4 წუთი წასაკითხად
დაფინანსება ყველა ბიზნესისთვის: როგორ შევარჩიოთ ბიზნეს სესხი სწორად
9 ივნ. 2026
4 წუთი წასაკითხად
საკითხები
გააზიარე
ნებისმიერი ბიზნესი იდეით იწყება, თუმცა ამ იდეის რეალობად ქცევას, მის განვითარებასა და წარმატებას ფინანსური რესურსები სჭირდება. არ აქვს მნიშვნელობა, რა მიზანი გაქვთ − ახლა იწყებთ საქმიანობას, აპირებთ ახალი პროდუქტის დანერგვას ან, თუნდაც, ტექნიკის შეძენას, დაფინანსების მოძიება თქვენი ბიზნესის ყველა ეტაპზე მნიშვნელოვანია.
სწორედ ამ დროს დგება შესაფერისი ფინანსური პარტნიორისა და სწორი საკრედიტო პროდუქტის შერჩევის აუცილებლობა.
საქართველოს ბანკი მეწარმეებისთვის სხვადასხვა ტიპის ბიზნეს სესხს ქმნის, რაც თქვენს კონკრეტულ საჭიროებებსა და მოთხოვნებზეა მორგებული.
თითოეული პროდუქტი მაქსიმალურად ამარტივებს პროცედურებს და, ერთი მხრივ, სწრაფად გაძლევთ საჭირო თანხას უზრუნველყოფის გარეშე, მეორე მხრივ კი − გრძელვადიან, სტრატეგიულ მიზნებზეა გათვლილი და მოქნილ გრაფიკთან ერთად საშეღავათო პერიოდსაც გთავაზობთ.
ამ ბლოგში დეტალურად განვიხილავთ ბიზნეს სესხების ძირითად ტიპებს, მათ დანიშნულებას, პირობებსა და უპირატესობებს. ეს ინფორმაცია კი დაგეხმარებათ, თავდაჯერებულად შეარჩიოთ ის საკრედიტო პროდუქტი, რომელიც თქვენი ბიზნესის ზრდასა და წარმატებას ყველაზე მეტად შეუწყობს ხელს.
სტანდარტული ბიზნეს სესხი
სტანდარტული ბიზნეს სესხი ფინანსური ინსტრუმენტია, რომელიც განკუთვნილია როგორც არსებული ბიზნესის განსავითარებლად, ისე ინოვაციური პროდუქტების დასანერგად თუ სხვა მიზნებისთვის.
- მოცულობა: 0 – 80 000 ლარამდე არაუზრუნველყოფილი, 80 000 ლარზე მეტი – უზრუნველყოფილი
- ვადა: 3-დან 120 თვემდე, ხოლო კომერციული უძრავი ქონების დაფინანსების შემთხვევაში – 3-დან 180 თვემდე
- უზრუნველყოფა: შესაძლებელია უძრავი ქონების, ძირითადი საშუალებების, საბანკო გარანტიის და სხვა აქტივების წარდგენა
სტანდარტული ბიზნეს სესხი თქვენს შემოსავლებზე მორგებულ გადახდის გრაფიკს გთავაზობთ. თუ ბიზნესი სეზონურ ხასიათს ატარებს და, მაგალითად, აგრომიმართულებით ან ტურიზმის სფეროში საქმიანობთ, შესაძლებლობა გაქვთ ისარგებლოთ საშეღავათო პერიოდით სესხის ძირზე.
სხარტი ბიზნეს სესხი – პირველი ციფრული ბიზნეს სესხი
ტექნოლოგიურმა განვითარებამ საბანკო პროდუქტები კიდევ უფრო ხელმისაწვდომი და სწრაფი გახადა. ციფრული ბიზნეს სესხი სწორედ ამის მაგალითია. ის შექმნილია იმ მეწარმეებისთვის, ვისთვისაც დრო და კომფორტი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.
სხარტი ბიზნეს სესხი სრულად ციფრული პროდუქტია, რომლის გამოყენებაც ფილიალში მისვლისა და ზედმეტი დოკუმენტაციის წარდგენის გარეშე შეგიძლიათ − საჭირო იქნება მხოლოდ საქართველოს ბანკის ბიზნეს მობილბანკი ან ბიზნეს ინტერნეტბანკი.
- მოცულობა: 80,000 ლარამდე
- ვადა: 3-თვიანი ან 3-დან 60 თვემდე
- უზრუნველყოფა: არაუზრუნველყოფილი
- მსესხებელი: რეზიდენტი ინდ. მეწარმეები და შპს-ები
სესხით სარგებლობა შეუძლიათ რეზიდენტ ინდ. მეწარმეებსა და შპს-ებს, რომლებსაც მინიმუმ ერთი რეზიდენტი დირექტორი ჰყავთ.
სხარტი სესხი შეგიძლიათ გამოიყენოთ მიმდინარე ხარჯებისა და საბრუნავი საშუალებების დასაფინანსებლად.
სტანდარტული აგრო სესხი
სასოფლო-სამეურნეო საქმიანობისთვის საქართველოს ბანკი გთავაზობთ აგრო სესხს, რომელიც სპეციალურად აგრობიზნესის საჭიროებებზეა მორგებული.
- მოცულობა: 3,000,000 აშშ დოლარის ეკვივალენტი (750 000 ლარამდე სესხები გაიცემა მხოლოდ ლარში)
- ვადა: 120 თვემდე (მიზნობრიობის მიხედვით)
- უზრუნველყოფა: სავალდებულოა (80 0000 ლარიდან სესხის აღების შემთხვევაში)
- გრაფიკი: სესხის პირობები ითვალისწინებს აგროსაქმიანობის სეზონურობას, რის გამოც შეგიძლიათ ისარგებლოთ ინდივიდუალური გრაფიკით და 11 თვემდე სრული საშეღავათო პერიოდით როგორც ძირზე, ისე პროცენტზე.
ეს პროდუქტი შექმნილია ბიზნესებისთვის, რომლებსაც სჭირდებათ მოქნილი დაფინანსება საბრუნავი საშუალებების, ძირითადი საშუალებების შეძენის, მეცხოველეობისა თუ მემცენარეობის განვითარებისთვის.
შეღავათიანი აგროკრედიტი (სახელმწიფო პროგრამა)
საქართველოს ბანკი აქტიურად არის ჩართული სახელმწიფო პროგრამაში შეღავათიანი აგროკრედიტი (ეფექტური ლარში 14.4%). ეს პროგრამა ფერმერებსა და მეწარმეებს აძლევს შესაძლებლობას, მიიღონ დაფინანსება საპროცენტო განაკვეთის მნიშვნელოვანი თანადაფინანსებით (სუბსიდირებით).
პროგრამა რამდენიმე ძირითად კომპონენტს მოიცავს, მათ შორის:
- მრავალწლიანი კულტურების დაფინანსება: სახელმწიფო სუბსიდია 66 თვის განმავლობაში 11%-ს ფარავს. სესხის ძირზე (ეფექტური ლარში 14.4%) 36-დან 48 თვემდე საშეღავათო პერიოდი მოქმედებს. ამასთან, მსესხებელს აგრო მიმართულებით მუშაობის 2-წლიანი გამოცდილება და მიწის ნაკვეთის მფლობელობაც მოეთხოვება.
- სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის თანადაფინანსება: ტექნიკის, აგრეგატებისა და მისაბმელი საშუალებების შესაძენად გაცემულ სესხზე (ეფექტური ლარში 14.4%) 48 თვის განმავლობაში 8%-იანი სახელმწიფო სუბსიდია ვრცელდება. მთავარი მოთხოვნაა, რომ ტექნიკა იყოს 3 წლის ან უფრო ახალი და ჰქონდეს მწარმოებლის გარანტია.
- იონჯის მეურნეობის თანადაფინანსება: ფერმერებს, რომლებიც იონჯის დათესვას აპირებენ, შეუძლიათ ისარგებლონ აგროკრედიტით (ეფექტური ლარში 14.4%), რომელზეც 48 თვის განმავლობაში 11%-იანი სახელმწიფო სუბსიდია ვრცელდება ძირითად საშუალებებზე, ხოლო 12 თვის განმავლობაში 9% საბრუნავ საშუალებებზე. სესხის მისაღებად საჭიროა აგრო მიმართულებით 2-წლიანი გამოცდილება და მინიმუმ 8 ჰექტარი მიწის ნაკვეთი.
- მარნების დაფინანსება აგროტურიზმისთვის: აგროტურიზმის განვითარების მიზნით, მარნის ასაშენებლად ან გასავითარებლად გათვალისწინებულია სესხი (ეფექტური ლარში 14.4%) 48-თვიანი 11%-იანი სახელმწიფო სუბსიდიით. ასევე, მოქმედებს 12-მდე საშეღავათო პერიოდი როგორც სესხის ძირზე, ისე პროცენტზე.
- ერთწლოვანი კულტურების დაფინანსება (საბრუნავი საშუალებები): ფერმერებს შეუძლიათ მიიღონ აგროკრედიტი (ეფექტური ლარში 14.4%) ერთწლოვანი კულტურების დასაფინანსებლად, რომელზეც 12 თვის განმავლობაში 9%-იანი სახელმწიფო სუბსიდია ვრცელდება.
დამწყები ბიზნესის სესხი
ბიზნესის წამოწყება ხშირად დიდ გამოწვევებთანაა დაკავშირებული, რომელთაგან ერთ-ერთი მთავარი კაპიტალის მოძიებაა. დამწყები ბიზნესის სესხი სწორედ ამ გამოწვევის გადაჭრას ემსახურება.
- მიზნობრიობა: ძირითადი/საბრუნავი საშუალებები, კომერციული ფართის ყიდვა/მშენებლობა/რემონტი, დანადგარები და სხვა
- უზრუნველყოფა: სავალდებულოა
- საშეღავათო პერიოდი: შესაძლებელია როგორც სესხის ძირზე, ისე პროცენტზე
არ აქვს მნიშვნელობა, რა სფეროში გეგმავთ საქმიანობას − იქნება ეს სასტუმრო, მშენებლობა, წარმოება თუ მომსახურება, საქართველოს ბანკის სესხი შესაძლებლობას გაძლევთ, მიიღოთ საჭირო დაფინანსება და თქვენი იდეა რეალობად აქციოთ.
ენერგოკრედიტი
თანამედროვე სამყაროში ბიზნესის სოციალური და ეკოლოგიური პასუხისმგებლობა სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდება. ენერგოკრედიტი, რომელიც მზის პანელების დასაფინანსებლად გაიცემა, ბიზნესს აძლევს შესაძლებლობას, არა მხოლოდ შეამციროს კომუნალური ხარჯები, არამედ საკუთარი წვლილი შეიტანოს გარემოს დაცვაში.
- მიზნობრიობა: 500 კვტ-მდე სიმძლავრის მზის ელექტროსადგურის დაფინანსება
- საშეღავათო პერიოდი: მაქსიმუმ 6 თვე
- უზრუნველყოფა: ის უძრავი ქონება, სადაც განთავსდება მზის პანელები
- პროგრამები: შესაძლებელია ჩაერთოს „აწარმოე საქართველოში“ და „შეღავათიანი აგროკრედიტის“ პროგრამებში
მზის პანელების დამონტაჟებით თქვენ ქმნით ელექტროენერგიის ალტერნატიულ წყაროს, რაც ამცირებს დანახარჯებსა და გაუთვალისწინებელი შეფერხებების რისკებს. რაც მთავარია, განახლებადი ენერგიის გამოყენება შეიძლება დადებითად აისახოს თქვენი კომპანიის რეპუტაციაზე, გაზარდოს მომხმარებელთა ლოიალობა და მოგცეთ კონკურენტული უპირატესობა ბაზარზე.
მწვანე სესხი
საქართველოს ბანკი ბიზნესს მწვანე სესხს სთავაზობს სახელმწიფო პროგრამის აწარმოე საქართველოში ფარგლებში. ეს პროდუქტი ხელს უწყობს ისეთი პროექტების დაფინანსებას, რომლებიც გარემოზე დადებით გავლენას ახდენს და რესურსების ეფექტიან გამოყენებაზეა ორიენტირებული.
მწვანე სესხი მოიცავს სხვადასხვა მიზნობრიობას:
- სეტყვისგან დამცავი ბადეები
- წვეთოვანი სარწყავი სისტემები
- მოსავლის აღების შემდგომი შესანახი ობიექტები
- სამრეწველო ტექნიკა (Euro 5; Euro 6 სტანდარტი)
- სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა (Stage V და სხვა მსგავსი კლასიფიკაციის)
- სესხი მზის პანელებისთვის
მწვანე სესხის ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა გრანტის კომპონენტია. ეს ნიშნავს, რომ სესხის სრულად და მიზნობრივად ათვისების შემთხვევაში, სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ გადაწყვეტილების ფარგლებში გაწეული ხარჯის ნაწილს გიბრუნებთ, სააგენტოს მიერ დადგენილი მოცულობებით:
- გრანტის მოცულობა: ათვისებული სესხით გაწეული ხარჯის 15%. (არაუმეტეს 200,000 ლარისა)
- ქალი მეწარმეებისთვის: გაწეული ხარჯის 20%. (არაუმეტეს 200,000 ლარისა)
- განახლებადი ენერგიისთვის: ჰიდრო/ქარის/მზის ელექტროსადგურების მოწყობის შემთხვევაში გრანტი შეადგენს ხარჯის 10%-ს. (არაუმეტეს 100,000 ლარისა)
აღსანიშნავია, რომ ერთ ბენეფიციარზე გაცემული გრანტის ჯამური ლიმიტი ყველა მიმართულებით არ აღემატება 200,000 ლარს.
რომ შევაჯამოთ, საქართველოს ბანკის ბიზნეს სესხები თქვენს საჭიროებებზე მორგებულ მრავალფეროვან გადაწყვეტილებებს გთავაზობთ, რათა დაიწყოთ ახალი საქმიანობა, განავითაროთ უკვე არსებული ბიზნესი და მიაღწიოთ იმ მიზნებს, რომლებიც დაისახეთ.
ამიტომ არ გადადოთ, შეავსეთ განაცხადი მარტივად ვებ გვერდზე და განავითარეთ თქვენი ბიზნესი.