2 წუთი წასაკითხად
მომავალი არ ჩერდება | კიწისა და სიო პრინტის კოლაბორაცია
8 ივნ. 2026
2 წუთი წასაკითხად
საკითხები
გააზიარე
გზავნილი ყველაზე ცოცხალი და ძლიერი მაშინ ხდება, როცა შინაარსი სიტყვებიდან და სრულიად ახალ, განსხვავებულ ფორმებში ინაცვლებს. სწორედ ამიტომ, ახალგაზრდა არტისტმა, ეკატერინე ლაგვილავამ (კიწიმ), შექმნა ილუსტრაცია საქართველოს ბანკის ახალი კამპანიის მთავარი მესიჯით – მომავალი არ ჩერდება, მომავალი მოდის, ახალი თაობისთვის განსაკუთრებით საყვარელმა სივრცემ, სიო პრინტმა კი ეს ნამუშევარი მაისურებზე გადმოიტანა და ციფრული იდეა ქალაქის ყოველდღიური სტილის ნაწილად აქცია.
ვიზუალურ ენაზე თარგმნილი ემოცია
ეკატერინე ვიზუალური ხელოვნების, არქიტექტურისა და დიზაინის სკოლის მეოთხე კურსის სტუდენტია, როგორც არტისტს, თითქმის ყველა კიწის სახელით იცნობს.
მისი შემოქმედება მუდმივი ძიებისა და მოძრაობის პროცესია. ბავშვობიდანვე თეატრისა და ფერწერის გარემოცვაში იზრდებოდა, ამიტომ ხელოვნების სიყვარული მისთვის ბუნებრივადაა ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილი.
ახლაც, თავის სადიპლომო პროექტში, მოძრაობისა და ემოციას გრაფიკულ ფორმებად გარდაქმნაზე მუშაობს.
იდეებიდან რეალურ ფორმებამდე
ამ პროექტისთვის ილუსტრაციის შექმნაც ემოციური და საინტერესო პროცესი აღმოჩნდა. კიწის სურდა, ვიზუალურ ნამუშევრებს თავისუფლებისა და წინსვლის განცდა გადმოეცა.
ხშირად ასე ვმუშაობ: ჯერ ვაგროვებ ემოციებს, კადრებს, მოძრაობებს, ვუსმენ მუსიკას, მერე უკვე ეს ყველაფერი ფორმებად და კომპოზიციად იქცევა. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ილუსტრაციაში დინამიკა იგრძნობოდეს.
კიწის თქმით, განსაკუთრებით ამაღელვებელია, როცა ნამუშევარი ფიზიკურ ნივთში ინაცვლებს, რომელსაც ადამიანები ირგებენ, საკუთარი სტილის ნაწილად აქცევენ. ასეთ დროს დიზაინიც ცოცხლდება და ადამიანებთან იწყებს ურთიერთობას.
სივრცე შემოქმედებისთვის
ამ იდეის ფიზიკურ ფორმაში გადატანა სიო პრინტის დამსახურებაა. ეს ადგილი ახალგაზრდებისთვის უბრალოდ საბეჭდი სივრცე არ არის. ის უკვე იქცა კულტურულ წერტილად, სადაც ქალაქის ესთეტიკა, ტანსაცმელი, დიზაინი და მუსიკა ბუნებრივად იკვეთება ერთმანეთთან:
ალბათ, სიო იმით გამოირჩევა, რომ აქ პრინტი მხოლოდ ტექნიკური პროცესი არ არის. თითოეულ ნამუშევარს თავისი ხასიათი და ისტორია აქვს. ახალგაზრდა არტისტებთან თანამშრომლობა მნიშვნელოვანია, რადგან ასეთ კოლაბორაციებში ყოველთვის ახალი ხედვა და ფორმა ჩნდება
– სიო პრინტი
მესიჯი, რომელიც ქუჩაში ინაცვლებს
ჩვენთვის ამ კამპანიაში მონაწილეობა ნიშნავს, რომ შეგვიძლია ხელოვანის იდეა ფიზიკურ ფორმად ვაქციოთ და ადამიანამდე მივიტანოთ. ვფიქრობ, ყველა, ვინც ამ მაისურს შეიძენს, თან წაიღებს ემოციას, განწყობას და შეგრძნებას, რომ თანამედროვე ქართული ვიზუალური კულტურის პატარა ნაწილს ეხება
– სიო პრინტი
საქართველოს ბანკის ახალი კამპანიის მთავარი იდეაც ახალგაზრდა, შეუჩერებელი ადამიანების მხარდაჭერაა, რომლებიც გაბედული ნაბიჯებით ქმნიან უკეთეს მომავალს. Sio Print Shop-ში საქართველოს ბანკის ინსპირაციით შექმნილ მაისურებს 1 ივნისიდან 15 ივნისის ჩათვლით შეიძენ, თანაც Student Card-ით გადახდისას 20%-იან ქეშბექს, მაქსიმუმ 50 ლარს მიიღებ.
სრულ ინფორმაციას კი ამ ბმულზე ნახავ.


