Logo
ბლოგი
Time icon

2 წუთი წასაკითხად

როგორ დავამატოთ ონლაინ გადახდები საიტზე Api.bog.ge-სთან ერთად

აღმოაჩინეთ Api.bog.ge – საქართველოს ბანკის პლატფორმა, რომელიც გაგიმარტივებთ ონლაინ გადახდების, განვადების და საბანკო სერვისების ინტეგრაციას. დაზოგეთ დრო და გააუმჯობესეთ მომხმარებლის გამოცდილება

Api.bog.ge საქართველოს ბანკის ციფრული პლატფორმაა, რომელიც ბიზნესს გაციფრულებასა და საბანკო სერვისების საკუთარ სისტემებში დანერგვაში ეხმარება. ის ერთ სივრცეში აერთიანებს საქართველოს ბანკის ყველა ძირითად API სერვისს.

დღევანდელ რეალობაში, ნებისმიერი პროდუქტისა თუ სერვისის გაციფრულება ონლაინ გადახდებისა და საბანკო ფუნქციების გარეშე პრაქტიკულად წარმოუდგენელია. Api.bog.ge ამ პროცესს ამარტივებს და ბიზნესს საშუალებას აძლევს, გაფანტული წყაროების ნაცვლად, ყველა საჭირო ინსტრუმენტი ერთ პლატფორმაზე მოიძიოს.

რა უპირატესობებს სთავაზობს პლატფორმა ბიზნესს?

პლატფორმა ბიზნესს სრულყოფილ და ავტომატიზებულ სერვისებს სთავაზობს. მისი საშუალებით, კომპანიებს შეუძლიათ მარტივად და ადამიანთან კომუნიკაციის გარეშე დაარეგისტრირონ ონლაინ გადახდებისა და განვადების სერვისები.

პლატფორმა ასევე მოიცავს ფუნქციების საოპერაციო ნაწილს – სპეციალურ სამართავ პანელებს (Dashboard), რომლებიც ბიზნესს სერვისების მართვას უმარტივებს.

რა ძირითადი სერვისებია ხელმისაწვდომი Api.bog.ge-ზე?

Api.bog.ge-ზე ბიზნესი ოთხი ძირითადი მიმართულების პროდუქტით სარგებლობას შეძლებს:

1. ონლაინ გადახდები

ამ ფუნქციით ნებისმიერი კომპანია საკუთარ ვებგვერდზე გადახდის ღილაკს მარტივად და ფილიალში ვიზიტის გარეშე დააინტეგრირებს. მისი დანერგვისთვის ხელმისაწვდომია როგორც მარტივი სააპლიკაციო ფორმა, ისე დეტალური ტექნიკური ინსტრუქცია დეველოპერებისთვის.

ბიზნესს შეუძლია მომხმარებელს გადახდის მრავალფეროვანი მეთოდები შესთავაზოს:

  • ბარათით
  • ინტერნეტბანკით
  • PLUS და MR ქულებით
  • Apple Pay-ით და სხვა

ყველა გადახდა დაცულია 3D Secure ტექნოლოგიით, რაც პერსონალური მონაცემების მაქსიმალურ უსაფრთხოებას უზრუნველყოფს.

2. ონლაინ განვადება

ონლაინ გადახდების მსგავსად, განვადების ინტეგრაციაც მარტივი აპლიკაციის შევსებითაა შესაძლებელი. ბიზნესს შეუძლია გამოიყენოს როგორც წინასწარ დამტკიცებული ლიმიტი, ასევე ნაწილობრივი განვადების ფუნქციონალი.

შეკვეთების კონტროლი შესაძლებელია სპეციალური სამართავი პანელიდან (Manager.bog.ge), რომლის დახმარებითაც ხდება:

  • სტატუსების ცვლილების მონიტორინგი
  • ანალიტიკური ინფორმაციის მიღება
  • საჭიროების შემთხვევაში განვადების გაუქმება

3. ბიზნეს ინტერნეტბანკის API სერვისები

დღეს მომხმარებლისთვის დრო ყველაზე ძვირფასი რესურსია. სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია, რომ კომპანიამ საკუთარი საბუღალტრო თუ ბიზნეს პროგრამიდან გაუსვლელად შეძლოს საბანკო ოპერაციების შესრულება. ბიზნეს ინტერნეტბანკის API სერვისები თქვენს პროგრამაში შემდეგი ფუნქციების ინტეგრაციას უზრუნველყოფს:

  • ლარისა და უცხოური ვალუტის ინდივიდუალური და პაკეტური გადარიცხვა
  • უნაღდო კონვერტაციის შესრულება
  • ამონაწერის მიღება და დამუშავება

მნიშვნელოვანია, რომ ამ გზით შექმნილი დოკუმენტები ავტომატურად აისახება ბიზნეს ინტერნეტბანკში და საბოლოოდ საჭიროებს შესაბამისი უფლებამოსილი პირის მიერ დადასტურებას.

4. ღია ბანკინგი

იმისთვის, რომ ბიზნესმა უკეთ დააკმაყოფილოს საკუთარი მომხმარებლების მოთხოვნები, აუცილებელია მათზე საჭირო ინფორმაციის ფლობა და ანალიზი. Api.bog.ge-ს მეშვეობით, ფინტექ და ტექნოლოგიურ კომპანიებს შეუძლიათ მიიღონ წვდომა API სერვისის სატესტო გარემოზე, რაც მათ საშუალებას მისცემს, წინასწარ განსაზღვრონ ღია ბანკინგის შესაძლებლობები.

მომსახურება შექმნილია საქართველოს ღია ბანკინგის სტანდარტების შესაბამისად და სრულად იცავს მომხმარებლის პირად მონაცემებს. ამ ფუნქციონალის ინტეგრაციით თქვენ შეძლებთ მომხმარებლებს შესთავაზოთ სერვისის გაუმჯობესებული სტანდარტი და შექმნათ ახალი ფუნქციონალი თქვენს ვებ და მობილურ აპლიკაციებში.

ვისთვის არის API სერვისები განსაკუთრებით საინტერესო?

ათასობით კომპანიამ უკვე წარმატებით შეძლო მსგავსი სისტემების საკუთარ პლატფორმაზე ინტეგრაცია. API სერვისების დანერგვა განსაკუთრებით საინტერესოა მცირე და საშუალო ზომის კომპანიებისთვის, ელექტრონული კომერციის პლატფორმებისა და B2B ბიზნესებისთვის.

გააზიარე

შეიძლება დაგაინტერესოს