდია; დიდ ბრიტანეთში, აშშსა და გერმანიაში სწავლის სრული დაფინანსება; იდეათეკები საქართველოს ბანკის ბიბლიოთეკების პროექტი; საქართველოს ბანკისა და კომაროვის ერთობლივი პროექტი STEM სკოლა; საქართველოს ბანკის ოლიმპიადები მოსწავლეებისთვის: STEM ოლიმპიადა, ეკონომიკის ოლიმპიადა, ევერესტი. ასევე, საჯარო მეტყველების კონკურსი, და სხვა.

საქართველოს ბანკის მიერ განხორციელებული საგანმანათლებლო პროექტების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს csr.bog.ge

გააზიარე

შეიძლება დაგაინტერესოს