2 წუთი წასაკითხად
რატომ sCool Card? 5 მთავარი უპირატესობა მოსწავლეებისთვის
18 თებ. 2026
2 წუთი წასაკითხად
საკითხები
გააზიარე
ციფრულ ეპოქაში უმცროს თაობასთან ეფექტური დიალოგის წამოწყება მათი ავტონომიის აღიარებითა და დამოუკიდებლობის ხელშეწყობით იწყება. ასე, მოზარდების სწრაფ ზრდასა და განვითარებასთან ფეხის აწყობაც უფრო მარტივი ხდება.
sCool Card სწორედ ის ხელსაწყოა, რომელიც ამ პროცესში მშობელს ყველაზე მეტად დაეხმარება. sCool Card-ის გამოყენებით მოზარდს დამოუკიდებლად შეუძლია განკარგოს მისთვის გამოყოფილი ფული, დააგროვოს სქულები, ისარგებლოს შეთავაზებებით და შეაგროვოს თანხა.
თუ თქვენს შვილს ჯერ კიდევ არ აქვს მოსწავლის ბარათი, წარმოგიდგენთ ყველა მიზეზს, რატომ უნდა გაუაქტიუროთ ის დღესვე.
1. დაგროვება გოჭი ყულაბით
ავტომატური გადარიცხვის ფუნქციის გააქტიურებისას sCool Card-ით მოზარდი ფულს შეუმჩნევლად დაზოგავს. ამ დროს ყოველი გადახდილი თანხიდან მცირე ნაწილი გოჭ ყულაბაში ჩაირიცხება. ამასთან, მოზარდს შეუძლია, კონკრეტული ფინანსური მიზნებიც დაისახოს, მაგალითად, ველოსიპედის საყიდლად თანხის შეგროვება. შემდეგ კი, ამ მიზნების ასრულებას ადევნოს თვალი.
რჩევებს იმაზე, თუ როგორ ვასწავლოთ პატარებს დაზოგვა, ამ ბლოგში შეგიძლია, გაეცნო.
2. ნაირ-ნაირი შეთავაზებები
მოსწავლის ბარათით მოზარდი ნაირ-ნაირი შეთავაზებებით ისარგებლებს, ეს ყველა შეთავაზება ზუსტად მათ გემოვნებასა და სურვილებზეა ზედგამოჭრილი და იმ ობიექტებს მოიაზრებს, რომლებში სიარულიც მათ განსაკუთრებით უყვართ.
დაკვირვებისას ბავშვი იმასაც მიხვდება, რომ ერთი და იმავე სურვილის ასრულება სხვადასხვა და ზოგჯერ მომგებიანი გზითაცაა შესაძლებელი.
3. სქულები
sCool Card-ით გადახდილ ყოველ 1 ლარზე მოზარდი 5 სქულას აგროვებს, ყოველი 1 სქულა კი 1 თეთრს უდრის. დაგროვილი სქულებით sCoolApp-ში მობილურის ბალანსის შევსება ან პარტნიორ მაღაზიებში გადახდაა შესაძლებელი. ასე მოზარდი პრაქტიკაში ხედავს, რომ ხარჯვა და დაგროვება შეიძლება ერთდროული პროცესი იყოს.
4. ყოველდღიური ბენეფიტები
sCool Card-ის მფლობელები სარგებლობენ ბენეფიტებით, რომლებიც მათ ყოველდღიურობაზე რეალურად აისახება.
საქართველოს ბანკის სპეციალური სამედიცინო პროგრამის გააქტიურებით მოზარდის განკარგულებაშია ევექსი კლინიკების მომსახურება 70%-იდან 100%-მდე დაფინანსებით.
გარდა ამისა, sCool Card-ით მოზარდი სტომატოლოგიურ ცენტრ ნიუ დენტშიც ისარგებლებს სპეციალური პირობებით.
ჯანდაცვის პროგრამაზე რეგისტრაციისთვის ამ ბმულზე გადადი.
5. შეღავათი საზოგადოებრივ ტრანსპორტზე
ბარათის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სარგებელი ტრანსპორტით უფასო მგზავრობაა თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, თელავში, გორში, ფოთსა და ქობულეთში.
რუსთავში მოზარდებისთვის შეღავათიანი ტარიფი: 10 თეთრი მოქმედებს, ხოლო ზუგდიდში 50%-იანი ფასდაკლებაა დაწესებული.
მგონი, არაფერი გამოგვრჩა და sCool Card-ის ყველა სარგებელი მეტ-ნაკლებად განვიხილეთ, მაგრამ ისიც აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ ამ სარგებელთა რიცხვი მუდმივად იზრდება. ამიტომ, თუ შენს პატარას ჯერ კიდევ არ აქვს sCool Card, შეუკვეთე ის ონლაინ და შენ თვითონ დარწმუნდი მის უპირატესობებში.