Logo
ბლოგი
Time icon

4 წუთი წასაკითხად

ლიდერატორი 2026 | ანაზღაურებადი სტაჟირება და პირველი სამსახური სტუდენტებისთვის

ეძებ სამსახურს, რომელსაც სწავლასთან შეათავსებ? აღმოაჩინე ლიდერატორი, 8-თვიანი ანაზღაურებადი სტაჟირება საქართველოს ბანკში, რომელიც კარიერის დაწყებაში დაგეხმარება

საკითხები

სტუდენტობა განვითარებასთან ერთად საკუთარი თავის ძიების პროცესია. ალბათ, შენც გიჩნდება კითხვა: როგორ აღმოვაჩინო ზუსტად ის საქმე, რომელიც მომწონს და როგორ მივიღო პრაქტიკული გამოცდილება ისე, რომ სწავლაში ხელი არ შემეშალოს?

თუ ახლა III ან IV კურსის სტუდენტი ხარ, ან სულ ახლახან დაასრულე უნივერსიტეტი და ეძებ განვითარების  შესაძლებლობას, მაშინ ეს ბლოგი შენთვისაა. გაიცანი ლიდერატორი – საქართველოს ბანკის კარიერული პროგრამა და უნიკალური შესაძლებლობა, რომელიც აუცილებლად უნდა გამოიყენო.

რატომ არის ლიდერატორი საუკეთესო არჩევანი შენი კარიერისთვის?

ლიდერატორი საქართველოს ბანკის 8-თვიანი, სრულიად ანაზღაურებადი, პროგრამაა, რომელიც 2017 წლიდან ეხმარება ახალგაზრდებს კარიერულ განვითარებაში.

დღემდე ლიდერატორმა არაერთი ნიჭიერი და პერსპექტიული ახალგაზრდა აღმოაჩინა, მონაწილეთა საშუალოდ 78%-ზე მეტი კი კარიერას საქართველოს ბანკში აგრძელებს.

უპირატესობები, რომლებიც პროგრამას უნიკალურს ხდის

  • როტაციული გამოცდილება: არ ხარ დარწმუნებული, კონკრეტულად რომელი მიმართულებაა შენი? პროგრამა გაძლევს შანსს, იმუშაო რამდენიმე მიმართულებით, რაც დაგეხმარება აღმოაჩინო შენი ძლიერი მხარეები და გააკეთო სწორი პროფესიული არჩევანი.
  • მენტორინგი პროფესიონალებისგან: თითოეულ ეტაპზე გეყოლება პირადი მენტორი, სფეროს გამოცდილი სპეციალისტი, რომელიც გაგიზიარებს ცოდნას და დაგეხმარება, ისწავლო რეალური პრობლემების გადაჭრა.
  • ტრენინგები ეფექტური სტარტისთვის: პროგრამა იწყება მოსამზადებელი ეტაპით, სადაც გაივლი ტრენინგებს როგორც ტექნიკური, ისე პიროვნული უნარების გასავითარებლად.
  • სწავლაზე მორგებული გრაფიკი: სტანდარტული გრაფიკი 8-საათიანია, თუმცა ის მაქსიმალურად ერგება შენს აკადემიურ ცხრილს. რაც ყველაზე მთავარია, ლიდერატორებს აქვთ დამატებით 7 თავისუფალი დღე (Day off), რომლებიც შეგიძლია საგამოცდო პერიოდისთვის გამოიყენო.
  • ანაზღაურებადი პროგრამა: პროგრამა სრულად ანაზღაურებადია, ანაზღაურება კი იზრდება სამუშაო პრაქტიკის ეტაპზე გადასვლისას.
  • დასაქმების რეალური შესაძლებლობა: პროგრამის წარმატებით დასრულების შემთხვევაში, გექნება შესაძლებლობა კარიერა საქართველოს ბანკში გააგრძელო.

ლიდერატორის 12 პროგრამა 2026 წლისთვის: იპოვე შენი მიმართულება

წელს ლიდერატორი 12 განსხვავებულ მიმართულებას გთავაზობს, გაეცანი თითოეული და მოინიშნე შენთვის ყველაზე საინტერესო პროგრამა:

სტრატეგიული ფინანსები და ბიზნეს ეფექტურობა

გაინტერესებს, რა დგას ბანკის სტრატეგიული გადაწყვეტილებების მიღმა და როგორ სრულდება დასახული მიზნები? ამ პროგრამის ფარგლებში დაინახავ, თუ როგორ გარდაიქმნება ბანკის სტრატეგია კონკრეტულ პროექტებად.

შეისწავლი თითოეული პროექტის ტაქტიკურ როლს, ჩაერთვები სტრატეგიული სვლების დაგეგმვაში, გააანალიზებ მონაცემებს, ფინანსურ პროგნოზებს და გუნდთან ერთად იპოვი ბანკის სტრატეგიის განხორციელების ახალ, ეფექტიან გზებს.

კორპორაციული და საინვესტიციო ბანკინგი

ამ მიმართულებით უშუალო შეხება გექნება ქვეყნის უმსხვილეს კომპანიებთან და ეკონომიკის მთავარ მოთამაშეებთან. ისწავლი გლობალური პროექტების ანალიზს, ჩაერთვები კორპორაციულ კლიენტებთან მოლაპარაკებებში და Galt & Taggart-თან ერთად მონაწილეობას მიიღებ მნიშვნელოვან ეკონომიკურ გარიგებებში.

პრემიუმ ბანკინგი და საბროკერო საქმე

თუ გინდა, შენი კარიერა საერთაშორისო ბაზრებსა და მსხვილ ინვესტორებთან ურთიერთობას დაუკავშირო, ეს მიმართულება შენთვისაა.

აქ ისწავლი კაპიტალის მართვის ხელოვნებას, ჩაერთვები მაღალი დონის მოლაპარაკებებში და პრაქტიკაში ნახავ, როგორ მუშაობს ადგილობრივი და საერთაშორისო ბაზრები.

საოპერაციო რისკები, აუდიტი და შიდა კონტროლი

თუ დეტალებში ჩაძიება და რთული თავსატეხების ამოხსნა გიზიდავს, ეს მიმართულება ზუსტად შენთვისაა. აქ შენი მთავარი იარაღი დაკვირვება და ანალიზია. შენ ისწავლი, როგორ აღმოაჩინო ის, რაც სხვებს გამორჩათ, შეაფასებ პროცესებს და იზრუნებ იმაზე, რომ ორგანიზაცია დაცული და სტაბილური იყოს.

მომხმარებლებთან ურთიერთობის, გამოცდილებისა და ლოიალურობის მართვა

თუ გაინტერესებს, რატომ ირჩევენ ადამიანები ბრენდებს და როგორ იქმნება მომხმარებლის განსაკუთრებული გამოცდილება, აქ ისწავლი, როგორ მართო ლოიალობის პროგრამები მონაცემებზე დაყრდნობით, შექმნა შეთავაზებები სხვადასხვა სეგმენტისთვის და განავითარო პარტნიორებთან გრძელვადიანი ურთიერთობები.

ტალანტების მოზიდვა და განვითარება (HR)

ამ მიმართულებაზე გაიგებ, როგორ მოიზიდო საუკეთესო კანდიდატები და  უზრუნველყო მათი მუდმივი პროფესიული განვითარება. უშუალოდ ჩაერთვები პროცესში, რომელიც აყალიბებს კომპანიის კულტურას. დაწყებული გასაუბრებებიდან, დამთავრებული თანამშრომელთა სწავლებისა და განვითარების სტრატეგიებით.

მარკეტინგი

თუ გაქვს კრეატიული ხედვა და გინდა შენი ნაფიქრი მასშტაბურ კამპანიად იქცეს, აქ SOLO-სა და საცალო ბანკინგის მაგალითზე ისწავლი, როგორ იქმნება და იფუთება პროდუქტი, მიიტანო სათქმელი მომხმარებლამდე და, ამავდროულად, გააერთიანო გუნდი კორპორაციული ღირებულებების გარშემო.

ბიზნესის ანალიტიკა და რეპორტინგი

ეს პროგრამა გასწავლის, როგორ აქციო ქაოსური მონაცემები ლოგიკურ დასკვნებად. შენ გახდები ის ადამიანი, რომელიც ციფრებს აალაპარაკებს და ბიზნესს სწორი გზის პოვნაში დაეხმარება, იქნება ეს მომხმარებლის ქცევის ანალიზი თუ სამომავლო პროგნოზები.

მონაცემთა მეცნიერება (Data Science)

თუ გინდა გაიგო, როგორ “აზროვნებს“ ხელოვნური ინტელექტი და როგორ იქცევა მონაცემები მომავლის პროგნოზად, ეს პროგრამა შენთვისაა. აქ შექმნი ალგორითმებს, რომლებიც რეალურ პრობლემებს აგვარებს, იქნება ეს ანომალიური ქცევების აღმოჩენა თუ მოვლენების წინასწარმეტყველება.

საბანკო სამართალი

სამართლებრივი ლოგიკის ბიზნესის რეალურ გამოწვევებთან დაკავშირება და მასშტაბური გარიგებების სტრუქტურის გააზრება ამ მიმართულების მთავარი ხიბლია. შენ ჩაერთვები მსხვილი ტრანზაქციების იურიდიულ მხარდაჭერაში და ისწავლი, როგორ დაიცვა კომპანიის ინტერესები სტრატეგიული და გონივრული სვლებით.

iOS დეველოპმენტი

თუ გინდა წვლილი შეიტანო მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკის განვითარებაში, ეს მიმართულება მოგეწონება. აქ Swift-ისა და თანამედროვე არქიტექტურის (MVVM, Clean Architecture) დახმარებით ისწავლი, როგორ იქცევა შენი კოდი გლობალური დონის ციფრულ პროდუქტად.

როგორ გავხდე ლიდერატორი: განაცხადის შეტანის პროცესი და ვადები

შერჩევის პროცესი ეტაპობრივად

  • რეზიუმეს განხილვა: პირველ ეტაპზე ვამოწმებთ შენს შესაბამისობას პროგრამის ძირითად მოთხოვნებთან.
  • ზოგადი უნარების ტესტი: ფასდება შენი ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარები.
  • პროფესიული ტესტირება / პრეზენტაცია: ტესტის შინაარსი და ფორმატი დამოკიდებულია კონკრეტულ პროგრამაზე (მაგალითად, ფინანსების ტესტი კორპორაციული ბანკინგისთვის ან მათემატიკური ტესტი iOS დეველოპმენტისთვის).
  • ინდივიდუალური გასაუბრება: ვეცნობით შენს მოტივაციას, კომპეტენციებსა და ინტერესებს.
  • ჯგუფური ან ინდივიდუალური პრეზენტაცია: ზოგიერთ პროგრამაზე ფასდება წარდგენის და გუნდური მუშაობის უნარი.
  • ინდივიდუალური ან ჯგუფური პრეზენტაცია დავარქვათ და შესაბამისად განვმარტოთ
  • შეთავაზება (Offer): წარმატებული კანდიდატები იღებენ შეთავაზებას პროგრამაში მონაწილეობის შესახებ.

მთავარი წესები და რეკომენდაციები

  • შეგიძლია განაცხადი შემოიტანო ლიდერატორის მაქსიმუმ 3 პროგრამაზე. სამზე მეტი განაცხადის შემთხვევაში, მხოლოდ ბოლო სამი არჩევანი განიხილება.
  • რეგისტრაცია დაიწყება 20 იანვარს და გაგრძელდება 3 თებერვლამდე.
  • პროგრამა იწყება 2026 წლის აპრილში.

როგორ დამიკავშირდებიან შერჩევის ეტაპებზე?

საქართველოს ბანკის წარმომადგენელი შენ მიერ მითითებულ ელექტრონული ფოსტის მისამართზე დაგიკავშირდება. ამიტომ, სწორად მიუთითე მისამართი და ხშირად შეამოწმე იმეილი.

რა მოხდება პროგრამის დასრულების შემდეგ?

თუ პროგრამას წარმატებით დაასრულებ, საქართველოს ბანკში კარიერის გაგრძელების შესაძლებლობა გექნება. ლიდერატორის მონაწილეთა საშუალოდ 78%-მა კარიერა საქართველოს ბანკში გააგრძელა.

ლიდერატორი არის უნიკალური შესაძლებლობა, თეორიული ცოდნა აქციო პრაქტიკულ გამოცდილებად, მიიღო ანაზღაურება და დაიწყო შენი პროფესიული გზა ქვეყნის წამყვან კომპანიაში. ასე რომ, მოასწარი 3 თებერვლამდე, შეარჩიე შენი მიმართულება და გახდი ლიდერატორი.

გადადი ბმულზე და დარეგისტრირდი 2026 წლის ლიდერატორზე.

გააზიარე

შეიძლება დაგაინტერესოს