1 წუთი წასაკითხად
გალერეა ვერე: 25-წლიანი ისტორია და განვითარება საქართველოს ბანკი ბიზნესთან ერთად
27 აპრ. 2026
1 წუთი წასაკითხად
25 წლის წინ პატარა სახელოსნოდ დაწყებული გალერეა ვერე დღეს თანამედროვე ქართული სახელოვნებო კულტურის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ცენტრია. ეს არის სივრცე, რომელიც მუდმივად ვითარდება, ეძებს ახალ გზებს და ახორციელებს მასშტაბურ პროექტებს, იქნება ეს ქართული ხელოვნების წარდგენა ლონდონის პრესტიჟულ სააუქციონო სახლ ბონემსში, თუ უნიკალური ისტორიული არტეფაქტების ფართო საზოგადოებისთვის გაცნობა.
ასეთი მასშტაბური იდეების განხორციელებისას, საიმედო პარტნიორის გვერდში დგომა პროექტებს კიდევ უფრო მეტ შესაძლებლობას სძენს. სწორედ ამგვარი თანამშრომლობის მაგალითია გალერეა ვერესა და საქართველოს ბანკის მრავალწლიანი პარტნიორობა.
საქართველოს ბანკი ჩვენი დიდი ხნის პარტნიორია. მის ფინანსურ მხარდაჭერას დიდი წვლილი მიუძღვის ჩვენი ბიზნესის წარმატებაში და განვითარების ყველა ეტაპზე გადამწყვეტი იყო. 2007 წელს, როდესაც გალერეის გაფართოება გადავწყვიტეთ და ახალი საგამოფენო სივრცე შევიძინეთ, სწორედ საქართველოს ბანკს მივმართეთ. ბანკის ნდობა და ჩვენს საჭიროებებზე სწრაფი რეაგირება ყოველთვის განსაკუთრებულ სტიმულს გვაძლევდა
– გვიყვება ქეთევან გორგაძე, ორგანიზაციის დირექტორი
ამ წარმატებული პარტნიორობის უახლესი თავი იყო საგამოფენო პროექტი, რომელიც საქართველოს ბანკი ბიზნესის მხარდაჭერით გაიმართა. გალერეა ვერეს განახლებულ საგამოფენო დარბაზში დამთვალიერებელს შესაძლებლობა ჰქონდა, გაცნობოდა ორ უნიკალურ სამოგზაურო ალბომს, რომლებიც აქამდე ფართო საზოგადოებისთვის უცნობი იყო.
მაღალი ისტორიული და მხატვრული ღირებულების მქონე ალბომები 1830-იან წლებში სამხრეთ კავკასიაში ჩატარებული სამეცნიერო ექსპედიციის ფარგლებში შესრულებულ აკვარელებსა და გრაფიკულ ჩანახატებს აერთიანებს.
გალერეა ვერეში მოსულ დამთვალიერებელს ჰქონდა უნიკალური შესაძლებლობა, ეხილა 1830-იანი წლების თბილისი და საქართველო, მისი არქიტექტურა და ყოველდღიურობა
– ქეთევან გორგაძე
საქართველოს ბანკისთვის საამაყოა, იყოს ისეთი ორგანიზაციის ფინანსური პარტნიორი, როგორიც გალერეა ვერეა და მხარი დაუჭიროს ბიზნესს, რომელიც ქართული კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნებასა და პოპულარიზაციას ემსახურება.