Logo
ბლოგი
Time icon

2 წუთი წასაკითხად

AI რევოლუცია საქართველოში: Widgera-ს წარმატების ისტორია

ბოლო წლებში საქართველო კავკასიის, ცენტრალური აზიისა და ახლო აღმოსავლეთის ინოვაციური ეკოსისტემის ცენტრად ჩამოყალიბდა. ამ პროცესში გადამწყვეტი როლი 500 Global in Eurasia-მ ითამაშა, რომელმაც საქართველოს ბანკთან და GITA-სთან პარტნიორობით ქვეყანაში რეგიონული სტარტაპ-აქსელერატორი დააფუძნა. პროგრამა, რომელიც ქართულ სტარტაპებს გლობალურ ბაზარზე გასვლაში ეხმარება, წელსაც აქტიურად გრძელდება.

აქსელერაციის პროგრამის მეშვიდე ნაკადის მონაწილის, Widgera-ს, მაგალითი კარგად აჩვენებს, თუ რა მასშტაბის წარმატებას შეიძლება მიაღწიოს ქართულმა სტარტაპმა სწორი მხარდაჭერით.

ციფრული თანამშრომელი, რომელსაც მარტივად შექმნი

ხშირად ტექნოლოგიური სიახლეები რთულ კოდებთან და პროგრამირებასთან ასოცირდება, Widgera-ს მთავარი უპირატესობა კი სწორედ სიმარტივეა. ეს არის პლატფორმა, სადაც ნებისმიერ ადამიანს შეუძლია შექმნას თავისი ბიზნესისთვის მორგებული AI აგენტი, მაშინაც კი, თუ ტექნიკური ხელსაწყოების გამოყენება არ იცის.

წარმოიდგინე, რომ გყავს ციფრული თანამშრომელი, რომელმაც იცის ყველაფერი შენს პროდუქტზე, არასდროს იღლება და შეუძლია დამოუკიდებლად მართოს რთული პროცესები.

რით განსხვავდება Widgera-ს აგენტი ჩვეულებრივი ჩატბოტისგან?

სტანდარტული ჩატბოტი კითხვა-პასუხის რეჟიმში მუშაობს წინასწარ გაწერილ ინფორმაციაზე დაყრდნობით. Widgera-ს AI აგენტი კი მოქმედებს როგორც სრულფასოვანი თანამშრომელი, იყენებს ნებისმიერ სისტემას, რომელსაც რეალური ადამიანი გამოიყენებდა, შეუძლია შევიდეს კომპანიის ბაზებში, გადაამოწმოს ინფორმაცია და მიიღოს გააზრებული გადაწყვეტილებები:

ვიჯერას აგენტების მომხმარებელთან კომუნიკაცია აღარ არის დამხმარე საშუალება, ძირითადია. სწორედ ამიტომ, პარტნიორ კომპანიებში მომხმარებლის კმაყოფილება რეკორდულად, 95%-მდე გაიზარდა. გაყიდვების და მიმართვიანობის ზრდის დამსახურებით, ამ ინსტრუმენტის დანერგვა კი არ ანაცვლებს ადამიანებს, პირიქით, ახალ სამუშაო ადგილებს ქმნის
Widgera-ს თანადამფუძნებელი, სანდრო ბოლქვაძე

30 ქვეყანა და 500 Global in Eurasia-ს ეფექტი

Widgera-მ უკვე 4000-ზე მეტი AI აგენტი შექმნა და 30-ზე მეტ ქვეყანაში ოპერირებს, კომპანიის განვითარებისთვის კი გარდამტეხი მომენტი 500 Global in Eurasia-ის პროგრამაში მონაწილეობა აღმოჩნდა.

სანდრო იხსენებს, რომ Widgera-ს შექმნიდან სულ რაღაც 2 თვე იყო გასული, როდესაც 500 Global in Eurasia-ს მეშვიდე ნაკადზე მოხვდნენ. იმ პერიოდისთვის Product Hunt-ზე გამარჯვება და ტოპ 5 პროდუქტში მოხვედრა უკვე მოასწრეს, რის გამოც გლობალურ ბაზარზე ყურადღება მიიქციეს.

საერთაშორისო დონის მენტორებთან მუშაობამ და სხვა ქვეყნის სტარტაპებთან კავშირმა კომპანიას გლობალურ ბაზარზე ოპერირება მნიშვნელოვნად გაუმარტივა.

ქართული ბაზრის ათვისება და ახალი მიზნები

2025 წლის ოქტომბრიდან Widgera-მ საქართველოს ბაზარზეც აქტიურად დაიწყო ოპერირება. ამ სტრატეგიული ნაბიჯის გადადგმა მათ 500-ის პარტნიორმა, პედრო სანტოს ვიეირამ, ურჩია: ადგილობრივ ბაზარზე სწრაფი წარმატება უცხოელი ინვესტორებისთვის საუკეთესო მტკიცებულება იქნებოდა, რომ პროდუქტი მუშაობს.

ზუმერი, გორგია და ამბოლი იყო პირველი 3 კომპანია, რომლებმაც ნდობა ჯერ კიდევ პროექტის შემუშავების ეტაპზე გამოგიცხადეს. დღეს უკვე 20-ზე მეტი წამყვანი ქართული კომპანია თანამშრომლობს ჩვენთან სხვადასხვა ინდუსტრიიდან: ელექტრონიკა, სამშენებლო მასალები, უძრავი ქონება, ავტოსერვისი სტუმარმასპინძლობა და ა.შ
– სანდრო ბოლქვაძე

სანდრო აღნიშნავს, რომ Widgera-სთან თანამშრომლობა გაყიდვების სფეროში მნიშვნელოვან ცვლილებებს გამოიწვევს. უკვე დაიწყეს რამდენიმე ბანკთან მუშაობა და გეგმავენ, საქართველო გახდეს პირველი ქვეყანა, სადაც მომსახურების სფერო სრულად ხელოვნურ ინტელექტზეა დაფუძნებული.

Widgera-ს მაგალითი ნათლად აჩვენებს, როგორ შეიძლება 500 Global in Eurasia-ს მსგავსი პროგრამით და სწორი მხარდაჭერით ქართული სტარტაპი, სულ რაღაც ორ წელიწადში გლობალური ბაზრის სრულფასოვანი ნაწილი გახდეს.

გააზიარე

შეიძლება დაგაინტერესოს