Logo
ბლოგი
Time icon

2 წუთი წასაკითხად

SOLO x BEKA Paris: სარვამარტო კამპანია პარიზში

ზამთარი გადალახულია. გაზაფხულის დადგომასთან ერთად საქართველოში ქალებთან დაკავშირებულ ორ განსაკუთრებულ დღესასწაულს აღვნიშნავთ. SOLO-მ გადაწყვიტა, წელს 8 მარტი კიდევ უფრო მასშტაბურად ეზეიმა და ქალებისთვის ეს გამორჩეული დღე ქვეყნის საზღვრებს გარეთაც ყვავილებით მიელოცა.

მისიას ფლორისტი და BEKA Paris-ის, პარიზის გულში არსებული ყვავილების მაღაზიის მფლობელი, ბექა ცერცვაძეც შეუერთდა. ბექას თაიგულები უკვე წლებია პარიზის მოსახლეობას აღაფრთოვანებს. წელს კი ყვავილებს ქართულ ენაზე შესრულებული ქალთა დღის მილოცვაც დაამშვენებს.

BEKA Paris-ის შესახებ

ბექა ყვავილების მიმართ განსაკუთრებულ სიყვარულს ბებიის დის მიერ გაშენებულ ულამაზეს ბაღს უკავშირებს, მსხმოიარე ყავის ხეებით სავსე ბაღს, რომლის სანახავადაც გორში ციცო ბებოს სხვადასხვა ქალაქიდან სტუმრობდნენ. მცირე ასაკში მიღებულმა ესთეტურმა გამოცდილებამ ბექას ცნობიერება დიდწილად განსაზღვრა.

წლების შემდეგ კი, ფრანგული კულტურისა და მცენარეების სიყვარულმა ბექას ცხოვრება პარიზთან გადაკვეთა. გარდა იმისა, რომ პარიზში შემოქმედებითი ადამიანისთვის შთაგონების პოვნა ყველა ქუჩის კუთხეშია შესაძლებელი, ყვავილებიც ქალაქში განსაკუთრებით უყვართ და ყოველდღიურობის ერთ-ერთ განმსაზღვრელ დეტალს წარმოადგენს.

ბექა დედაქალაქის შუაგულში ფლობს ფლორისტულ მაღაზიას და ყვავილებით ამარაგებს როგორც პარიზის მობინადრეებს, ისე მოდის სახლებს. მაგალითად, ამ ბლოგის შექმნის პროცესში ბექა Balenciaga-ს სახლთან თანამშრომლობს და თაიგულების კოლექციას ქმნის. 

BEKA Paris X SOLO

SOLO-სთან ერთად 8 მარტის პარიზში აღნიშვნა ბექასთვის განსაკუთრებით სიმბოლურია. ერთი მხრივ, ეს დღესასწაული ციცო ბებოს და მის მცენარეებს უკავშირდება. მეორე მხრივ, კი 8 მარტი არაჩვეულებრივი მიზეზია იმისთვის, რომ საფრანგეთს ქართული კულტურა გააცნოს.

ყვავილები ჩემთვის უბრალოდ დეკორაცია კი არა, ემოციების და ისტორიის გადმოცემის საშუალებაა. ამ კამპანიით ქართული დამწერლობა და ამასთან, ემოციაც პარიზის გულში გამოჩნდება. ქართული დამწერლობა ყველასგან გამორჩეულია და განსაკუთრებული ხიბლი აქვს; პარიზელებისთვის ქართული კულტურის გაცნობას სულ ვცდილობ ხოლმე და ეს კიდევ ერთი ნაბიჯი იქნება ამ მიზნის მისაღწევად
– აღნიშნავს ფლორისტი და BEKA Paris-ის მფლობელი, ბექა ცერცვაძე

თუმცა, ბექას განსაკუთრებით ერთი რამ ახარებს, ის, რომ ქართულ ენაზე პარიზის შუაგულიდან მიულოცავს 8 მარტს ქალაქის ქართველ მაცხოვრებლებს.

ტიტებით მორთული SOLO

რვა მარტი ყვავილების გარეშე არც ქვეყნის შიგნით ჩაივლის. SOLO-ს ყველა ლაუნჯი ტიტების ულამაზესი თაიგულებით მოირთვება, რომლებიც SOLO X BEKA PARIS-ის ბრენდირებით იქნება შეფუთული. ლაუნჯში სტუმრად მოსულ ყველა მომხმარებელს კი კონსიერჟი ტიტების თაიგულით შეეგებება.

თუ ლაუნჯში სტუმრობას გეგმავთ, 6 და 7 მარტი ამ გეგმის განსახორციელებლად განსაკუთრებით კარგი თარიღია.

გააზიარე

შეიძლება დაგაინტერესოს

თაგები