Logo
ბლოგი
Time icon

2 წუთი წასაკითხად

როგორ დავზოგოთ სარეკლამო ბიუჯეტის 40% – Adsmom მონაცემებზე დაფუძნებული მიდგომა

500 Global in Eurasia-ს მე-9 ნაკადის მონაწილე სტარტაპის, Adsmom-ის, დამფუძნებლებს მონაცემებზე დაფუძნებული კვლევის სჯერათ და კომპანიებს სარეკლამო ბიუჯეტის ხარჯის შემცირებას პირდებიან.

რას მოიცავს 500 Global in Eurasia?

500 Global in Eurasia აქსელერაციის პროგრამის ფარგლებში შერჩეული სტარტაპები აღმოსავლეთ ევროპიდან, კავკასიიდან და ცენტრალური აზიის ქვეყნებიდან, 12-კვირიან აქსელერაციის პროგრამას გადიან, რომელსაც მსოფლიო დონის ექსპერტები უძღვებიან.

ინტენსიური გადამზადების პროგრამის ფარგლებში, მონაწილეები იძენენ როგორც თეორიულ ცოდნას, ისე პრაქტიკულ გამოცდილებას; იზიარებენ საჭირო ექსპერტიზას და ამყარებენ ახალ კავშირებს, რაც მათ სწრაფი ზრდისა და განვითარების შესაძლებლობას აძლევს.

რა არის Adsmom და როგორ მუშაობს ის?

Adsmom ეხმარება ბიზნესებს სარეკლამო ბიუჯეტის ჭკვიანურ განაწილებაში. პლატფორმას სამი დამფუძნებელი ჰყავს – კრისტიანსი, მატისი და რაიმონდსი. სამეულს ბიზნესის განვითარების, დეველოპმენტისა და პროგრამული უზრუნველყოფის მრავალწლიანი გამოცდილება აერთიანებთ.

Adsmom-ის მთავარი მიზანია ყოველდღიურად შექმნილი მილიონობით რეკლამის მონაცემთა ანალიზი და ბიზნესებისთვის ისეთი პრაქტიკული ხედვების მიწოდება, რომლებიც ბაზრებზე რეალურად მუშაობს.

პლატფორმას უკვე არაერთი წარმატებული ქეისი აქვს: მისი ანალიტიკის დახმარებით კლიენტებმა უფრო ზუსტად დაგეგმეს სარეკლამო კამპანიები და მოკლე დროში მიაგნეს ყველაზე მომგებიან სტრატეგიებს.

პრობლემიდან სტარტაპამდე

Adsmom-ის შექმნის იდეა ბაზრის შესწავლისას გაჩნდა. მთავარი ბიძგი ის ფაქტი გახდა, რომ ბრენდები სარეკლამო ბიუჯეტის 40%-მდე რეკლამების ბრმად ტესტირებაში ხარჯავენ.

ყოველდღიურად მილიონობით ახალი რეკლამა იქმნება, რაც უზარმაზარ ინფორმაციას გვაძლევს. თუმცა, ბაზარზე არ არსებობდა ინსტრუმენტი, რომელიც ამ მონაცემებს გააანალიზებდა და ბიზნესს ასწავლიდა, როგორ გამოეყენებინა ის კონკურენტებზე უპირატესობის მოსაპოვებლად
– Adsmom-ის დამფუძნებლები

ერთი მთავარი გაკვეთილი 500 Global-ის აქსელერაციიდან

აქსელერაციის პროგრამიდან Adsmom-ის გუნდმა ბევრი რამ ისწავლა, მრავალ რჩევას შორის, ისინი გამოყოფენ ერთ მთავარ პრინციპს, რომელმაც მათი სამუშაო მიდგომა სრულიად შეცვალა:

გუნდის თითოეული წევრი პასუხისმგებელი უნდა იყოს კონკრეტულ, გაზომვად შედეგებზე (KPI), რადგან მხოლოდ ამ გზით არის შესაძლებელი ბიზნესის სისტემატური და სწორი მიმართულებით ზრდა

დემო დღე და სამომავლო გეგმები

Adsmom-ისთვის დემო დღე აქსელერაციის პროგრამის დასასრულია, თუმცა ამავდროულად, ახალი ეტაპის დასაწყისი. გუნდის უახლოესი მიზნები მომხმარებელთა ბაზის გაზრდა და ინვესტიციის შემდეგი რაუნდის მოსაზიდად მომზადებაა.

გრძელვადიან პერსპექტივაში კი ხედვა კიდევ უფრო ამბიციურია – Adsmom უნდა იქცეს უნივერსალურ ინსტრუმენტად, რომელიც ყველა ციფრულ სარეკლამო პლატფორმასთან იქნება ინტეგრირებული.

და ბოლოს, ერთი რჩევა გუნდისგან

Adsmom-ისთვის წარმატებული სტარტაპის მთავარი ინგრედიენტი სიმამაცეა:

ანტრეპრენერები არ უცდიან, ისინი მოქმედებენ. მამაცები და თავდაჯერებულები არიან. ხშირად, ჯერ აკეთებენ და შემდეგ ფიქრობენ. თუ გინდა, მათ შეუერთდე, პირველ რიგში, გაბედულება გჭირდება. ეს არის პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი. მარტივი გზები არ არსებობს. საუკეთესო რომ გახდე, ყველაზე რთულ საქმეებს უნდა შეეჭიდო
– Adsmom-ის დამფუძნებლები

გააზიარე

შეიძლება დაგაინტერესოს