საქართველოს ბანკი ლონდონის ტოპ 100-ში – რას ნიშნავს FTSE 100 ინდექსის წევრობა

3 წუთი წასაკითხად
31 დეკ. 2025
3 წუთი წასაკითხად
ლატვიური სტარტაპის, Rebookify-ს მიზანია ტურისტული სააგენტოების ერთ-ერთი ყველაზე მტკივნეული პრობლემა გადაჭრას და იზრუნოს იმ მოგების დაბრუნებაზე, რომელსაც ბაზრის მუდმივი ცვალებადობის გამო, კომპანიები ხშირად კარგავენ.
პატარა და მოქნილ გუნდს, რომელსაც TravelTech-ის, ავტომატიზაციისა და B2B გაყიდვების დიდი გამოცდილება აქვს, შეუძლია სწრაფად მუშაობა და მალევე გატესტვა. ბლოგში სტარტაპის და 500 Global in Eurasia პროექტის შესახებ უფრო მეტს Rebookify-ს თანადამფუძნებლისგან, მატისს რეინის პურინშისგან გაიგებ.
სტარტაპი 500 Global in Eurasia-ს მე-9 ნაკადის მონაწილეა.
500 Global in Eurasia 12-კვირიანი ინტენსიური აქსელერაციის პროგრამაა, რომელსაც მსოფლიო დონის ექსპერტები უძღვებიან. ინიციატივის ფარგლებში, დღემდე 80-ზე მეტმა სტარტაპმა გაიარა გადამზადება აღმოსავლეთ ევროპიდან, კავკასიის რეგიონიდან, ცენტრალური აზიიდან და დიდი ბრიტანეთიდან.
პროგრამის ფარგლებში, მონაწილეები იძენენ როგორც თეორიულ ცოდნას, ისე პრაქტიკულ გამოცდილებას; იზიარებენ ექსპერტიზას და ამყარებენ ახალ კავშირებს, რაც მათ სწრაფი ზრდისა და განვითარების შესაძლებლობას აძლევს.
პროგრამა 2020 წლიდან 500 Global-ის მიერ, საქართველოს ბანკთან და საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოსთან (GITA) თანამშრომლობით ხორციელდება. Rebookify-სთვის საქართველოს ბანკის მხარდაჭერა განსაკუთრებით ღირებული აღმოჩნდა. ბანკმა მათ მისცა წვდომა ადგილობრივი პარტნიორების, ინვესტორებისა და კორპორაციული კლიენტების ფართო ქსელზე, რაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია კომპანიისთვის, რომელიც ახალ ბაზარზე შემოდის.
ტურისტულ სააგენტოში მუშაობისას Rebookify-ს გუნდი ბიზნესის ერთ თავისებურებას დააკვირდა: სააგენტოები ყოველდღიურად კარგავენ მოგებას, რადგან სასტუმროების ფასები ჯავშნის გაკეთების შემდეგაც მუდმივად იცვლება, თანამშრომლებს კი არ აქვთ დრო და რესურსი, რომ ასობით უკვე გაკეთებული ჯავშანი ამოწმონ.
სწორედ ეს იყო ის “აჰააა“ რომელმაც Rebookify შექმნა. პლატფორმა, რომელიც გამოსავალს ამ პროცესის ავტომატიზაციაში ხედავს.
აღწერილი სისტემით ტურისტულ სააგენტოებთან ერთად მათი მომხმარებლებიც კმაყოფილი რჩებიან, რადგან სააგენტოებს შესაძლებლობა ეძლევათ, მათ უკეთესი პირობები შესთავაზონ.
500 Global in Eurasia-ს პროგრამამ გუნდს დაანახა, რომ მთავარია მთელი ყურადღების მიზნისკენ მიმართვა. ამასთან, დაარწმუნა ისინი, რომ ხარისხი პროდუქტიულობის მთავარი მარკერია. მატისს რეინის სიტყვებით ჯობს:
აკეთო ნაკლები, მაგრამ გამორჩეულად კარგად
მრავალი ფუნქციის დამატების ნაცვლად, გუნდმა გადაწყვიტა, რომ სრულად კონცენტრირდნენ მთავარ ფუნქციონალზე, რომელსაც სააგენტოებისთვის მყისიერი, გაზომვადი შედეგი მოაქვს.
დემო დღის შემდეგ Rebookify ევროპის მასშტაბით გაფართოებას და ტურისტულ სააგენტოებთან გაყიდვების დაჩქარებას გეგმავს. გრძელვადიანი ხედვა კი ბევრად ამბიციურია:
Rebookify უნდა იქცეს ტურისტული სააგენტოების საოპერაციო სისტემად, რომელიც ყველა ჯავშნის უკან იდგება
– თანადამფუძნებელი მატისსს რეინი პურინში
დამფუძნებლების თქმით, არ არის საჭირო იდეალური პროდუქტი. საჭიროა რეალური მომხმარებელი, რომელიც მზად იქნება, გააკეთოს ინვესტიცია რეალური პრობლემის გადაჭრაში. ამიტომ:
დაიწყეთ მცირედით და იდეის ეფექტურობა რეალურ სამყაროში რაც შეიძლება მალე გამოცადეთ
– მატისს რეინი პურინში