Logo
ბლოგი
Time icon

2 წუთი წასაკითხად

ყველა დიდი ცვლილება პატარა ნაპერწკლით იწყება – Touch Summit 25 ბრუნდება

Touch Summit 25 აერთიანებს სტარტაპერებს, ინოვატორებსა და ლიდერებს. აღმოაჩინეთ ტექნო-ტრენდები, შეხვდით ინვესტორებს და ჩაერთეთ B2B ექსპოში. მოემზადეთ ცვლილებებისთვის!

დეკემბრის დასაწყისში თბილისი ტექნო-ინოვაციურ ჰაბად იქცევა, სადაც სტარტაპერები, ინოვატორები და დიზაინერები ღონისძიების გარშემო გაერთიანდებიან და დიდ ცვლილებებს პატარა ნაპერწკლებით დაუდებენ სათავეს.

5-6 დეკემბერს, საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ტექნოლოგიური ღონისძიება Touch Summit 25 იწყება. თემატიკით “SPARKLE THE CHANGE”  ღონისძიება გააერთიანებს ყველას, ვისაც ინოვაციები სწყურია და სურს, ცვლილებების ნაწილი გახდეს!

Touch Summit 25, დღე 1

ტრადიციისამებრ, ფესტივალი რუსთაველის თეატრის ისტორიულ შენობაში გაიხსნება. სცენიდან სტუმრების წინაშე ლექციებით წარდგებიან მოწვეული პროფესიონალები. თეატრის სივრცეში კი მრავალფეროვან სტარტაპ ექსპოებს, საინტერესო პანელურ დისკუსიებს და პრაქტიკულ ვორქშოპებს აღმოაჩენთ.

B2B Startup Expo-ზე შეგიძლიათ საკუთარი პროდუქტი სამიზნე აუდიტორიას გააცნოთ. ღონისძიებაზე შეხვდებით სხვადასხვა კომპანიის დამფუძნებელსა და გადაწყვეტილების მიმღებ პირს. გექნებათ შესაძლებლობა, უკეთ გაიცნოთ ისინი და შეიძინოთ ახალი პარტნიორები, ინვესტორები ან პოტენციური მომხმარებლები.

თქვენი სტარტაპი განვითარების პირველ ნაბიჯებს დგამს? მაშინ Touch Summit Startup Challenge ზუსტად თქვენთვისაა. წელს 10 გამორჩეული სტარტაპერი მიიღებს შანსს, ღონისძიების ფარგლებში, თავისი იდეა გააცნოს იმ ადამიანებს, ვისაც პროექტის სრულიად ახალ დონეზე აყვანა შეუძლიათ; იქნება ეს დიდი საინვესტიციო ფონდები თუ Angel-ინვესტორები, ანუ ადამიანები, ვინც ფინანსურად ეხმარებიან სტარტაპებს ან ადრეულ საფეხურზე მყოფ ბიზნესებს.

Touch Summit 25, დღე 2

Touch Summit 25-ის მეორე დღე სრულად არაფორმალურ აქტივობებს დაეთმობა.

D Block-სა და სხვა პარტნიორულ სივრცეებში დაესწრებით Networking სესიებს, ინტერაქციულ შეკრებებს, სხვადასხვა ღონისძიებას. ეს შესანიშნავი შესაძლებლობაა, ახალი კონტაქტები დაამყაროთ და გამოცდილება სფეროს ლიდერებს გაუზიაროთ.

რატომ ღირს Touch Summit 25-ზე დასწრება?

თანამედროვე, სწრაფად ცვალებად სამყაროში წარმატების მიღწევა კომპლექსური პროცესია, ეს ღონისძიება კი დაგარწმუნებთ, რომ მიზნისკენ მიმავალ გზაზე არ უნდა გაჩერდეთ.

  • სამიტზე შეისწავლით ახალი თაობის სტარტაპ მიდგომებს და ინოვაციების დანერგვის მეთოდებს
  • ტექნოტრენდების შესახებ მათი დამფუძნებლებისგან გაიგებთ
  • გაიცნობთ ლიდერებს, რომლებიც ლოკალურ და საერთაშორისო დონეზე მომავლის ტექნოლოგიებზე მუშაობენ
  • მიიღებთ უნიკალურ გამოცდილებას, რომელიც პროფესიულ გზაზე დიდხანს გამოგადგებათ

რა აკავშირებს საქართველოს ბანკს და Touch Summit 25-ს?

საქართველოს ბანკი Touch Summit 25-თან პარტნიორობით აგრძელებს ინოვაციების მხარდაჭერას. ღონისძიების გარშემო გაერთიანებული ენთუზიასტებისა და ინოვატორების გუნდი იზრუნებს, რომ საქართველოში, და მთლიანად კავკასიაში, სტარტაპ გარემო გამოცოცხლდეს. თუ გჯერათ, რომ მათ რიცხვს მიეკუთვნებით, აუცილებლად შეიძინეთ Touch Summit 25-ის ბილეთები. საქართველოს ბანკის მომხმარებლებისთვის, ბილეთებზე ექსკლუზიური შეთავაზებები გვაქვს:

შემოგვიერთდით, ყველა დიდი ცვლილება პატარა ნაპერწკლით იწყება!

გააზიარე

შეიძლება დაგაინტერესოს