3 წუთი წასაკითხად
განჯინა აღდგომის ფესტივალით გაზაფხულის დადგომას აღნიშნავს
1 აპრ. 2026
3 წუთი წასაკითხად
საკითხები
გააზიარე
აღდგომა ახლოვდება. საზეიმო სუფრის მოსამზადებლად საუკეთესო პასკის, ღვინისა და აქსესუარების შერჩევის დრო დგება.
ამ ყველაფრის ერთ სივრცეში აღმოსაჩენად და გაზაფხულის დადგომის აღსანიშნავად, განჯინა სააღდგომო დიდ ფესტივალს აწყობს, სადაც დღესასწაულთან ერთად, ახალი სეზონის დადგომასაც იზეიმებს. ფესტივალს განჯინასთან ერთად 11 ქართული ბრენდი შემოუერთდება. ასე რომ, მისულ სტუმრებს ქართული პროდუქტების მრავალფეროვანი ასორტიმენტი დახვდებათ.
სადღესასწაულო შოპინგს კი კიდევ უფრო სასიამოვნოს გახდის სპეციალური შეთავაზება: PLUS ბარათით გადახდისას მომხმარებლები 20-ჯერ მეტი PLUS ქულის დაგროვებას შეძლებენ (მაქსიმუმ 10 000 ქულა).
საგაზაფხულო ზეიმთან დაკავშირებით განჯინას დამფუძნებელსა და აღდგომის ფესტივალის იდეის ავტორს, სოფო ჩიქოვანს ვესაუბრეთ. ბლოგში კი სადღესასწაულო სამზადისსა და ფესტივალის დეტალებზე მოგიყვებით.
ვინ მიიღებს მონაწილეობას ფესტივალში?
ვინაიდან ფესტივალი პირველად ტარდება, მონაწილეობა სრულიად უფასოა. ვენდორები კი განჯინას გუნდმა თავად შეარჩია. ინიციატივას იმდენად დიდი გამოხმაურება მოჰყვა, რომ დაანონსების დღეს, სოფოს ტელეფონზე ფესტივალზე ჩართვის მსურველთა ზარები არ გაჩერებულა.
მიუხედავად იმისა, რომ პირველი ფესტივალია და კომპანიებისთვის ეს გარკვეულ რისკებთან იყო დაკავშირებული, ყველა უპირობოდ დაგვთანხმდა. ერთი იდეა გვაერთიანებს: წინ წამოვწიოთ ქართული ბრენდები, მხარი დავუჭიროთ ერთმანეთს, გავახაროთ მომხმარებელი და პარალელურად, ჩვენც ვიმხიარულოთ. ძალიან სასიამოვნო იყო იმის გააზრება, თუ რამდენად უყვართ სხვა ბრენდებს განჯინა და რომ ამხელა ნდობით ვსარგებლობთ
საორგანიზაციო ჯგუფმა ფესტივალისთვის 12 ქართული ბრენდი შეარჩია, რომელიც ფესტივალზე სხვადასხვა თემატური პროდუქტით იქნება წარმოდგენილი:
- Ganjina Dessert Shop
- Marleta Cheese
- Graminea Bakery
- Tapa Bakery – Georgian Pastry
- Giuaan Winery
- Majesta Sparkling Wine
- Wine of Freedom – Pet-Nat
- In Bloom Ceramic Studio
- Butko Plants
- Gnom Beeswax
- Iknit
რა დაგხვდებათ ფესტივალზე?
ფესტივალზე სააღდგომო სამზადისისთვის საჭირო ყველა დეტალს ერთ სივრცეში აღმოაჩენთ. განჯინას ეზოში 12 გამორჩეული ქართული ბრენდი პროდუქციას რამდენიმე ძირითადი მიმართულებით წარმოადგენს:
- საკვები: პასკა, ხაჭაპური, არტიზანული პური და ყველი.
- სასმელი: ღვინო ჩაქაფულისთვის, პეტნატი და შამპანური.
- სუფრისთვის და დეკორაციისთვის: კერამიკა, ხელნაკეთი აქსესუარები, სააღდგომო ჯეჯილი და გაზაფხულის მცენარეები.
როგორც სოფო აღნიშნავს, მონაწილეების შერჩევისას მთავარი კრიტერიუმი სტუმრების სააღდგომო საჭიროებები და ფესტივალზე გამოფენილი პროდუქციის უმაღლესი ხარისხი იყო.
სააღდგომო სუფრა წარმოუდგენელია პასკის, კარგი პურის, ჩაქაფულისთვის საჭირო საუკეთესო ღვინისა და ჯეჯილის გარეშე. რა თქმა უნდა, არც სერვირება უნდა დაგვავიწყდეს, სუფრაზე ხომ ყველაფერი ლამაზ თეფშებზე უნდა იდოს
მოკლედ, ნამდვილი ზეიმისთვის ფესტივალზე ყველაფერი იქნება. განჯინასა და მისი გუნდის ამ და სხვა ინიციატივების ერთგული მხარდამჭერია საქართველოს ბანკი. სოფოს თქმით, სწორედ ეს მეგობრობაა ბრენდის უსაზღვრო განვითარებისა და მისი ოცნებების რეალობად ქცევის გარანტია.
როგორ გაჩნდა სააღდგომო ფესტივალის იდეა?
განჯინასთვის აღდგომა განსაკუთრებული დღესასწაულია. განჯინას პირველი საკონდიტრო ნაწარმიც ამ დღეს უკავშირდება. საკონდიტროს ისტორია სააღდგომო ნუგბარით, პასკით დაიწყო.
აღდგომა ჩვენი საკონდიტროსთვის წლის ყველაზე მნიშვნელოვანი დღესასწაულია. გვინდოდა, დაგვემკვიდრებინა ტრადიცია, სადაც ადამიანები ერთად შეხვდებოდნენ ამ დღეს. ეს არ არის მხოლოდ სააღდგომო ფესტივალი, ეს გაზაფხულის დახვედრისა და ერთად ყოფნის ზეიმია – აღნიშნა სოფო ჩიქოვანმა საუბრისას
როგორც სოფო ამბობს, ეს ფესტივალი ახალი ტრადიციის დასაწყისია. ტრადიციის, რომლის ფარგლებშიც აღდგომას ერთად შევხვდებით და გაზაფხულის მზიანი დღეებითა და თბილი საღამოებით დავტკბებით. ამ ტრადიციის მთავარი გმირი კი განჯინას ეზო იქნება, რომელიც ზედგამოჭრილია ასეთი ტიპის ღონისძიებებისთვის.
განჯინა ისეთი ადგილია, სადაც მუდმივად იკრიბებიან მეზობლები და ჩვენ გარშემო მცხოვრები ადამიანები. გვინდოდა, მათთვის ნამდვილი უბნის, სახალისო დღესასწაული დაგვეორგანიზებინა. ჩვენი ჯერ ისევ აუთვისებელი ეზო თითქოს ზუსტად ამ მიზნისთვისაა განკუთვნილი
– აღნიშნა სოფო ჩიქოვანმა
სამომავლოდ, ფესტივალი გაზაფხულისა და აღდგომის დღესასწაულის თემატიკას გასცდება და წელიწადში დაახლოებით ოთხჯერ ჩატარდება. წამოწყების მიღმა პირადული ისტორია დგას. განჯინას დამფუძნებლისთვის ფესტივალი წლების წინ საკუთარი თავისთვის მიცემული პირობის შესრულებაა, ბრენდისთვის კი ახალი ეტაპის დასაწყისი.
როგორც განჯინას დედა, ფესტივალის გაკეთებაზე სულ ვოცნებობდი. დაახლოებით, 6 წლის წინ, ერთ-ერთ მსგავს ღონისძიებაზე ძალიან ცუდი გამოცდილება მივიღე: მონაწილეობისთვის დიდი თანხა გადავიხადე და, მარტივად რომ ვთქვათ, მომატყუეს. სწორედ მაშინ ვთქვი, რომ მოვიდოდა დრო და საკუთარ ფესტივალს გავაკეთებდი. ეს დროც დადგა და განჯინაც განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა. დარწმუნებული ვარ, ყველაფერი ფანტასტიკურად ჩაივლის
სოფოს თქმით, ბრენდის განვითარება წარმოუდგენელი იქნებოდა იმ ერთგულების გარეშე, რომელსაც ის გამუდმებით გრძნობს განჯინას გუნდისგან. არაჩვეულებრივი ადამიანებისგან, რომლებიც დროსა და ენერგიას არ იშურებენ, რათა სოფოს გეგმები რეალობად აქციონ.