2 წუთი წასაკითხად
პირველი ბიო ნუში საქართველოში | თორნიკე მჭედლიშვილის ინოვაციური აგრობიზნესი
27 აპრ. 2026
2 წუთი წასაკითხად
საკითხები
გააზიარე
2021 წელს თორნიკე მჭედლიშვილმა მიზნად დაისახა, ქართული ბაზრისთვის სრულიად განსხვავებული სტანდარტი შეეთავაზებინა. სწორედ ასე გაჩნდა საქართველოში პირველი სერტიფიცირებული ბიო ნუშის ბაღი, რომელმაც გაფართოება 25 ჰექტრიდან დაიწყო და დღეს უკვე 50 ჰექტარზე გადაინაცვლა.
პირველი ნაბიჯები და ევროპული გამოცდილება
იდეის განხორციელებისას მთავარი ბარიერი საინფორმაციო ვაკუუმი აღმოჩნდა, რადგან საქართველოში ბიო ნუშის წარმოების პრაქტიკა მანამდე არ არსებობდა. თორნიკემ კონსულტაციებისთვის ესპანელ სპეციალისტებს მიმართა. ესპანეთი მსოფლიოში სიდიდით მეორე ნუშის მწარმოებელი ქვეყანაა და ამ კულტურის მოვლა-მოყვანის მრავალწლიანი ტრადიცია აქვს:
რადგან ადგილობრივი ცოდნა არ გვქონდა, საერთაშორისო პრაქტიკას დავეყრდენით. გარემო პირობების გათვალისწინებით, სპეციალურად შევარჩიეთ გვიან მოყვავილე ჯიშები: ფრანგული ავიჯორი გადამუშავებისთვის და ტკბილი პენტა, რათა გაზაფხულის ყინვებსა და სირთულეებისთვის აგვერიდებინა თავი
– თორნიკე მჭედლიშვილი
სანდო ფინანსური პარტნიორი და განვითარების ახალი ეტაპი
ბიო სტანდარტებით წარმოება ბევრად მეტია, ვიდრე პესტიციდებზე უარის თქმა – ეს არის სრულად ეკოლოგიური და მკაცრად კონტროლირებადი პროცესი, რომელიც სპეციფიკურ ბუნებრივ ალტერნატივებსა და, შესაბამისად, მეტ ფინანსურ რესურსს მოითხოვს.
ამ რთული ჯაჭვის სწორად ასაწყობად და სოლიდური ხარჯების დასაფარად თორნიკესთვის საქართველოს ბანკი აღმოჩნდა სანდო ფინანსური პარტნიორი. აგროსესხით მიღებულმა მხარდაჭერამ მას საშუალება მისცა, სრულად დაეკმაყოფილებინა ბიო წარმოების ყველა მკაცრი მოთხოვნა და ბაზრისთვის სერტიფიცირებული, პრემიუმ ხარისხის პროდუქტი შეეთავაზებინა.
➔ გაიგეთ, როგორ ისარგებლოთ აგროსესხის შეღავათიანი პირობებით
ევროპული ბაზარი და გლობალური სამომავლო გეგმები
ბიზნესის სწორმა და თანმიმდევრულმა სტრატეგიამ ხელშესახები შედეგები უკვე გამოიღო. ქართული ბიო ნუშის პირველად ექსპორტზე შვეიცარიაში გავიდა, პროდუქციით გერმანიის დიდი ქალაქებიდანაც დაინტერესდნენ.
თორნიკე სამომავლოდ გაჩერებას არ აპირებს, წარმოების გაზრდას და ნუშისგან უმაღლესი ხარისხის ზეთის, ფქვილისა და რძის დამზადებას გეგმავს. ევროკავშირის მიერ აღიარებული ბიო სერტიფიკატი კი ევროპულ ბაზარზე წარმატებით დამკვიდრების მყარ გარანტიას ქმნის.
წარმატებული მეურნეობის შესაქმნელად მხოლოდ იდეა საკმარისი არ არის, განვითარების გზაზე მყარი ფინანსური საყრდენი აუცილებელია. საქართველოს ბანკი მუდმივად უჭერს მხარს ენთუზიაზმით სავსე ადამიანებს, რათა მათთან ერთად მოამზადოს ნიადაგი მომავალი წარმატებისთვის.