Logo
ბლოგი
Time icon

1 წუთი წასაკითხად

კიდევ ერთი აღიარება: საქართველოს ბანკი მსოფლიოს საუკეთესო SME ბანკია

საქართველოს ბანკი მსოფლიოს საუკეთესო ციფრულ ბანკად დასახელდა მცირე და საშუალო ბიზნესისთვის. გაიგეთ, როგორ აჯობა მან გლობალურ კონკურენტებს და რას ნიშნავს ეს თქვენთვის.

ბიზნესისთვის, სადაც ყოველი წუთი მნიშვნელოვანია, საბანკო ოპერაციების დისტანციურად და სწრაფად შესრულება საკვანძო უპირატესობაა, საიმედო ციფრული ბანკი კი წარმატების აუცილებელი ნაწილი.

ამიტომაა მნიშვნელოვანი ეს ახალი ამბავიც: SME Banking Agency-მ, საქართველოს ბანკი გიგანტ ბანკებსა და ფინტექ კომპანიებს შორის მსოფლიოში საუკეთესო ციფრულ ბანკად დაასახელა მცირე და საშუალო ბიზნესისთვის (SME).

კონკურენცია გლობალურ გიგანტებთან

გამარჯვებულები 28 ნოემბერს, ვენაში, SME Banking Forum 2025-ის ფარგლებში გამოვლინდნენ. საქართველოს ბანკმა საუკეთესო ციფრული ბანკის ტიტული 1000 კომპანიას შორის მოიპოვა. ფინალისტებს შორის იყვნენ მსოფლიოს წამყვანი ბანკები და ფინტექ-კომპანიები:

  • Revolut – გლობალური ფინტექ გიგანტი
  • Monzo – დიდი ბრიტანეთის ერთ-ერთი ყველაზე ინოვაციური ბანკი
  • Mercury – ამერიკული ფინტექ კომპანია
  • Wise, Starling Bank, Nubank, Airwallex – ბრენდები, რომლებიც ციფრულ ბანკინგზე საუბრისას პირველი გახსენდება

მარტივი ნამდვილად არაა კონკურენცია გაუწიო ასეთ დიდ და ცნობილ ბანკებს, თუმცა შესაძლებლობები უსაზღვროა და საქართველოს ბანკის გამარჯვებაც სწორედ ამას მოწმობს.

რას ნიშნავს ეს ჩვენი მომხმარებლებისთვის?

ეს აღიარება, პირველ რიგში, იმის დადასტურებაა, რომ ჩვენს მომხმარებლებს ჰყავთ სანდო პარტნიორი, რომლის ციფრული პროდუქტებიც საერთაშორისო ასპარეზზე ლიდერობს. ჟიურიმ გამარჯვებულები შეარჩია არა მხოლოდ ინოვაციურობით, არამედ იმ რეალური გავლენით, რომელსაც ისინი SME ეკოსისტემაზე ახდენენ. 

პრაქტიკაში ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენი ციფრული პროდუქტები ბიზნესის ყოველდღიურ საჭიროებებზეა მორგებული. მაგალითად, ბიზნეს მობილბანკით მომხმარებლებს შეუძლიათ დისტანციურად შეასრულონ საერთაშორისო გადარიცხვები ან მოითხოვონ ხელშეკრულების შესრულების და სატენდერო გარანტია. თუ გაინტერესებთ, კიდევ რა გამოარჩევს აპლიკაციას, ჩვენს ბლოგში 5 მიზეზს გიზიარებთ.

საქართველოს ბანკისთვის ეს პირველი გამარჯვება არაა. ოქტომბერში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო ციფრული ბანკად დაასახელა ბიზნესისთვის ტრანსფორმაციის მიმართულებით.

ყველა გამარჯვება მოტივაციაა, რომ თქვენი იმედები გავამართლოთ და არ გავჩერდეთ – დავხვეწოთ, გავაუმჯობესოთ და გავამარტივოთ საბანკო მომსახურება ჩვენი მომხმარებლებისთვის.

გადმოწერეთ ბიზნეს მობილბანკი

გააზიარე

შეიძლება დაგაინტერესოს