Logo
ბლოგი
Time icon

1 წუთი წასაკითხად

არჩილ გაჩეჩილაძე - საქართველოს ბანკის და MAC Georgia-ს სასტიპენდიო პროგრამის ფარგლებში 15-მდე სტიპენდიატი უკვე გამოვავლინეთ

ნიჭიერი, მიზანდასახული  და მოტივირებული ახალგაზრდებისთვის განათლების შესაძლებლობების შესაქმნელად, საქართველოს ბანკი, MAC Georgia-სთან ერთად UniGrant-ის სასტიპენდიო პროგრამას ახორციელებს.

ინიციატივა ყველა უნივერსიტეტის საბაკალავრო საფეხურის სტუდენტებს შესაძლებლობას აძლევს,  მიიღონ ერთი წლის სწავლის საფასურის დაფინანსება.

სასტიპენდიო პროგრამის ფარგლებში უკვე გამოვლინდა 15-მდე სტიპენდიატი.

„მოხარული ვარ რომ მომავალი თაობის, სტუდენტების მხარდაჭერისა და მათთვის განათლების შესაძლებლობების შექმნის მიზნით არაერთ პროექტს ვახორციელებთ. მაგალითად, ასეთი სასტიპენდიო პროექტებია: საქართველოს ბანკის სტიპენდია; გიორგი ჩახავას სახელობის სტიპენდია; დიდ ბრიტანეთში ჩივნინგის, აშშში- ფულბრაიტის, გერმანიაში – ნიკა გუჯეჯიანის სახლობის სტიპენდიები სწავლის სრული დაფინანსებით. სულ ახლახანს კი MAC Georgia-სთან ერთად UniGrant-ის სასტიპენდიო პროგრამაც დავიწყეთ და უკვე 15-მდე სტიპენდიატიც გამოვავლინეთ. ჩვენ ამით ნამდვილად არ ვჩერდებით და ვაგრძელებთ საგანმანათლებლო პროექტების განხორციელებასა და მხარდაჭერას“,- განაცხადა არჩილ გაჩეჩილაძემ, საქართველოს ბანკის გენერალურმა დირექტორმა.

ინფორმაციისთვის, ახალგაზრდების მხარდაჭერის მიზნით, საქართველოს ბანკის CSR მიმართულებისთვის უკვე 5 წელზე მეტია განათლება პრიორიტეტია. სწორედ ამიტომ, ბანკი 40-ზე მეტ საგანმანათლებლო პროექტს ახორციელებს და უჭერს მხარს, რითაც 500 000-ზე მეტი მოსწავლისთვის, სტუდენტისა და ახალგაზრდა პროფესიონალისთვის ქმნის განათლების შესაძლებლობას. ბანკის CSR მიმართულების პორტფელი მოიცავს ისეთ საგანმანათლებლო პროექტებს, როგორებიც არის: იდეათეკებისაქართველოს ბანკის ბიბლიოთეკების პროექტი; საქართველოს ბანკისა და კომაროვის ერთობლივი პროექტი – STEM სკოლა; საქართველოს ბანკის ოლიმპიადები მოსწავლეებისთვის: STEM ოლიმპიადა, ეკონომიკის ოლიმპიადა, Kings-ის ფინანსური განათლების ოლიმპიადა, ევერესტი,  საჯარო მეტყველების კონკურსი, და სხვა.

საქართველოს ბანკის მიერ განხორციელებული საგანმანათლებლო პროექტების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს csr.bog.ge

საქართველოს ბანკის მიერ სტუდენტების მხარდასაჭერად განხორციელებული პროექტების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს stipendia.bog.ge

გააზიარე

შეიძლება დაგაინტერესოს