2 წუთი წასაკითხად
MOB Burgers X Sio Print ერთმანეთის მხარდასაჭერად | მცირე ბიზნესის ჯაჭვი
6 აგვ. 2026
2 წუთი წასაკითხად
საკითხები
გააზიარე
საქართველოს ბანკის ახალმა ინიციატივამ – მცირე ბიზნესის ჯაჭვი – ქალაქში ახალი, საინტერესო მარშრუტი შექმნა. პროექტის მთავარი იდეა ერთმანეთის მხარდაჭერა და ადგილობრივი ობიექტების ერთ მეგობრულ ქსელად გაერთიანებაა. ჯაჭვის მექანიკა მარტივია: მიდიხარ ერთ ობიექტში, პოსტერიდან კუპონს ჩამოხევ და შემდეგი გაჩერებისკენ მიემართები, სადაც ახალი აღმოჩენა და ფასდაკლება გელოდება.
გაჩერება: MOB Burgers
ჯაჭვის ერთ-ერთი დასამახსოვრებელი რგოლი MOB Burgers-ია – თბილისში პოპულარული სმეშ ბურგერების (Smash burger) სივრცე, რომელიც ცნობილია ადგილზე მომზადებული, ნატურალური ინგრედიენტებით.
როგორც MOB Burgers-ის დამფუძნებელი, გიორგი სიხარულიძე, გვიყვება, ჯაჭვის ინიციატივამ მათთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა შეიძინა:
თითოეული პატარა ბიზნესი კონკრეტული ადამიანის შრომასა და მონდომებას აერთიანებს. საქართველოს ბანკის მსგავსი ინიციატივები კი გვეხმარება, ჩვენი ისტორია ფართო აუდიტორიამდე მივიტანოთ, რაც მთლიანად მცირე ბიზნეს ეკოსისტემას აძლიერებს. ვფიქრობთ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ერთმანეთს მივცეთ მოტივაცია და გავუზიაროთ გამოცდილება
გზა გრძელდება სიოსკენ
MOB Burgers-ში გემრიელი შესვენების შემდეგ წრეს Sio Print-თან მიჰყავხარ. სიო პრინტი არის შემოქმედებითი და კონცეპტუალური პრინტშოპი თბილისში, სადაც ტანსაცმელსა და აქსესუარებზე უნიკალური ილუსტრაციები იბეჭდება – ეს არის სივრცე, სადაც ურბანული ესთეტიკა, დიზაინი და ადამიანები ერთმანეთს უკავშირდებიან.
როგორც სიოს გუნდი აღნიშნავს, მსგავს პროექტებში მონაწილეობა მათთვის ბუნებრივი და აუცილებელი პროცესია:
მცირე ბიზნესების ჯაჭვში ჩართვა ჩვენთვის ბუნებრივი გადაწყვეტილება იყო, რადგან სიო ლოკალურ ენერგიასა და შემოქმედებას აერთიანებს. ჩვენთვის ურთიერთმხარდაჭერა არა მხოლოდ თანამშრომლობა, არამედ სოლიდარობის ფორმაა. მსგავსი პროექტები მცირე ინიციატივებს მასშტაბსა და ხილვადობას მატებს და გვეხმარება, ჩვენი სათქმელი უფრო დიდ აუდიტორიამდე მივიტანოთ.
ჩაერთე ჯაჭვში
ჯაჭვის პირველი წრე ასე იკვრება:
ჯაჭვში ჩართული ბიზნესები, მისამართებით და ინფორმაციით შეგიძლიათ აღმოაჩინოთ ჩვენს ვებ-გვერდზე
თუ შენც გაქვს მცირე ბიზნესი და გსურს, გაზარდო ცნობადობა, მოიზიდო მომხმარებელთა ახალი ნაკადი და, ამავდროულად, მხარი დაუჭირო სხვა ბიზნესებს, აუცილებლად ჩაერთე ჯაჭვში.
ამისათვის საჭიროა მხოლოდ ფიზიკური სივრცე (სადაც სტუმრებს მასპინძლობ) და საქართველოს ბანკის ბიზნეს ანგარიში POS ტერმინალთან ერთად.
საქართველოს ბანკი გთავაზობს პოს-ტერმინალს, რომელიც ერთდროულად ორ პრობლემას ჭრის: გაძლევს საშუალებას, მიიღო საბარათე გადახდები 0%-იანი საკომისიოთი და, ამავე დროს, ასრულებს სალარო აპარატის ფუნქციას – გაიგე მეტი.
პროცესი მარტივია:
- შეავსე განაცხადის ფორმა ბმულზე: ბანკის წარმომადგენელი დაგიკავშირდება და დეტალურად მოგაწვდის ინფორმაციას.
- მიიღე პოსტერი: ჩვენ გამოგიგზავნით პოსტერს, რომლითაც შენთან მოსულ სტუმრებს მეგობარი ბიზნესის ფასდაკლებას გაატან.
- უმასპინძლე მომხმარებელს: მოემზადე სტუმრებისთვის, რომლებიც ჯაჭვში ჩართული სხვა ბიზნესიდან, ფასდაკლების ვაუჩერით სწორედ შენთან მოვლენ.
ჯაჭვის მონაწილეები უკვე ქმნიან მომხმარებლის საერთო მარშრუტს. განახლებადი სიის ნახვას კი რუკაზე შეძლებ.
საბოლოო ჯამში, ეს კამპანია კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ ძალა ერთობაშია. საერთო მიზნის გარშემო გაერთიანებული მცირე ბიზნესები უფრო სწრაფად იზრდებიან და ვითარდებიან და მიიწევენ წინ. წრე არ ჩერდება, თვალი ადევნე სიახლეებს, რადგან მომდევნო ბლოგებში პროექტის სხვა გამორჩეულ მონაწილეებზეც მოგიყვებით.